სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 277-ე მუხლი · სსსკ 277
თავი XXIV — სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება
1. განაჩენი დგინდება სასამართლო სხდომის დარბაზში ან სათათბირო ოთახში, რის შემდეგაც სხდომის თავმჯდომარე სხდომის დარბაზში საჯაროდ აცხადებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს.
2. თუ ბრალდებულმა არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, განაჩენი გამოცხადებისთანავე ან სინქრონულად უნდა ეთარგმნოს ბრალდებულს მშობლიურ ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე.
3. სხდომის თავმჯდომარე მხარეებს განუმარტავს განაჩენის გასაჩივრების წესსა და ვადებს. მსჯავრდებულს განემარტება შეწყალების შესახებ შუამდგომლობის დაყენების უფლება
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2279)
საქმე №2კ-1274აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2023
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ რევაზ თოფურიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
საქმე №2კ-512აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით, 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 277, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-277/