1. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი სააგენტოს ეგზავნება დაუყოვნებლივ, ამ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე.
2. თუ აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი ბუნდოვანია ან რაიმე უზუსტობას შეიცავს, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ აქტის გაუგებარი ან არაზუსტი ნაწილის განმარტების თხოვნით მიმართავს აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს.
3. პრობაციის ბიუროს უფროსი მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს ამ აქტის მიმღებ ორგანოს.
4. თუ მსჯავრდებული არ ცხოვრობს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ მისამართზე ან ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ თავს არიდებს პრობაციის ბიუროში გამოცხადებას, პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის აქტის მიმღებ სასამართლოს.
5. მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება.
6. მსჯავრდებული ვალდებულია აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 5 დღისა გამოცხადდეს ამ სამართლებრივ აქტში მითითებულ პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით თავის უფლება-მოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. პრობაციის ოფიცერი პრობაციის ბიუროში გამოცხადებულ მსჯავრდებულს აცნობს მის უფლება-მოვალეობებს და მათი შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებს, რის შესახებაც ადგენს შესაბამის ოქმს.
7. თუ მსჯავრდებული ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ გამოცხადდა, პრობაციის ბიურო გააფრთხილებს მას. იგი ვალდებულია, გაფრთხილების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში. გამოუცხადებლობა არის პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წარდგინებებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.
8. პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ის მსჯავრდებული, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, სამართლებრივი აქტის მიმღებმა/გამომცემმა ორგანომ წინასწარ უნდა გააფრთხილოს შესაბამის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის ამ აქტის მიმღებ სასამართლოს.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3525 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5390
- 05.07.2018 კანონი №3130
- 01.06.2017 კანონი №954
- 01.05.2015 კანონი №3525
- 30.04.2014 კანონი №2324
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება 1. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ეგზავნება დაუყოვნებლივ, ამ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე. 2. თუ აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი ბუნდოვანია ან რაიმე უზუსტობას შეიცავს, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ აქტის გაუგებარი ან არაზუსტი ნაწილის განმარტების თხოვნით მიმართავს აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს. 3. პრობაციის ბიუროს უფროსი მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს ამ აქტის მიმღებ ორგანოს. 4. თუ მსჯავრდებული არ ცხოვრობს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ მისამართზე ან ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ თავს არიდებს პრობაციის ბიუროში გამოცხადებას, პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის აქტის მიმღებ სასამართლოს. 5. მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება. 6. მსჯავრდებული ვალდებულია აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 5 დღისა გამოცხადდეს ამ სამართლებრივ აქტში მითითებულ პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით თავის უფლება-მოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. პრობაციის ოფიცერი პრობაციის ბიუროში გამოცხადებულ მსჯავრდებულს აცნობს მის უფლება-მოვალეობებს და მათი შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებს, რის შესახებაც ადგენს სათანადოშესაბამის ოქმს. 7. თუ მსჯავრდებული ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ გამოცხადდა, პრობაციის ბიურო გააფრთხილებს მას. იგი ვალდებულია, გაფრთხილების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში. გამოუცხადებლობა არის პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წარდგინებებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი. 8. პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ის მსჯავრდებული, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, სამართლებრივი აქტის მიმღებმა/გამომცემმა ორგანომ წინასწარ უნდა გააფრთხილოს შესაბამის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის ამ აქტის მიმღებ სასამართლოს. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება