1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვს ინფორმაციას ან მასალებს მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული ინფორმაცია ან მასალები.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის ან მასალების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისათვის საკუთარი ინიციატივით მიწოდების შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა მიწოდებული ინფორმაციის ან მასალების გამოყენების წესთან დაკავშირებით.
4. საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ვალდებული არიან, დაექვემდებარონ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ შეზღუდვას მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ან მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2013 წლის
მაისის
კანონი №
– ვებგვერდი, 24.0
.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3803
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის ან მასალების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოთხოვა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის მიწოდება 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვს ინფორმაციას ან მასალებს მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. 2. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული ინფორმაცია ან მასალები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის ან მასალების უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისათვის საკუთარი ინიციატივით მიწოდების შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვა მიწოდებული ინფორმაციის ან მასალების გამოყენების წესთან დაკავშირებით. 4. საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ვალდებული არიან, დაექვემდებარონ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ შეზღუდვას მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ან მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-304-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2021
…ცნობა ეწინააღმდეგება ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის დებულებებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9, მე-8 მუხლებით დაცულ უფლებებს და ამავე კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თავშესაფრის მაძიებელი პირის უფლებებს.
- საქმე №2კ-25-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.10.2017
ჯ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-5 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები, რადგან მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, შეეზღუდება აზრის, სინდისისა და…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება