1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმართოს თხოვნით, რათა სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას დაცულ იქნეს კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს თხოვნა ეწინააღმდეგება შუამდგომლობის შესრულებას.
2. შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის დაცვას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას. თუ კონფიდენციალურობის დაცვა ვერ ხერხდება, ეს დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
საქართველოს 2013 წლის
მაისის
კანონი №
– ვებგვერდი, 24.0
.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3803
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. კონფიდენციალურობის დაცვა 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმართოს თხოვნით, რათა სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას დაცულ იქნეს კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს თხოვნა ეწინააღმდეგება შუამდგომლობის შესრულებას. 2. შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს კონფიდენციალურობის დაცვას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას. თუ კონფიდენციალურობის დაცვა ვერ ხერხდება, ეს დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება