1. დამსაქმებლის ადმინისტრაციას, სადაც მუშაობს გამასწორებელი სამუშაოს სახით მსჯავრდებული პირი, ეკისრება მსჯავრდებულის ხელფასიდან სწორი და დროული დაქვითვისა და დაქვითული თანხის დადგენილი წესით გადარიცხვის განხორციელება, მსჯავრდებულის ყოფაქცევის გაკონტროლება, პრობაციის ბიუროსათვის შეტყობინება მსჯავრდებულის მიმართ წახალისებისა და დასჯის მეთოდების გამოყენების შესახებ, ასევე მსჯავრდებულის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ან სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე.
2. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პროცესში დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლდა სამუშაოდან, ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ.
3. (ამოღებულია - 29.11.2019, №5390).
4. (ამოღებულია - 29.11.2019, №5390).
5. (ამოღებულია - 29.11.2019, №5390).
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5390
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 37. დამსაქმებლის ადმინისტრაციის მოვალეობები, სადაც მსჯავრდებული მუშაობს 1. დამსაქმებლის ადმინისტრაციას, სადაც მუშაობს გამასწორებელი სამუშაოს სახით მსჯავრდებული პირი, ეკისრება მსჯავრდებულის ხელფასიდან სწორი და დროული დაქვითვისა და დაქვითული თანხის დადგენილი წესით გადარიცხვის განხორციელება, მსჯავრდებულის ყოფაქცევის გაკონტროლება, პრობაციის ბიუროსათვის შეტყობინება მსჯავრდებულის მიმართ წახალისებისა და დასჯის მეთოდების გამოყენების შესახებ, ასევე მსჯავრდებულის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ან სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე. 2. თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პროცესში დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლდა სამუშაოდან, ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ. 3. პრობაციის(ამოღებულია ბიურო- შესაბამის29.11.2019, დასაქმების№5390). სამსახურს მიმართავს თხოვნით მსჯავრდებულის სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ. 4. დასაქმების(ამოღებულია სამსახური- ვალდებულია29.11.2019, მსჯავრდებულის№5390). სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ აცნობოს პრობაციის ბიუროს. 5. სამუშაო(ამოღებულია ადგილის- შეთავაზების29.11.2019, შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მსჯავრდებულს.№5390).
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება