თუ პრობაციის ოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებობს სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი, იგი პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს. მოხსენებით ბარათში უნდა მიეთითოს:
ა) სააღსრულებო საქმის ნომერი;
ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი;
გ) მოკლე ცნობები სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ;
დ) ცნობები მსჯავრდებულის (მათ შორის, იურიდიული პირის) მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ;
ე) პრობაციის ოფიცრის დასაბუთებული მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით;
ვ) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა და მოხსენებითი ბარათის წარდგენის თარიღი.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5390
- 01.06.2017 კანონი №954
- 30.04.2014 კანონი №2324
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 20. პრობაციის ოფიცრის მოხსენებითი ბარათი სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის მოთხოვნის შესახებ თუ პრობაციის ოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებობს სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძველი, იგი პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს. მოხსენებით ბარათში უნდა მიეთითოს: ა) სააღსრულებო საქმის ნომერი; ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი; გ) მოკლე ცნობები სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ; დ) ცნობები მსჯავრდებულის (იურიდიული(მათ შორის, იურიდიული პირის) მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (ასეთის(არსებობის არსებობის შემთხვევაში) შესახებ; ე) პრობაციის ოფიცრის პირადიდასაბუთებული მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით; ვ) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა და მოხსენებითი ბარათის წარდგენის თარიღი. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება