თავი VI — სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევისა და იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება
1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ განაჩენის მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა დამსაქმებლის ადმინისტრაციისთვის, სადაც მსჯავრდებული მუშაობს.
2. დამსაქმებლის ადმინისტრაცია, სადაც მსჯავრდებული მუშაობს, ვალდებულია:
ა) განაჩენის ასლისა და პრობაციის ბიუროდან მსჯავრდებულის თანამდებობიდან გათავისუფლების ან მისთვის საქმიანობის აკრძალვის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა აცნობოს პრობაციის ბიუროს მიღებული ზომების თაობაზე;
ბ) პრობაციის ბიუროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია სასჯელის აღსრულებასთან;
გ) მსჯავრდებულთან შრომითი ხელშეკრულების შეცვლის ან შეწყვეტის თაობაზე 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს პრობაციის ბიურო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 19.06.2007).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება