თავი X — მსჯავრდებულის მიმართ პრობაციის ღონისძიებების გამოყენების (პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოხდის გადავადების) შესახებ სამართლებრივი აქტების
1. თუ სასამართლო თავისი აქტით მსჯავრდებულს დააკისრებს მოვალეობას, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ მსჯავრდებულის განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი.
2. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ნებართვის გაცემის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.
3. თუ სასამართლომ მსჯავრდებულს არ დააკისრა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობა, იგი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ 2 კვირით ადრე აცნობებს კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
31. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს ამ კანონის მე-12 მუხლის 13
პუნქტით გათვალისწინებულ გამოცხადების განსაკუთრებულ რეჟიმზე.
4. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში სააღსრულებო საქმე გადაეგზავნება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.05.2012 კანონი №6215
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 41. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა 1. თუ სასამართლო თავისი აქტით მსჯავრდებულს დააკისრებს მოვალეობას, არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი სასჯელის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობის გარეშე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ მსჯავრდებულის განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი. 2. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ნებართვის გაცემის შესახებ პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა. 3. თუ სასამართლომ მსჯავრდებულს არ დააკისრა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობა, იგი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ 2 კვირით ადრე აცნობებს კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 3131. . ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის მსჯავრდებული შეიძლება გადაყვანილ იქნეს ამ კანონის მე-12 მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცხადების განსაკუთრებულ რეჟიმზერეჟიმზე. . 4. მსჯავრდებულის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში სააღსრულებო საქმე გადაეგზავნება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება