განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 10.06.2025
საქმის ნომერი
2კ-1348აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100122006414646

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1348აპ-24 ქ. თბილისი

შ. ვ.1348აპ-24 10 ივნისი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),ლევან თევზაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის ირაკლი დონდოლაძისა და მსჯავრდებულების ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. შ–ისა და მ. ჟ–ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით: ვ. შ–ის (V. S.), – პირადი ნომერი ....., – და ვ. ბ–ის (V. B.), – პირადი ნომერი ......., – მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1. ვ. შ–მა ვ. ბ–თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა – 204,924 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP)-ს შემცველ ფხვნილს, საიდანაც 5,04 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP)-ს შემცველი ფხვნილი ამოღებული იქნა 2022 წლის 8 ოქტომბერს, ქ. ბ...., ზ–ეს ქუჩა მ... №.... მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ვ. შ–ის პირადი ჩხრეკის შედეგად; ასევე, 4,022 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP)-ს შემცველი ფხვნილი ამოღებული იქნა 2022 წლის 8 ოქტომბერს, ქ. ბ...., ზ–ეს ქუჩა მ... №.... მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ვ. ბ–ის პირადი ჩხრეკის შედეგად; ასევე, 2,57 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP)-ს შემცველი ფხვნილი ამოღებული იქნა 2022 წლის 8 ოქტომბერს, ქ. ბ...., ზ–ეს ქუჩა მ... №.... მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ, ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული ამოღების შედეგად, ხოლო 193,292 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP)-ს შემცველი ფხვნილი ამოღებული იქნა 2022 წლის 9 ოქტომბერს, ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე, ქ... ა...., სახლი №..... ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

1.1.1. აღნიშნული ქმედებით ვ. შ–მა და ვ. ბ–მა ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით;

1.2. ვ. შ–მა ვ. ბ–თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დაუდგენელ პირზე გასაღების მიზნით, 2022 წლის 8 ოქტომბერს, ქ. ბ...., ზ–ეს მ... №.... მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ, ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს 2,57 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ალფა–პვპ“ (α-PVP)-ს შემცველი ფხვნილი, პოლიციის მუშაკების მიერ დროულად გატარებული ღონისძიების შედეგად მათ მიერ ვერ განხორციელდა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გასაღება, რაც ამოღებული იქნა იმავე საგამოძიებო მოქმედების შედეგად

1.2.1. აღნიშნული ქმედებით ვ. შ–მა და ვ. ბ–მა ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განაჩენით:

2.1. ვ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,260–ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

2.1.1. ვ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

2.1.2. ვ. ბ–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

2.1.3. ვ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 8 ოქტომბრიდან;

2.2. ვ. შ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე;

2.2.1. ვ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 18,260–ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.2.1.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

2.2.1.2. საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

2.2.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, ვ. შ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;

2.2.3. ვ. შ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება – 20 წლით;

2.2.4. ვ. შ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 8 ოქტომბრიდან.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

3.1. აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ მოითხოვა ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,260–ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული – კვალიფიკაციით. ასევე, მათ მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენება;

3.2. მსჯავრდებულ ვ. შ–ის და ვ. ბ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – გ. შ–ემ და მ. ჟ–მა – მოითხოვეს ვ. ბ–ის და ვ. შ–ის უდანაშაულოდ ცნობა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

4.1. ვ. შ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე;

4.1.1. ვ. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

4.1.1.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

4.1.1.2. საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

4.1.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ. შ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

4.1.2. მსჯავრდებულ ვ. შ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება – 20 წლით;

4.1.3. ვ. შ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 8 ოქტომბრიდან;

4.2. ვ. ბ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე;

4.2.1. ვ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

4.2.1.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

4.2.1.2. საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

4.2.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ვ. ბ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

4.2.2. მსჯავრდებულ ვ. ბ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება – 20 წლით.

4.2.3. ვ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 8 ოქტომბრიდან.

5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

5.1. აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი ირაკლი დონდოლაძე ითხოვს, ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,260–ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენისათვის და მათ მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

5.2. მსჯავრდებულების ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები გ. შ–ე და მ. ჟ–ი ითხოვენ: ვ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობას; ვ. შ–ის – უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ნაწილში – მსჯავრდების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებას.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011).

2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 19,260–ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენაში და მათ მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდებას. დაცვის მხარე ითხოვს ვ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობას. ასევე – ვ. შ–ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ნაწილში – მსჯავრდების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებას.

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის ირაკლი დონდოლაძისა და მსჯავრდებულების ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. შ–ისა და მ. ჟ–ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის კანონის შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი ვ. შ–ის და ვ. ბ–ის მიმართ უნდა შეიცვალოს.

4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:

4.1. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, გამოძიება დაიწყო 2022 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე.

4.2. პირადი ჩხრეკის 2022 წლის 8 ოქტომბრის ოქმების თანახმად, 2022 წლის 8 ოქტომბერს (20:30-21:15 საათები) მას შემდეგ, რაც ვ. ბ–ს თარჯიმნის მეშვეობით წარედგინა გამომძიებლის დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით მისი პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება. ვ. ბ–მა ჯიბიდან თავისი ხელით ამოიღო და გამომძიებელს წარუდგინა პატარა ზომის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, რომლის გახსნისას მასში აღმოჩნდა 8 წითელი მწებავი ლენტის შენაფუთი, რომლებიც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ადგილზე. იმავე დღეს – 2022 წლის 8 ოქტომბერს (21:25-22:05 საათები) ვ. შ–ს თარჯიმნის მეშვეობით წარედგინა გამომძიებლის დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით მისი პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ და მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, რაზეც ვ. შ–მა ჯიბიდან თავისი ხელით ამოიღო და გამომძიებელს წარუდგინა მოთეთრო ქაღალდის შენაფუთი, რომლის გახსნისას მასში აღმოჩნდა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, მასში მოთავსებული ერთი ქარხნული წესით დამზადებული აბით და 3 ცალი პოლიეთილენის პაკეტის შენაფუთით.

4.2.1. ამავე ოქმების თანახმად, ვ. შ–მა და ვ. ბ–მა პირადი ჩხრეკების მიმდინარეობისას განაცხადეს, რომ ნარკოტიკული საშუალებები მათ ერთობლივად განათავსეს 5 ადგილას, რაც შეუძლიათ მიუთითონ. ოქმი ხელმოწერილია ჩხრეკაში მონაწილე პირების, მათ შორის, თარჯიმნების – ხ. მ–ისა და თ. დ–ის მიერ (ტ. N1; ს.ფ.14-34, 48-66).

4.3. ამოღების 2022 წლის 8 ოქტომბრის ოქმების თანახმად, 22:20-22:30; 22:32-22:45; 22:47-23:00; 23:02-23:15 და 23:17-23:30 საათების შუალედებში ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც მსჯავრდებულებმა მიუთითეს 5 ადგილი, სადაც აღმოჩენილი და ამოღებული იქნა შენაფუთები (ტ. N1; ს.ფ. 79-88; 94-104; 110-121;127-136; 142-152).

4.4. ბრალდებულის დაკავების 2022 წლის 8 ოქტომბრის ოქმების თანახმად, ვ. ბ–ი და ვ. შ–ი დააკავეს – 23:30 საათზე, ამოღების დასრულებისთანავე (ტ. N1; ს.ფ. 39-44; 71-76).

4.5. ბინის ჩხრეკის 2022 წლის 9 ოქტომბრის ოქმის თანახმად, ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის დროებით საცხოვრებელ ბინაში .... ....., №....), მერიის წარმომადგენლის – გ. თ–ის – მონაწილეობით, ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტები ფხვიერი ნივთიერებებით, მწებავი ლენტის შენაფუთები, ორი აირწინაღი, ორი ელექტრო სასწორი, მწებავი ლენტების ხვია, ნოუთბუქი. ამოღებული ნივთები ადგილზე დაილუქა, ლუქებზე ხელი მოაწერეს საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებმა.

5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის („კონვენცია“) მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დაცვა ვრცელდება პირზე, რომელსაც წაუყენეს „სისხლისსამართლებრივი ბრალდება“, ამ ტერმინის ავტონომიური კონვენციური მნიშვნელობით. „სისხლისსამართლებრივი ბრალდება“ არსებობს იმ მომენტიდან, როდესაც პირს კომპეტენტური ორგანო ოფიციალურად აცნობებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდების შესახებ, ან იმ მომენტიდან, როდესაც მის მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ არსებული ეჭვის შედეგად განხორციელებულმა ქმედებებმა (იხ. Simeonovi v. Bulgaria, no. 21980/04, §110-114, ECtHR, 12/05/2017); საზოგადოებრივი ინტერესების საკითხები არ შეიძლება ამართლებდეს იმ ზომებს, რომლებიც აკნინებს განმცხადებლის დაცვის უფლების არსს (იხ. Ibrahim and Others v. the United Kingdom, no. 50541/08, 50571/08, 50573/08 and 40351/09, §252, ECtHR, 13.09.2016), თუმცა, იმავდროულად, გამოძიების ეტაპზე ადვოკატთან წვდომა შეიძლება დროებით შეიზღუდოს, თუ ამის გაკეთების „გადამწყვეტი მიზეზები“ არსებობს (იხ. Simeonovi v. Bulgaria, no. 21980/04, §116, 118, ECtHR, 12/05/2017).

6. საქართველოს სსსკ-ის 120-ე და 121-ე მუხლების თანახმად, პირადი ჩხრეკა და შემდგომ ჩატარებული ხუთი ამოღება, ინდივიდუალური და ცალკე არსებული საგამოძიებო მოქმედებებია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ვ. შ–მა და ვ. ბ–მა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, მას შემდეგ, რაც ნებაყოფლობით წარადგინეს ნარკოტიკული საშუალებები, იმავდროულად, განმარტეს, რომ გარდა იმისა, რომ პირადად ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, მათ ნარკოტიკული საშუალებები ერთობლივად განათავსეს ასევე ხუთ ადგილას და შეუძლიათ მიუთითონ აღნიშნული ადგილები. შესაბამისად, როგორც პირადი ჩხრეკისას, ასევე ამოღებებისას (5 ლოკაციაზე) არსებობდა საგამოძიებო მოქმედების – ამოღების – საქართველოს სსსკ-ის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარების საფუძველი და დაყოვნებას შეიძლება გამოეწვია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან აღნიშნული მტკიცებულების მოპოვების შეუძლებლობა. შესაბამისად, ვ. შ–თან ჩატარებული პირადი ჩხრეკის 22:05 საათზე დასრულებისთანავე, თანმიმდევრულად 22:20-22:30; 22:32-22:45; 22:47-23:00; 23:02-23:15 და 23:17-23:30 საათების შუალედებში მათივე მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც მსჯავრდებულების მითითებით ღია სივრცეში განლაგებული სხვადასხვა ადგილიდან (ოთხ შემთხვევაში მიწის მასიდან, ხოლო ერთ შემთხვევაში – მცენარის ქვეშ არსებული ადგილიდან) ამოღებული იქნა ფხვიერი მასები, რომლებიც მოგვიანებით ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP)-ს შემცველ ფხვნილი.

6.1. სასამართლო ითვალისწინებს მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობასა და დინამიკას, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ჩატარებული ამოღების ადგილმდებარეობას (ღია სივრცე), ამოსაღები/ამოღებული ობიექტების სახესა და ხასიათს, ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის მიმართ გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით, უწყვეტად აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას, რომელთა ფარგლებშიც ღია სივრცეში მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომი ტერიტორიიდან ხდებოდა ნარკოტიკული საშუალების ამოღება და დაყოვნებას შესაძლოა გამოეწვია ნარკოტიკული საშუალების სხვა პირის ხელში მოხვედრა.

6.2. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ კასატორის პოზიცია მსჯავრდებულების მითითებით კონკრეტული ლოკაციებიდან ნარკოტიკული საშუალებების ამოღებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივია, კერძოდ, კასატორი დაცვის მხარე: ერთ შემთხვევაში უთითებს, რომ ვ. შ–ი ოთხმა ადამიანმა მიწაზე დააგდო, ტელეფონი წაართვა. არ ეუბნებოდნენ ვინ იყვნენ, მსჯავრდებულები დააშორეს ერთმანეთს15-20 მეტრით. ვ. შ–ი გაჩხრიკეს და ცოტა ხნით ადრე ლოკაციიდან აღებული ორი პაკეტი უპოვეს. უყვიროდნენ, რომ ბარიგა იყო. ტელეფონის პინკოდი ჰკითხეს. შემდეგ ერთი მათგანი ვ–სკენ წავიდა და ვ. შ–ის ჯიბიდან ამოღებული პაკეტებიდან რამდენიმე თან წაიღო. მთელი ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით ერთი საათი მიწაზე იწვა. შემდეგ მივიდნენ გამომძიებლები, პოლიციელები, თარჯიმნები. თუმცა მისთვის თარჯიმანს არაფერი უთარგმნია, ისე მოაწერინა ხელი რაღაც ქაღალდებზე. შემდეგ ორმა პოლიციელმა იმ ლოკაციებზე წაიყვანა, საიდანაც ვერ მოასწრო ნარკოტიკის აღება, ნახულობდნენ პაკეტს, შემდეგ უკან ადებინებდნენ და ხელახლა ათხრევინებდნენ მიწას, ხელახლა იღებდნენ პაკეტს და ფოტოს უღებდნენ. იმავდროულად, კასატორი დაცვის მხარე უთითებს, რომ ვ. ბ–ის განმარტებით, ერთ-ერთ პოლიციელს ხელში ეჭირა ვ. შ–ის ტელეფონი, მათთან ერთად დადიოდა და ეუბნებოდა, სად უნდა გაეთხარა მიწა. ნანახ პაკეტს ხელში აჭერინებდა და ფოტოს უღებდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორი იმავე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ: დაცვის მხარეს პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ამოღებები ჩატარდა მსჯავრდებულების შეცდომაში შეყვანის გზით და რომ არა მათი უშუალო მონაწილეობა დასახელებული საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდებოდა, რადგან გამოძიებისათვის ამოსაღები ობიექტების ადგილსამყოფელი არ იყო ცნობილი, ხოლო მსჯავრდებულები არ იყვნენ ვალდებულები გამოძიებისათვის წარედგინათ დანაშაულის ჩადენის მამხილებელი ნარკოტიკული საშუალებები. იმავდროულად, უთითებს, რომ აღნიშნული დასტურდება საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირების ჩვენებებითაც (მათ განმარტეს, რომ მსჯავრდებულების თანამშრომლობის გარეშე, ისინი ვერ შეძლებდნენ ნარკოტიკული საშუალების მოძიებას და ამოღებას, რადგან ყველა მათგანი საგულდაგულო ადგილზე იყო შენახული). დაცვის მხარე ასევე უთითებს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნაზე და ითხოვს აღნიშნულის საფუძველზე მსჯავრდებულების გათავისუფლებას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან (იხ. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი).

7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ვ. შ–სა და ვ. ბ–ს არ ჩაუდენიათ საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, იმაზე მითითებით, თითქოს ვ. შ–ი მითითებულ ადგილას მისული იყო შეღავათიან ფასად ნაყიდი ნარკოტიკული საშუალების ასაღებად და არა ნარკოტიკული საშუალების შემდგომი გასაღების მომზადების მიზნით მათ დასალაგებლად და ეს არ იყო ცნობილი ვ. ბ–ისათვის.

7.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირადი ჩხრეკის ოქმების თანახმად, მას შემდეგ, რაც ორივე მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით წარადგინა ნარკოტიკული საშუალებები, იმავდროულად, განმარტეს, რომ გარდა იმისა, რომ პირადად ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, მათ ნარკოტიკული საშუალებები ერთობლივად განათავსეს ასევე ხუთ ადგილას და შეუძლიათ მიუთითონ აღნიშნული ადგილები. აღნიშნული ოქმები ხელმოწერილია მსჯავრდებულების მიერ, ორივე შემთხვევაში დაფიქსირებულია, როგორც ვ. ბ–ის, ისე – ვ. შ–ის თანხმობები საგამოძიებო მოქმედებების ნებაყოფლობით ჩატარებაზე, ასევე ოქმებზე აღნიშნულია მათი ხელით შესრულებული მინაწერები, მათ შორის, თარგმანთან დაკავშირებით (ტ. N1; ს.ფ. 14-34/18- 48-66/52).

7.2. საქართველოს შსს საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო–კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის 2022 წლის 9 ოქტომბრის №.... დასკვნის თანახმად, ვ. ბ–ის და ვ. შ–ის მითითებით, ხუთი სხვადასხვა ლოკაციდან ამოღებული ფხვნილები არის ნარკოტიკული საშუალება „α-PVP-ს“ შემცველი ფხვნილი, კერძოდ: 0,52; 0,571; 0,482; 0,483 და 0,514 გრამი.

7.3. ხუთი სხვადასხვა ლოკაციიდან მსჯავრდებულების მითითებით ნარკოტიკული საშუალების ამოღება დასტურდება, როგორც ამოღების ჩამტარებელი საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით, ასევე – ნეიტრალური მოწმის თ. დ–ის ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც შ–მა შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო ერთი ცალი, ქარხნული წესით დამზადებული აბი, სამი ცალი მოთეთრო შენაფუთი, მანვე გამომძიებელს განუცხადა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთ ლოკაციაზე დადებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები და შეეძლო ეჩვენებინა. ლოკაციები, საიდანაც მწებავი ლენტის შენაფუთები ამოიღეს, ერთმანეთთან ახლო-ახლოს მდებარეობდა. თითოეულის მოძებნა მსჯავრდებულების მითითებით მოხდა. საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა, ასევე ოქმები უთარგმნა მსჯავრდებულებს. რაიმე პრეტენზია თარგმანთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს არც ვ. შ–ს და არც – ვ. ბ–ს. აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულებისაგან მობილური ტელეფონები პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული და დალუქული, რაც დასტურდება, მათ შორის, მსჯავრდებულების ხელმოწერებითა და პირადი ჩხრეკის ოქმზე დართული ფოტოსურათებით (ტ. N1; ს.ფ.48-66/60), ხოლო სადავო ლოკაციებს თავად მსჯავრდებულები უთითებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ვ. შ–ი აღნიშნულ ტერიტორიაზე შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ასაღებად იყო და არა – მათ დასაწყობად, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში მობილური ტელეფონის გარეშე, მისთვის აღნიშნული ლოკაციები არამოძიებადი იქნებოდა (დაცვის მხარის მტკიცებით, მას ფოტოები გამოუგზავნეს, საიდანაც უნდა აეღო სადავო ნარკოტიკული საშუალებები; ვ. შ–ის ჩვენების თანახმად, სანამ ტელეფონით გაგზავნილ ლოკაციებამდე მივიდოდონენ, ვ–ს უთხრა, რომ მოსაშარდად მიდიოდა და ქვემოთ დალოდებოდა. სინამდვილეში კი აკვირდებოდა ტელეფონით მიღებულ ლოკაციებს, უნდოდა ყველა მათგანიდან აეღო ნარკოტიკი. რამდენიმე ადგილიდან აიღო კიდეც, თუმცა ძებნა ვეღარ განაგრძო, რადგან ხალხი დაინახა. იფიქრა, რომ დარჩენილ ადგილებს მომდევნო დღეს შეამოწმებდა).

7.4. ამდენად, სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას (ვ. შ–ი აღნიშნულ ტერიტორიაზე შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ასაღებად იყო და არა – მათ დასაწყობად). სასამართლო, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების დანაწესებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში ბრალდებულს არაპირდაპირ მაინც ეკისრება მტკიცების შემხვედრი მოვალეობა შეზღუდულ ფორმატში, რაც გულისხმობს მის მოვალეობას, წარმოადგინოს გარკვეულ გარემოებებთან/ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება, როდესაც დაცვის მხარის მიერ ფაქტების გონივრული ახსნის გარეშე, საქმეზე შეკრებილი ფაქტობრივი გარემოებები აშკარად მეტყველებს ბრალდებულის წინააღმდეგ – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას (იხ., John Murray v. UK, [GC], no.18731/91, §54, ECtHR, 08/02/1996). მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება (მაგ.: მოწმეთა ჩვენებები, გაადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები, ზემოაღნიშნულ ტელეფონში ლოკაციების მესამე პირისაგან გამოგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება და ა.შ.), რაც სასამართლოს მისცემდა დაცვის მხარის ვერსიის გაზიარებისა და შესაბამისად, განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.

8. საკასაციო სასამართლო ვერც ბრალდების მხარის მტკიცებას გაიზიარებს ნარკოტიკული საშუალებების სხვადასხვა ლოკაციაზე განლაგებით მსჯავრდებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ჩადენასთან დაკავშირებით. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ განსახილველ შემთხვევაში ვ. შ–მა და ვ. ბ–მა ნარკოტიული საშუალებების გარკვეულ ოდენობებად დაფასოებით და მათი კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსებით განზრახ შექმნეს პირობები დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით კვალიფიცირდება დანაშაულის მომზადებად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით დაეკონტაქტნენ მესამე პირს, ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან თანხის ჩარიცხვის მოთხოვნას ან ლოკაციის ფოტოსურათების გადაგზავნას და სხვა.

8.1. სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი და, შესაბამისად, არ გამოკვლეულა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა. კერძოდ, დადგენილი არ არის მსჯავრდებულების კონტაქტი შემძენთან/შემძენებთან ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით, თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა, ლოკაციის ფოტოსურათების გადაგზავნა შემძენთან (იდენტიფიცირებულნი არ არიან მათ შორის ის პირები, ვისთანაც მიმოწერა ჰქონდათ მსჯავრდებულებს), სასამართლოს წინაშე წარდგენილი მასალებიდან გამომდინარე ვერ დგინდება ფოტოების გადაღების დრო, ზუსტი ადგილი, ნარკოტიკული საშუალებების ლოკაციის ფოტოსურათების გადაგზავნა ვინმესთან. შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მხოლოდ ის, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების გასაღების მომზადება (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა – 2022 წლის 10 იანვრის განჩინება N825აპ-21; 2023 წლის 6 აპრილის განჩინება №27აპ-23; 2023 წლის 5 ივნისის განჩინება 140აპ-23; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის №83აპ-24 განჩინება; 2024 წლის 10 ივნისის N68აპ-24 განჩინება, 2024 წლის 17 ივლისის N342აპ-24 განჩინება; 2025 წლის 20 თებერვლის N1146აპ-24 განაჩენი, 2025 წლის 16 აპრილის N1214აპ-24 განაჩენი), რის გამოც ამ ნაწილში ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ვ. შ–მა და ვ. ბ–მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

10. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნის საფუძველზე მსჯავრდებულების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ ნივთიერებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები; ამ თავის მიზნებისათვის ნებაყოფლობით ჩაბარებად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით განაცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების წარმოდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით ხელს შეუწყობს მის ამოღებას.

10.1. სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, ითვალისწინებს, მოვლენათა განვითარების დინამიკას, კერძოდ:

10.1.1. 2022 წლის 8 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ვ. ბ–ს თარჯიმნის მეშვეობით წარედგინა გამომძიებლის დადგენილება, გადაუდებელი აუცილებლობით მისი პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება. ვ. ბ–მა ჯიბიდან თავისი ხელით ამოიღო და გამომძიებელს წარუდგინა პატარა ზომის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, რომლის გახსნისას მასში აღმოჩნდა 8 წითელი მწებავი ლენტის შენაფუთი, რომლებიც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ადგილზე. მანვე განმარტა, რომ მან და მისმა მეგობარმა ვ. შ–მა, ერთობლივად განათავსეს ნარკოტიკული საშუალება 5 ადგილას და მას შეუძლია მიუთითოს აღნიშნული ადგილები (ტ. N1; ს.ფ.14-34).

10.1.2. 2022 წლის 8 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ვ. შ–ს თარჯიმნის მეშვეობით წარედგინა გამომძიებლის დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით მისი პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ და მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, ვ. შ–მა ჯიბიდან თავისი ხელით ამოიღო და გამომძიებელს წარუდგინა მოთეთრო ქაღალდის შენაფუთი, რომლის გახსნისას მასში აღმოჩნდა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, მასში მოთავსებული ერთი ქარხნული წესით დამზადებული აბით და 3 ცალი პოლიეთილენის პაკეტის შენაფუთით. პირადი ჩხრეკისას ვ. შ–მა განმარტა, რომ მან და მისმა მეგობარმა ვ. ბ–მა ერთობლივად განათავსეს ნარკოტიკული საშუალება 5 ადგილას და შეუძლია აღნიშნული ადგილების მითითება/ჩვენება (ტ. N1; ს.ფ48-66).

10.2. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც, მსჯავრდებულებმა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების შეთავაზების – ნებაყოფლობით წარმოედგინათ კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან/და ნივთიერება – შემდეგ, ნებაყოფლობით წარადგინეს, როგორც პირადად შენახული, ასევე – სხვადასხვა ლოკაციებზე დაწყობილი ნარკოტიკული საშუალები, სასამართლო მოკლებულია დაცვის მხარის მოთხოვნის გაზიარების შესაძლებლობას.

11. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას ვ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე. დაცვის მხარის მტკიცებით, მართალია, ვ. ბ–მა იცოდა ვ. შ–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შესახებ, თუმცა შემთხვევის დღეს ვ. შ–თან ერთად წავიდა სასეირნოდ და არ იყო ინფორმირებული ამ უკანასკნელის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ვ. შ–ისათვის გაგზავნილი ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალების განლაგების ადგილების ამსახველი ფოტოები. ვ. შ–მა რამდენიმე ადგილიდან აიღო შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ვ. ბ–ისგან მალულად (უთხრა, რომ მოსაშარდად უნდა გასულიყო). ვ. ბ–თან დაბრუნების დროს კი, დაახლოებით ოთხმა ადამიანმა მიწაზე დააგდო, გაჩხრიკეს და ცოტა ხნით ადრე ლოკაციიდან აღებული ორი პაკეტი უპოვეს, უყვიროდნენ, რომ ბარიგა იყო. ვ. ბ–ს არაფერი ჰქონდა საეჭვო, თუმცა უთხრეს, ვ. შ–თან აღმოჩენილი პაკეტების ნაწილი თავის თავზე აეღო, ვინაიდან მათი რაოდენობის გამო ამ უკანასკნელს უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. უარი უთხრა, მაგრამ მაინც ჩაუდეს.

12. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ვ. ბ–ის და ვ. შ–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) მსჯავრდების ნაწილში და ითვალისწინებს, რომ ზემოაღნიშნულ ხუთ ლოკაციაზე მათ მიერ განლაგებული ნარკოტიკული საშუალებების გარდა, ასევე:

12.1. პირადი ჩხრეკის 2022 წლის 8 ოქტომბრის ოქმის თანახმად, ვ. ბ–მა ჯიბიდან თავისი ხელით ამოიღო და გამომძიებელს წარუდგინა პატარა ზომის გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, რომლის გახსნისას მასში აღმოჩნდა 8 წითელი მწებავი ლენტის შენაფუთი, რომლებიც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ადგილზე;

12.2. პირადი ჩხრეკის 2022 წლის 8 ოქტომბრის ოქმის თანახმად, ვ. შ–მა ჯიბიდან თავისი ხელით ამოიღო და გამომძიებელს წარუდგინა ქაღალდის შენაფუთი, რომლის გახსნისას მასში აღმოჩნდა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი, მასში მოთავსებული ერთი ქარხნული წესით დამზადებული აბით და 3 ცალი პოლიეთილენის პაკეტის შენაფუთით. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე და ლუქებზე გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები;

12.3. ბინის ჩხრეკის 2022 წლის 9 ოქტომბრის ოქმის თანახმად, მერიის წარმომადგენლის მონაწილეობით, ჩხრეკა ჩატარდა ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის დროებით საცხოვრებელ ბინაში (მდებარე – ბ–ი ა... №.... ბინა). ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტები ფხვიერი ნივთიერებებით, მწებავი ლენტის შენაფუთები, ორი ცალი აირწინაღი, ორი ცალი ელექტრო სასწორი, მწებავი ლენტების ხვია, ნოუთბუქი. ამოღებული ნივთები ადგილზე დაილუქა, ლუქებზე გაკეთდა მონაწილე პირთა ხელმოწერები.

12.3.1. პირადი ჩხრეკისა და ბინის ჩხრეკის ოქმებში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა დასტურდება, როგორც ჩხრეკის ჩამტარებელი საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით, ასევე ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის პირად ჩხრეკებში მონაწილე თარჯიმნების: ხ. მ–ისა (თარჯიმნის საჭიროების შემთხვევაში უკავშირდებიან საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები და მონაწილეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში. მოცემულ შემთხვევაშიც, დაუკავშირდა გამომძიებელი და სთხოვა რუსულენოვანი პირის პირად ჩხრეკაში მონაწილეობა. შესაბამისად, მონაწილეობა მიიღო პირად ჩხრეკაში. გამომძიებელმა გოგონას მისცა წინადადება ნებაყოფლობით წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთები, თუკი ასეთი გააჩნდა. გოგონამ საკუთარი ხელით ამოიღო ჯიბიდან შეკვრა, რომელშიც აღმოჩნდა 8 ცალი წითელი საიზოლაციო ლენტის შენაფუთი. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას სრულად უთარგმნიდა გოგონას, მისი მხრიდან არ გამოთქმულა პრეტენზია თარგმანთან დაკავშირებით, არ უთქვამს, რომ ნათარგმნიდან მისთვის რაიმე გაუგებარი იყო. გოგონას პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა მამაკაცის პირადი ჩხრეკა დაიწყო. როგორც აუხსნეს, ექსპერტების მხოლოდ ერთი ჯგუფი გამოცხადდა გამოძახებისას და ორივეს ერთად ჩხრეკა ვერ მოხერხდა. მამაკაცის პირად ჩხრეკაში სხვა თარჯიმანი მონაწილეობდა) და თ. დ–ის (2022 წლის 8 ოქტომბერს პოლიციის თანამშრომლებს შეჩერებული ჰყავდათ ახალგაზრდა გოგონა და ვაჟი. ადგილზე იმყოფებოდა ექსპერტ-კრიმინალისტების მხოლოდ ერთი ჯგუფი, ამიტომ ერთდროულად ვერ ჩატარდა ორივე ახალგაზრდის პირად ჩხრეკა. ჯერ გამომძიებელმა კ–ემ ჩაატარა გოგონას პირადი ჩხრეკა, რომელშიც სხვა თარჯიმანი მონაწილეობდა, შემდეგ ჩატარდა ახალგაზრდა მამაკაცის - შ–ის პირადი ჩხრეკა, რომელსაც თავად დაესწრო. პირადი ჩხრეკა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, გამომძიებელმა გ. კ–ემ განუმარტა უფლებები და მისცა წინადადება ნებაყოფლობით წარედგინა თუკი გააჩნდა რამე კანონსაწინააღმდეგო. პასუხად შ–მა შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო ერთი ცალი, ქარხნული წესით დამზადებული აბი, სამი ცალი მოთეთრო შენაფუთი, რომელთა გახსნისას მათში აღმოჩნდა მწებავი ლენტის რვა ცალი შენაფუთი, მოყავისფრო ფერის მასა და მოწითალო ფერის, შედედებული სითხისმაგვარი ,,რაღაც”. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები სრულყოფილად თარგმნა, რაიმე პრეტენზია არც ერთს გამოუთქვამს), ხოლო ბინის ჩხრეკის შემთხვევაში – მ– ორგანოს წარმომადგენლის, გ. თ–ის (2022 წლის 8 ოქტომბერს დაუკავშირდა გამომძიებელი და სთხოვა კონკრეტულ მისამართზე მისვლა და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა. ადგილზე მისულს ბინის კართან დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები. გასაღებით გააღეს საკეტი და ყველანი ერთად შევიდნენ ბინაში. ჩხრეკისას აკვირდებოდა პოლიციელების ყველა მოქმედებას. მათ სხვადასხვა ადგილებიდან ამოიღეს, მათ შორის: ლურჯ მწებავ ლენტში გახვეული შენაფუთები, ფხვნილისმაგვარი მასა პოლიეთილენის პაკეტებში, სასწორები, თანხა, ნოუთბუქი. ჩხრეკის დასრულებისას ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმს, რაიმე შენიშვნა ჩხრეკის მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით არ ჰქონია) ჩვენებებით.

12.3.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ პირადი ჩხრეკისას ვ. ბ–ს არ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და მას შესთავაზეს, ვ. შ–თან აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალების ნაწილი თავის თავზე აეღო, ვინაიდან რაოდენობიდან გამომდინარე ვ. შ–ი უვადო თავისუფლების აღკვეთისაგან ეხსნა. პირადი ჩხრეკების ოქმებისა და, მათ შორის, მათში მონაწილე თარჯიმნების ჩვენებების თანახმად, პირველად ჩატარდა ვ. ბ–ის ჩხრეკა, რა დროსაც მან თავად წარადგინა სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება. იმავდროულად, დანაშაულის ჩადენის დროისათვის – 2022 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით – ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი (განსხვავებით დღეს მოქმედი რედაქციისა) არ განსაზღვრავდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP)-ს მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებს (ამჟამად მოქმედი რედაქციის თანახმად, 1 გრამზე მეტი ოდენობა ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად), რის გამოც მთლიანობაში ამოღებული ნარკოტიკული საშუალება არ გამოიწვევდა ქმედების დიდი ოდენობით/განსაკუთრებით დიდი ოდენობით კვალიფიკაციას მხოლოდ ვ. შ–ის მსჯავრდების შემთხვევაშიც კი; ამასთან, სწორედ აღნიშნული მიზეზით (არ განსაზღვრავდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP)-ს მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობებს) ვ. ბ–ს და ვ. შ–ს ბრალი არ წარედგინათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დიდი/განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

12.4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს შსს საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2022 წლის 9 ოქტომბრის ქიმიური ექსპერტიზის №.... დასკვნის თანახმად, ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი:

12.4.1. ვ. შ–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფხვნილი, წონით – 5,04 გრამი, – არის ნარკოტიკული საშუალება „α-PVP“-ს შემცველი ფხვნილი;

12.4.2. ვ. ბ–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფხვნილი, წონით – 4,022 გრამი, – არის ნარკოტიკული საშუალება „α-PVP“-ს შემცველი ფხვნილი;

12.4.3. ვ. ბ–ის და ვ. შ–ის დროებით საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ფხვნილები საერთო წონით 193,292 – არის ნარკოტიკული საშუალება „α-PVP“-ს შემცველი ფხვნილი;

12.4.4. ვ. ბ–ის და ვ. შ–ის დროებით საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულ ელექტროსასწორებზე არსებული ფხვნილის კვლებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება „α-PVP“-ს შემცველობა.

12.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2023 წლის 7 ივლისის №....---- დასკვნის თანახმად:

12.5.1. პაკეტში წარწერით: ,,ვ. შ–ის დრ. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული α-PVP-ს შემცველი ფხვნილი, 1 ც. ტაბლეტი და შენაფუთები“ მოთავსებულ წებოვან ლენტსა და ქაღალდის ფრაგმენტზე არსებული მოყავისფრო-მოწითალო ლაქები, წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ. შ–ს;

12.5.2. საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ლენტის ხვიაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის ვ. ბ–ს, მეორე წილი – ვ. შ–ს;

12.5.3. აირწინაღზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ვ. ბ–ს, მეორე – ვ. შ–ს. მეორე აირწინაღზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და სამაგრებზე არსებული შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ. ბ–ს, მინორული წილი – იდენტიფიცირებისთვის არაინფორმაციულია.

13. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ვ. ბ–ს და ვ. შ–ს, როგორც პირადად, ისე – საცხოვრებელ სახლში და ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე, ჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP)-ს შემცველი ფხვნილი. შესაბამისად, მათ ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

14. საკასაციო სასამართლო, იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია საგამოძიებო მოქმედების – პირადი ჩხრეკის/ამოღების – ამსახველი მხოლოდ ფოტოსურათები და არ განხორციელდა ვიდეოგადაღება, კვლავაც აღნიშნავს, რომ: ,,ბრალდების მხარის ვალდებულებაა, გამოიყენოს კანონიერი საშუალებები იმისათვის, რომ გაამყაროს ჩხრეკა/ამოღების ფაქტისადმი სანდოობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-105). „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, როგორც წესი, გადაულახავ სირთულესთან არ არის დაკავშირებული ჩხრეკის დაფიქსირება თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოკამერით, რომელიც დღესდღეობით ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების ნივთს წარმოადგენს” (იქვე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-109). ,,თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესი იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩხრეკის პროცესის ვიდეოგადაღებაც განხორციელდეს იმისათვის, რომ გამყარდეს ბრალდების პოზიცია. მტკიცებულების სანდოობისადმი მნიშვნელოვან ეჭვს ასევე აჩენს გარემოება, როდესაც პოლიციელთა უსაფრთხოების დაცვის პირობებში, არსებობდა ჩხრეკის ვიდეო გადაღების რეალური შესაძლებლობა და პოლიციელმა ის არ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-107).

14.1. ჩხრეკა/ამოღების მიმდინარეობისას მხოლოდ ფოტო გადაღება/ფიქსაცია ვერ უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიზნებს, რადგან არ ახდენს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის და არა მხოლოდ შედეგის ფიქსაციას. შესაბამისად, ფოტოს გადაღება ვერ ჩაითლება იმ გონივრულ ზომად, რაც უზრუნველყოფს ჩხრეკა/ამოღების მიმდინარეობის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მაქსიმალურად სრულად/უწყვეტად ფიქსაციას, რადგან ფოტოსურათის კადრი არ იძლევა აღნიშნულის შესაძლებლობას. ამდენად, ფოტოსურათი/ფოტოსურათები ვერ ჩაანაცვლებს ვიდეოჩანაწერს, რომელიც ფოტოსურათისაგან განსხვავებით სრულად ასახავს, უმეტეს შემთხვევაში, დაცვის მხარისათვის სადავო ვითარებას.

14.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ჩხრეკა/ამოღებაში მონაწილე პირების გათვალისწინებით, არ არსებობს საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველი, რადგან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ჩხრეკა/ამოღების პროცესში ნეიტრალური პირების მონაწილეობა.

14.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა უნდა ,,შეაფასონ ჩხრეკის შედეგად ამოღებული მტკიცებულების სანდოობა და გამორიცხონს ისეთი მტკიცებულების გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად გამოყენება, რომლის უტყუარობასთან დაკავშირებით, ეჭვები არ არის გამორიცხული“, (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 წლის გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-100);

15. მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ ბრალდების მხარე კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

16. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები (ასაკი – დანაშაულის ჩადენის დროისათვის იყვნენ 21 წლისანი და ნასამართლობის არ მქონე პირები) სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – დანაშაულებისათვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას, რის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმება.

17. იმავდროულად, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი-მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა, ხოლო მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო.

17.1. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი მეხუთედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

17.2. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ვ. ბ–სა და ვ. შ–ს, მსჯავრი ედებათ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, რაზეც არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის კანონის არც პირველი-მე-3 მუხლები და არც მე-7 მუხლი, – მათ მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლი. კერძოდ, ვ. ბ–ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით – უნდა შემცირდეს 1/5-ით, ხოლო ვ. შ–ის მიმართ – ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით – უნდა შემცირდეს 1/6-ით.

17.3. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ვ. ბ–ისა და ვ. შ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრად შერაცხილი დანაშაულისათვის განსაზღვრულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება, ვინაიდან ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით.

18. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში, მათ შორის, აღინიშნება ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა;

18.1. გასაჩივრებული განაჩენის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტისას არ არის ნამსჯელი, მათ შორის, ვ. შ–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ შავი ფერის ზურგჩანთაზე (ტ. N1; ს.ფ. 48-66/51), რომელიც ასევე მითითებულია სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ნუსხაში (ტ. N2; ს.ფ. 139-145/142);

18.2. სისხლის სამართლის საქმეზე დართული ყველა ნივთმტკიცების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

19. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009); „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით“(Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par.76, ECtHR, 21/09/2017).

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის ირაკლი დონდოლაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულების ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. შ–ისა და მ. ჟ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენში ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის მიმართ:

2.1. ვ. შ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე;

2.1.1. ვ. შ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

2.1.2. ვ. შ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს ერთი მეექვსედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით;

2.1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ. შ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

2.1.4. ვ. შ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად: 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

2.1.5. ვ. შ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან – 2022 წლის 8 ოქტომბრიდან;

2.2. ვ. ბ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე;

2.2.1. ვ. ბ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

2.2.2. ვ. ბ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 27 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირდეს ერთი მეხუთედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

2.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ვ. ბ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

2.2.4. ვ. ბ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად: 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

2.2.3. ვ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან – 2022 წლის 8 ოქტომბრიდან;

3. ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესით, კერძოდ: საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ასევე, ვ. შ–ისა და ვ. ბ–ის ნერწყვის ნიმუშები, ორი ცალი ელექტრო სასწორი, მწებავი ლენტები – განადგურდეს, მობილური ტელეფონები, შავი ნაჭრის ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით, შავი ზურგჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით, ნოუთბუქი, ორი პასპორტი, პლასტიკური ბარათები და ფულადი თანხა – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათ ნდობით აღჭურვილ პირებს, ხოლო ვ. ბ–ის და ვ. შ–ის მობილური ტელეფონებიდან და ნოუთბუქიდან გამოთხოვილი ინფორმაცია – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

4. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. ვასაძე