საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-512აპ.-25
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100124009698120

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №512აპ-25 8 ივლისი, 2025 წელი

წ-ე დ., №512აპ-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - ვლადიმერ თურმანიძის

ადვოკატების - ო. ს-ის, ი-ს და ლ. რ-ის

მსჯავრდებულების - დ. წ–ისა და ე. ს–ის

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის – ს–ის

კანონიერი წარმომადგენლის – ს–ის

მონაწილეობით დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ პ-ის შუამდგომლობები, მსჯავრდებულ დ. წ–ისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ს–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე მუხლებით, 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ პ-ის შუამდგომლობები, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. დამტკიცდეს პროკურორსა და კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვან ს–ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, სასამართლო სხდომაზე შეცვლილი პირობებით;

4. ს–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათი, რომლისგანაც გათავისუფლდეს 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად;

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით – საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (როგორც 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვანს) შეუმცირდეს ერთი მესამედით და განესაზღვროს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 14 დღით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 11 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

5. ს–ეს საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვროს – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 14 დღით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 11 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

6. ს–ეს, სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2024 წლის 24 ივნისიდან და საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ს–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

7. დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ დ. წ–ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, სასამართლო სხდომაზე შეცვლილი პირობებით;

8. დ. წ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, (როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს) შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 14 დღით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წლით, 2 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

9. დ. წ–ეს, სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2024 წლის 24 ივნისიდან და საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ. წ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

10. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, პირობითი მსჯავრის პერიოდში ს–ისა და დ. წ–ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს დანაშაულთა პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

11. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად:

- ნ–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ორი შავი ქამარი, ტყვიის ფორმის აქსესუარები, შავი საფულე, პირადობის მოწმობა, პლასტიკური ბარათები, ფულადი თანხა, ასევე პირადი ნივთები, ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ნ. რ–ის ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები, პლასტიკური ბარათი, სანთებელა და გასაღები, დ. წ–ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ქამარი, ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მ. ჯ–ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და მობილური ტელეფონი, ნ. მ–ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და მობილური ტელეფონი, ს–ის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და მობილური ტელეფონი, კ. კ–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ე. ს–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;

- ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს;

- დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;

13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო;

14. მსჯავრდებულ – დ. წ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვის გამო;

15. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

16. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, კერძოდ, პროკურორსა და მსჯავრდებულებს შორის დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების ნაწილში, განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით დადგენილი წესით.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

მამუკა ვასაძე