1. თუ წარმოიშვა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარების საჭიროება და, ამასთანავე, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს პროკურატურას.
2. საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.
4. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით, რათა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს დაესწრონ საქართველოს უფლებამოსილი წარმომადგენლები.
5. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა.
6. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული ნებისმიერი ქონება ან დოკუმენტის ორიგინალი საჭიროების გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ უბრუნდება უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სახელმწიფო უარს აცხადებს მის დაბრუნებაზე.
7. დაუშვებელია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ინფორმაციისა და სხვა მასალის გამოყენება სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომლებიც მითითებული იყო შესაბამის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობაში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და სხვა მასალა სხვა მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში, რის შესახებაც იგზავნება დამატებითი შუამდგომლობა.
9. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების ამ თავით დადგენილი წესის მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასევე შესაძლებელია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება.
10. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე ასევე დასაშვებია ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის მოპოვება და სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიზნებისთვის გამოყენება.
საქართველოს 2013 წლის
მაისის
კანონი №
– ვებგვერდი, 24.0
.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3156
–
ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3803
- 20.07.2018 კანონი №3156
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ზოგადი წესი და მისი შესრულების პროცედურა 1. თუ წარმოიშვა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების ჩატარების საჭიროება და, ამასთანავე, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია სათანადო შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს პროკურატურას. 2. საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. 4. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს მიმართოს თხოვნით, რათა საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს დაესწრონ საქართველოს უფლებამოსილი წარმომადგენლები. 5. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა. 6. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული ნებისმიერი ქონება ან დოკუმენტის ორიგინალი საჭიროების გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ უბრუნდება უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სახელმწიფო უარს აცხადებს მის დაბრუნებაზე. 7. დაუშვებელია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ინფორმაციისა და სხვა მასალის გამოყენება სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომლებიც მითითებული იყო შესაბამის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობაში. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და სხვა მასალა სხვა მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინასწარი თანხმობის შემთხვევაში, რის შესახებაც იგზავნება დამატებითი შუამდგომლობა. 9. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების ამ თავით დადგენილი წესის მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასევე შესაძლებელია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება. 10. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობით მიმართვის გარეშე ასევე დასაშვებია ღია წყაროებში არსებული ინფორმაციის მოპოვება და სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიზნებისთვის გამოყენება. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №2კ-100-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2025
დასჯადობა შ-ის სამეფოს კანონმდებლობით – პროკურატურის წარმოდგენილი შუამდგომლობის: მე-17 პუნქტში აღწერილი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია შვედეთის სამეფოს შვედეთის სამეფოს 2014:307 კანონით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი სახსრების ლეგალიზების სასჯელის შესახებ, მე-3 მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი ნაწილით (ფულადი სახსრების ლეგალიზება, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე.
- საქმე №2კ-376აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2020
რაც შეეხება ცრუ დასმენისთვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დაზარალებულების გაფრთხილებას, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- საქმე №2კ-28-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.06.2020
განთავსდება 1950 წლის ევროპული კონვენციითა და 2006 წლის ევროპული ციხის წესებით დადგენილი სტანდარტების შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3, მე-5 და მე-6 მუხლები). ამავე გარანტიების თანახმად, რ-ს ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულ იქნება ყველა საჭირო ზომა პ.
- საქმე №2კ-32-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2019
ლ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3, მე-5 და მე-6 მუხლების გათვალისწინებით, იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებით, არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.
- საქმე №2კ-21-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.08.2018
საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას ადამიანის უფლებების დარღვევის რისკთან მიმართებაშიც და დამატებით აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების დარღვევის არგუმენტად უთითებს ზოგად ინფორმაციას ევროპისა და ანგლო-ამერიკული სამართლებრივი სისტემის განსხვავების შესახებ, თითოეულ სისტემაში არსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის მინიმალურ სტანდარტებზე და გადაწყვეტილების გასაჩივრების სხვადასხვა წესზე, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს ა.
- საქმე №2კ-25-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.10.2017
- საქმე №330802218002577396 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება