შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს:
ა) თუ მსჯავრდებულს აქვს საცხოვრებელი ადგილი შესაბამის უცხო სახელმწიფოში;
ბ) თუ საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის უკეთეს სოციალურ რეაბილიტაციას;
გ) თუ განაჩენი, რომლის საფუძველზედაც პირს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, შესაძლებელია აღსრულდეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირი მოიხდის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სხვა სასჯელს, რომელიც მას დაეკისრა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე;
დ) თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფო არის საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის წარმოშობის სახელმწიფო და ის აიღებს განაჩენის აღსრულების ვალდებულებას;
ე) თუ საქართველოს შესაბამისი ორგანოები მიიჩნევენ, რომ ექსტრადიციის შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი ვერ უზრუნველყოფენ განაჩენის აღსრულებას და უცხო სახელმწიფო შეძლებს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას;
ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3156
–
ვებგვერდი, 06.08.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.07.2018 კანონი №3156
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 49. საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსასრულებლად (გარდა ქონების ჩამორთმევისა) გადაგზავნის პირობები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს: ა) თუ მსჯავრდებულს აქვს საცხოვრებელი ადგილი შესაბამის უცხო სახელმწიფოში; ბ) თუ საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის უკეთეს სოციალურ რეაბილიტაციას; გ) თუ განაჩენი, რომლის საფუძველზედაც პირს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, შესაძლებელია აღსრულდეს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირი მოიხდის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სხვა სასჯელს, რომელიც მას დაეკისრა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე; დ) თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფო არის საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის წარმოშობის სახელმწიფო და ის აიღებს განაჩენის აღსრულების ვალდებულებას; ე) თუ საქართველოს შესაბამისი ორგანოები მიიჩნევენ, რომ ექსტრადიციის შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი ვერ უზრუნველყოფენ განაჩენის აღსრულებას და უცხო სახელმწიფო შეძლებს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებას; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება