1. სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს სასჯელის მოხდა ორსულ ქალს, მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.
2. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურომ, სასამართლოს შეუძლია ამ ორგანოს წარდგინებით გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად განაჩენით დანიშნულ ადგილას გაგზავნოს.
3. როდესაც შვილი 1 წლის ასაკს მიაღწევს, სასამართლო გაათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან ან სასჯელის მოუხდელ ნაწილს შეუცვლის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით ანდა მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
4. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის გადავადების პერიოდში ახალ დანაშაულს ჩაიდენს, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45
საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №945 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.75
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის
კანონი №2160 – სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.72
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5402 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5402
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 75. სასჯელის მოხდის გადავადება ორსული ქალისათვის 1. სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს სასჯელის მოხდა ორსულ ქალს, მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე. 2. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის შვილზე ან თავს აარიდებს შვილის აღზრდას მას შემდეგ, რაც იგი გააფრთხილა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურომ, სასამართლოს შეუძლია ამ ორგანოს წარდგინებით გააუქმოს სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.ადგილას გაგზავნოს. 3. როდესაც შვილი 1 წლის ასაკს მიაღწევს, სასამართლო გაათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან ან სასჯელის მოუხდელ ნაწილს შეუცვლის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით ანდა მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ. 4. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის გადავადების პერიოდში ახალ დანაშაულს ჩაიდენს, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №945 – სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.75 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2160 – სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.72 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(29)
- საქმე №2კ-72-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.05.2025
ამასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობითაც.
- საქმე №2კ-67-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2025
აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოწოდებული ინფორმაციისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით.
- საქმე №2კ-369აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.07.2024
ეროვნული და რასობრივი თანასწორუფლებიანობის დარღვევა – ესე იგი, განზრახი მოქმედება ეროვნული მტრობისა და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე მოქალაქეთა ეროვნული კუთვნილების მიხედვით, მათი უფლებების პირდაპირი შეზღუდვა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ და რომელსაც მოჰყვა ადამიანთა დაღუპვა და სხვა მძიმე შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 75-ე მუხლის პირველი, მეთერთმეტე და მეთერთმეტე პრიმა ნაწილით (1961 წლის რედაქცია); 1.3. ბანდიტიზმი – ესე იგი, შეიარაღებული ბანდის ორგანიზება…
- საქმე №2კ-4-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.02.2024
ს-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ს-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მე-4 პუნქტის თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 5 წლით და აითვლება დანაშაულის ჩადენის მომდევნო დღიდან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე.
- საქმე №ბს-599(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
გ) გასულია ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 წაწილით გათვალისწინებული ვადა. აღნიშნული რეგულაცია აწესრიგებს სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღის მოქმედების საკითხს, რომელიც იყო გამოყენებული ნ.ჯ-ის ავტომანქანაზე.
- საქმე №2კ-4-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.02.2023
- საქმე №2კ-1098აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.02.2023
- საქმე №2კ-22-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2022
- საქმე №2კ-444-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2021
- საქმე №2კ-440-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.11.2021
- საქმე №2კ-740აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2021
- საქმე №2კ-146-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.03.2021
- საქმე №2კ-4-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.02.2021
- საქმე №30აგ.-2019 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.01.2020
- საქმე №2კ-1099აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.03.2011
- საქმე №2კ-371აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.09.2009
- საქმე №77საზ.-2007 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.10.2007
- საქმე №2კ-510აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2007
- საქმე №2კ-392აპ.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.02.2005
- საქმე №2კ-265დად.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.12.2002
- საქმე №3გ/ად-222-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.04.2002
- საქმე №160100118002722120 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.03.2020
- საქმე №010142219700081536 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.01.2020
- საქმე №330100117002178212 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.12.2018
- საქმე №110140019003147523 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 05.12.2019
- საქმე №330100119003035407 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.11.2019
- საქმე №140100119003076756 · გორის რაიონული სასამართლო · 01.11.2019
- საქმე №330100119002880505 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.04.2019
- საქმე №200100116001231126 · თელავის რაიონული სასამართლო · 23.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება