1. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს მსჯავრდებული, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული, თუ მას აქვს დაავადება ან დაავადებათა ერთობლიობა და მკურნალობის ფონზე მისი ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება გართულებულია, ამასთანავე, ექიმთა კონსილიუმის მიერ კონსენსუსის საფუძველზე განსაზღვრული ლეტალურობის პროგნოზი მაღალია.
3. სასამართლო უფლებამოსილია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობას მიღწეული პირი (ქალი – 65 წლიდან, მამაკაცი – 70 წლიდან), თუ მას სასჯელის სახით დანიშნული არ აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა და მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით განსაზღვრული საკითხების განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ განჩინება გამოიტანოს ზეპირი მოსმენით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სავალდებულო მონაწილეობით.
6. ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებისას შესაძლებელია იგი დამატებითი სასჯელის მოხდისაგანაც გათავისუფლდეს.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს 2013 წლის
დეკემბრის კანონი №1797 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 1
ივნისის კანონი
№945
- ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3126
–
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3126
- 01.06.2017 კანონი №945
- 14.06.2013 კანონი №741
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №2კ-201აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2024
ასევე - მოითხოვოს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ( საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლით დადგენილი წესით და შემთხვევებში, ასევე საქართველოს სსსკ-ის 284-ე მუხლის შესაბამისად). 26. დაზარალებულის პოზიციასთან (საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის განცხადება (დამოწმებული ნოტარიუსის მიერ)) მიმართებით…
- საქმე №2კ-343აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.07.2024
საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის დანაწესს, რომლითაც განსაზღვრულია ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების წესი და წინაპირობები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, გ.
- საქმე №2კ-851აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2024
საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ აღნიშნულის მიუხედავად, კასატორ დაცვის მხარეს კვლავაც აქვს უფლება საქართველოს სსსკ-ის 283-ე და 284-ე მუხლების შესაბამისად, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოითხოვოს განაჩენის აღსრულების გადავადება.
- საქმე №2კ-1005აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.06.2022
მოცემულ საქმეში არ იკვეთება არც საქართველოს სსსკ-ის 284-ე მუხლის საფუძვლები (ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება), კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლოს სასჯელის მოხდის პერიოდში ხანდაზმულობას მიღწეული პირი მამაკაცი - 70 წლიდან, თუ მას: 1.
- საქმე №2კ-94აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.05.2022
მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო საჩივრით მოთხოვნილია განაჩენის აღსრულების გადავადება, საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს საქართველოს სსსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებს, რომელთა შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, სასჯელის…
- საქმე №2კ-576აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.12.2021
- საქმე №114აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2018
- საქმე №2კ-558აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2017
- საქმე №010100118002249993 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №190140018002765313 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.02.2019
- საქმე №180140618002733685 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.01.2019
- საქმე №330100117001875573 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.04.2019
- საქმე №330100119002890282 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.04.2019
- საქმე №330100118002474790 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.01.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება