1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ, აგრეთვე „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ან დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიმღებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მსჯავრდებულის ძებნისა და მოყვანის შესახებ.
2. მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება.
3. მსჯავრდებულის წარმოდგენის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით წყვეტს დაკისრებული სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელით შეცვლის საკითხს, ხოლო პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში სასამართლო წყვეტს პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმების საკითხს და შეუძლია დაადგინოს, რომ აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი ან სასჯელის მოუხდელი ნაწილი ან მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაიგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.
4. მსჯავრდებულის მიერ პირობითი მსჯავრის პირობების დარღვევის შემთხვევაში, თუ მისი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული განხილვა წარმოებს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3972 - სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.436
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5394 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5394
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №2კ-419აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.01.2018
ასევე არასწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება პირობითი მსჯავრის მიმდინარეობის შეჩერების შესახებ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 282-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების დანაწესზე, რადგან აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სისხლის სამართლის კოდექსი.
- საქმე №26აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2017
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საჩივარს ამავე კოდექსის 282-ე მუხლის (პირობითი მსჯავრის გაუქმება და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულება) შესაბამისად გამოტანილი განჩინების თაობაზე იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.
- საქმე №330141318002653666 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.12.2018
სარეზოლუციო ნაწილი: პალატამ იხელმძღვანელა,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18, 21-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 282-ე, 291-ე მუხლებით; დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. მსჯავრდებულ გ------- ლ-----ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. 2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
- საქმე №330100119002996897 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.08.2019
სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში საპრობაციო ვადის შეჩერების პროცედურა არ არის გათვალისწინებული არც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და არც,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონით ( საქართველოს სსსკ-ის 282-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება მხოლოდ ძებნის პროცესში, თუ სასამართლომ მიიღო მსჯავრდებულის ძებნის…
- საქმე №330100118002450192 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.12.2018
სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში საპრობაციო ვადის შეჩერების პროცედურა არ არის გათვალისწინებული არც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და არც,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ” 2007 წლის 19 ივნისის საქართველოს კანონით ( საქართველოს სსსკ-ის 282-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება მხოლოდ ძებნის პროცესში, თუ სასამართლომ მიიღო მსჯავრდებულის ძებნის გადაწყვეტილება).
- საქმე №330100115001089778 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.12.2018
- საქმე №330100117001959832 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება