1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და, როგორც წესი, უნდა შეიცავდეს:
ა) იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდებას, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა;
ბ) სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერას და მის სამართლებრივ კვალიფიკაციას;
გ) კანონის იმ მუხლის შინაარსს, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სისხლის სამართალწარმოება შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამონაწერს სხვა, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებიდან;
დ) მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარების შინაარსს;
ე) სამართლებრივი დახმარების მოთხოვნის მიზანსა და საჭიროებას;
ვ) იმ პირის შეძლებისდაგვარად ზუსტ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომლის მიმართაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა;
ზ) სხვა აუცილებელ მონაცემებს.
2. თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას), მოსამართლის ხელმოწერითა და სასამართლოს გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ეს გადაწყვეტილება უნდა დაერთოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანისას არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 143
3 მუხლის მე-13 ნაწილით განსაზღვრული ვადები.
საქართველოს 2013 წლის
მაისის
კანონი №
– ვებგვერდი, 24.0
.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3156
–
ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.07.2018 კანონი №3156
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმა 1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და, როგორც წესი, უნდა შეიცავდეს: ა) იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს სახელწოდებას, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა; ბ) სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერას და მის სამართლებრივ კვალიფიკაციას; გ) კანონის იმ მუხლის შინაარსს, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სისხლის სამართალწარმოება შესაბამის სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ამონაწერს სხვა, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებიდან; დ) მოთხოვნილი სამართლებრივი დახმარების შინაარსს; ე) სამართლებრივი დახმარების მოთხოვნის მიზანსა და საჭიროებას; ვ) იმ პირის შეძლებისდაგვარად ზუსტ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომლის მიმართაც მოითხოვება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა; ზ) სხვა აუცილებელ მონაცემებს. 2. თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას), მოსამართლის ხელმოწერითა და სასამართლოს გერბიანი ბეჭდით დამოწმებული ეს გადაწყვეტილება უნდა დაერთოს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანისას არ გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1433143 3 მუხლის მე-13 ნაწილით განსაზღვრული ვადები. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №2კ-32-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2023
სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი დაცვის მხარე ზოგადად უთითებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხეზე, თუმცა საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად არ უთითებს არც რაიმე მტკიცებულებაზე (პირდაპირ ან ირიბ, გარემოებით მტკიცებულებაზე) ან/და გარემოებებზე, რაც მიუთითებდა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-6 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხის რეალურობასა და ობიექტურობაზე. 10. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,..
- საქმე №2კ-33-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2023
მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხეზე, თუმცა საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად არ უთითებს არც რაიმე მტკიცებულებაზე (პირდაპირ ან ირიბ, გარემოებით მტკიცებულებაზე) ან/და გარემოებებზე, რაც მიუთითებდა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხის რეალურობასა და ობიექტურობაზე. 10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც ჰ.
- საქმე №2კ-54-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.12.2020
…სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს და არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ მ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი. პ.ს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლები. 14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ…
- საქმე №2კ-29-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2020
იგი არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლები)“. გარდა ამისა, 2019 წლის 25 დეკემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს…
- საქმე №2კ-28-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.06.2020
ტ-ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე. 7. ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, მართლაც წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე.
- საქმე №2კ-42-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2019
- საქმე №2კ-32-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.07.2019
- საქმე №2კ-23-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.09.2018
- საქმე №2კ-21-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.08.2018
- საქმე №2კ-1-I-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.03.2016
- საქმე №330802218002575552 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 06.09.2018
- საქმე №330802218002577396 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება