1. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება:
ა) ბრალდებულის სახელი და გვარი;
ბ) გადაწყვეტილება დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შესახებ;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი (ნაწილი, ქვეპუნქტი), რომლის მიხედვითაც ბრალდებული მიჩნეულია დამნაშავედ;
დ) იმ სასჯელის სახე და ზომა, რომელიც ბრალდებულს დაენიშნა თითოეული დანაშაულისათვის, მოსახდელი სასჯელის საბოლოო ზომა;
ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოყენებულია პირობითი მსჯავრი;
ვ) გადაწყვეტილება სასჯელის ვადაში დაკავების, პატიმრობისა და სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის ყოფნის ვადის ჩათვლის შესახებ;
ვ1) ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ, აგრეთვე სავალდებულო მკურნალობის ვადა;
ზ) მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების ხანგრძლივობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობები;
თ) ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა;
ი) ქონების ჩამორთმევის და საპროცესო კონფისკაციის საკითხის გადაწყვეტა;
ი1) გადაწყვეტილება მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების შესახებ;
კ) გადაწყვეტილება სახელმწიფო ჯილდოს, სამხედრო, საპატიო ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ;
ლ) (ამოღებულია – 28.10.2011, №5170);
მ) განაჩენის გასაჩივრების უფლება, რა ვადაში და სად შეიძლება გასაჩივრდეს ის.
2. თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ზუსტად უნდა მიეთითოს, რომელ ბრალდებაში გაამართლეს იგი და რომელში დასდეს მსჯავრი.
3. სასჯელის მოხდისაგან ბრალდებულის გათავისუფლების შემთხვევაში ეს უნდა აღინიშნოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში.
4. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის, აგრეთვე ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობისა და მისი ვადის შესახებ ეჭვი არ წარმოიშვას.
5. გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს დაზარალებულის კომპენსაციის ოდენობა, ქონება, რომლითაც დაზარალებულის კომპენსაცია უნდა იქნეს გადახდილი, აგრეთვე ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ჯეროვნად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსასრულებლად.
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №984 – ვებგვერდი, 17.10.2025
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1449)
- საქმე №2კ-227აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2026
სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმად, „განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის, აგრეთვე ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობისა და მისი ვადის შესახებ, ეჭვი არ წარმოიშვას“.
- საქმე №2კ-62აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2026
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-4, მე-7, მე-13, მე-14, 29-ე, 65-ე, 73-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის მე-10, 271– 274-ე, 301-ე მუხლებით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 307-ე მუხლის მე-3 ნაწილით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
- საქმე №2კ-754აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.01.2026
…რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე – ჯარიმა 500 ლარზე, ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე (ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით განსაზღვრულ ჯარიმაზე). 40. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, მათ შორის, აღინიშნება ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა.
- საქმე №2კ-904აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2025
მე-3, მე-4, მე-7, მე-13, მე-14, 29-ე, 65-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის მე-10, 81-ე, 274-ე, 286-ე, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
- საქმე №2კ-780აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2025
მე-4, მე-7, მე-13, მე-14, 29-ე, 65-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10, 81-ე, 274-ე, 286-ე, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
- საქმე №2კ-1348აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.06.2025
- საქმე №2კ-1127აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2025
- საქმე №2კ-1297აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.01.2025
- საქმე №ბს-540(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.11.2024
- საქმე №2კ-301აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.09.2024
- საქმე №ბს-992(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
- საქმე №2კ-1274აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2023
- საქმე №ბს-981(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
- საქმე №1191აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.03.2014
- საქმე №2კ-92აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-512აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-259აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №330310018002463591 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.12.2019
- საქმე №330100117002058973 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2019
- საქმე №120100117002218484 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.03.2019
- საქმე №330100117002133937 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2018
- საქმე №120100118002510483 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.12.2018
- საქმე №200100118002405195 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №330100118002605330 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.12.2018
- საქმე №010141318700060655 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.11.2018
- საქმე №330100117002131244 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.11.2018
- საქმე №160141318002299726 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.11.2018
- საქმე №330100117001682002 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.03.2018
- საქმე №330100120003473402 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.04.2020
- საქმე №140100120003566280 · გორის რაიონული სასამართლო · 24.04.2020
- საქმე №120100120003506729 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 23.04.2020
- საქმე №050100120003548003 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 22.04.2020
- საქმე №080100120003542875 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 22.04.2020
- საქმე №080100120003521389 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 15.04.2020
- საქმე №080100120003491667 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 14.04.2020
- საქმე №080100120003521513 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 14.04.2020
- საქმე №180100120003532447 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 14.04.2020
- საქმე №140100120003511179 · გორის რაიონული სასამართლო · 14.04.2020
- საქმე №050100120003511040 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 10.04.2020
- საქმე №120100120003440988 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 09.04.2020
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1449-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება