1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი შიდა კანონმდებლობისა და ამ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესახებ.
2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესახებ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3803
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის უცხო სახელმწიფოდან გამოთხოვა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდება 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციისპროკურატურა სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი შიდა კანონმდებლობისა და ამ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესახებ. 2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში და სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს იუსტიციისპროკურატურა სამინისტრო უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობისა და მისი გამოყენების პრაქტიკის შესახებ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-13-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2024
სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი დაცვის მხარე ზოგადად უთითებს ვროპული კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებების დარღვევის საფრთხეზე, თუმცა საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად არ უთითებს არც რაიმე მტკიცებულებაზე (პირდაპირ ან ირიბ გარემოებით…
- საქმე №2კ-32-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2023
სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი დაცვის მხარე ზოგადად უთითებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხეზე, თუმცა საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად არ უთითებს არც რაიმე მტკიცებულებაზე (პირდაპირ ან ირიბ, გარემოებით მტკიცებულებაზე) ან/და გარემოებებზე, რაც მიუთითებდა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-6 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხის რეალურობასა და ობიექტურობაზე. 10. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,..
- საქმე №2კ-419-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2021
ი-უს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების ხელყოფის საფრთხე დაუსაბუთებელია. 26. უსაფუძვლოა კასატორის - ადვოკატ ი. კ-ს აპელირება იმაზე, რომ თითქოს, თ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებულ ყველა მასალაში ა.
- საქმე №2კ-304-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2021
…ცნობა ეწინააღმდეგება ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის დებულებებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9, მე-8 მუხლებით დაცულ უფლებებს და ამავე კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თავშესაფრის მაძიებელი პირის უფლებებს.
- საქმე №2კ-53-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.12.2020
თ–ის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე. 7. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურადდარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება