1. პირი, რომელსაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, პატიმრობას იხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ადგილას. ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების აღსრულებისას ხდება დაპატიმრებული პირის პირადად გასინჯვა.
2. ადმინისტრაციული დაკავების ვადა ჩაითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში.
3. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1857 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.257
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1142 – სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.36
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3538
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1245(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ადმინისტრაციული დაკავებისა და პატიმრობის ნეგატიური შედეგების მსგავსების გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 309-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავების ვადა ჩაითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში.
- საქმე №330310017001680680 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2019
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სწორედ ადმინისტრაციული დაკავებისა და პატიმრობის ნეგატიური შედეგების მსგავსების გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 309-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავების ვადა ჩაითვლება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება