1. სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს აღნიშნული სასჯელის გამოყენებას იმავე სახის დანაშაულისათვის.
2. ყველა საჭირო გარემოების მხედველობაში მიღების შემდეგ უფლებამოსილი რაიონული (საქალაქო) სასამართლო წყვეტს, აღასრულოს თუ არა ამ მუხლით გათვალისწინებული განაჩენი საქართველოს ტერიტორიაზე.
3. თუ შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლით გათვალისწინებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ, მსჯავრდებულს დაენიშნება სასჯელი იმ ვადის ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით; იგი არ უნდა აღემატებოდეს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადგენილ სასჯელის ვადა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 21.07.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-226-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.12.2024
…შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ: 5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია: თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 37/1, 158/1.1, 158/3- 1, 53-ე მუხლებით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება