თავი X — მსჯავრდებულის მიმართ პრობაციის ღონისძიებების გამოყენების (პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოხდის გადავადების) შესახებ სამართლებრივი აქტების
1. თუ მსჯავრდებული, რომელსაც ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადავადებული აქვს სასჯელის აღსრულება, უარს აცხადებს შვილზე ან თავს არიდებს მის აღზრდას, პრობაციის ოფიცერი მას წერილობით აფრთხილებს, რომ ასეთი ქმედება ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია, რის შესახებაც ადგენს შესაბამის ოქმს. პრობაციის ოფიცერი ოქმის შედგენისთანავე ამ პუნქტში მითითებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მდგომარეობა 1 თვის ვადაში არ გამოსწორდა, პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიმართავს წარდგინებით სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ.
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5390
- 11.11.2011 კანონი №5266
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. გაფრთხილების მიცემა მსჯავრდებულისათვის,იმ მსჯავრდებულისთვის, რომელსაც გადავადებული აქვს სასჯელის აღსრულება 1. თუ მსჯავრდებული, რომელსაც ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადავადებული აქვს სასჯელის აღსრულება, უარს აცხადებს შვილზე ან თავს არიდებს მის აღზრდას, პრობაციის ოფიცერი აფრთხილებს მას წერილობით,წერილობით აფრთხილებს, რომ ასეთი ქმედება არის ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით სასამართლოსათვისსასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი,საფუძველია, რაზედაცრის დგებაშესახებაც შესაბამისიადგენს ოქმი.შესაბამის ოქმს. პრობაციის ოფიცერი ოქმის შედგენისთანავე ამ პუნქტში მითითებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მდგომარეობა ერთი1 კვირისთვის ვადაში არ გამოსწორდა, პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიმართავს წარდგინებით სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება