1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულებას საქართველოს ტერიტორიაზე.
2. უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას, შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ასევე შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს.
4. თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ეროვნული სამართალი სხვაგვარ მოთხოვნას არ აწესებს, საპროცესო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია პირის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ტარდება, თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
5. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს საქართველოს პროკურატურის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება დაესწრონ ამ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები. საქართველოს პროკურატურა ვალდებულია დააკმაყოფილოს თხოვნა, თუ დაინტერესებულ პირთა დასწრება უკეთესად უპასუხებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს საჭიროებებს და გამორიცხავს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის აუცილებლობას.
6. თუ უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესასრულებლად, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული მასალები უცხო სახელმწიფოს ეგზავნება საქართველოს პროკურატურის მეშვეობით.
საქართველოს 2013 წლის
მაისის
კანონი №
– ვებგვერდი, 24.0
.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3156
–
ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3803
- 20.07.2018 კანონი №3156
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის შესრულებას საქართველოს ტერიტორიაზე. 2. უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა სრულდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას, შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ასევე შუამდგომლობის ინიციატორი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპებს. 4. თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ეროვნული სამართალი სხვაგვარ მოთხოვნას არ აწესებს, საპროცესო მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია პირის იძულებასთან და მისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, ტარდება, თუ ისინი სანქციონირებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ. 5. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულების პროცესს საქართველოს პროკურატურის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება დაესწრონ ამ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლები. საქართველოს პროკურატურა ვალდებულია დააკმაყოფილოს თხოვნა, თუ დაინტერესებულ პირთა დასწრება უკეთესად უპასუხებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს საჭიროებებს და გამორიცხავს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ დამატებითი შუამდგომლობის წარმოდგენის აუცილებლობას. 6. თუ უცხო სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისი აღმოჩნდება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესასრულებლად, საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოდან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. 7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შედეგად მოპოვებული მასალები უცხო სახელმწიფოს ეგზავნება საქართველოს პროკურატურის მეშვეობით. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება