1. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოს შესრულებისგან დროებით გათავისუფლება პრობაციის ბიუროს წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ სამუშაოს შესრულებისგან დროებით გათავისუფლების მიზეზის დასაბუთების შემდეგ. ამ ნებართვის გაცემაზე უარი მოტივირებული უნდა იყოს. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით.
2. თუ სამუშაო ადგილის არქონის ან სხვა პატივსადები მიზეზების გამო ვერ ხერხდება გამასწორებელი სამუშაოს სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება, სააგენტო უფლებამოსილია ეს სასჯელი აღასრულოს სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის მეშვეობით.
საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5390
- 15.05.2012 კანონი №6215
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პირობები 1. გამასწორებელი სამუშაოს მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოდანსამუშაოს შესრულებისგან დროებით გათავისუფლება პრობაციის ბიუროს წერილობითი ნებართვის გარეშე. ეს ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ სამუშაოს შესრულებისგან დროებით გათავისუფლების მიზეზის დასაბუთების შემდეგ. ამ ნებართვის გაცემაზე უარი მოტივირებული უნდა იყოს. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით. 2. თუ სამუშაო ადგილის არქონის ან სხვა პატივსადები მიზეზების გამო ვერ ხერხდება გამასწორებელი სამუშაოს სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება, პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია ეს სასჯელი აღასრულოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირის ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირის მეშვეობით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება