საჭიროების შემთხვევაში, შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ითანამშრომლოს აგრეთვე შემდეგ სფეროებში:
ა) შესაბამისი ექსპერტების გაცვლა და მათი ტრენინგი;
ბ) ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
გ) გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება;
დ) პროფესიონალი კადრების მომზადებასა და მათი პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაში დახმარება;
ე) სამეცნიერო კვლევის შედეგების გაზიარება;
ვ) შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკითა და მოწყობილობით დახმარება;
ზ) კრიმინალისტიკის სფეროში გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ გამოცდილების გაზიარება.
თავი IVსახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა.
პერსონალური მონაცემების გადაცემა და დაც
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.10.2013).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (19.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. თანამშრომლობის სხვა სახეები საჭიროების შემთხვევაში, შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს შეუძლია საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოსთან ითანამშრომლოს აგრეთვე შემდეგ სფეროებში: ა) შესაბამისი ექსპერტების გაცვლა და მათი ტრენინგი; ბ) ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება; გ) გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება; დ) პროფესიონალი კადრების მომზადებასა და მათი პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაში დახმარება; ე) სამეცნიერო კვლევის შედეგების გაზიარება; ვ) შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკითა და მოწყობილობით დახმარება; ზ) კრიმინალისტიკის სფეროში გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ გამოცდილების გაზიარება. თავი IVIVსახელმწიფო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა. პერსონალური მონაცემების გადაცემა და დაცვადაც
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/10/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება