1. არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად.
2. არასრულწლოვანს ჯარიმა, შინაპატიმრობა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაენიშნოს როგორც ძირითად სასჯელად, ისე დამატებით სასჯელად.
3. ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება მხოლოდ 1 დამატებითი სასჯელის დანიშვნა.
4. არასრულწლოვანს სასჯელთან ერთად შეიძლება დაენიშნოს ამ კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე ღონისძიება.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №949 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №877 - ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №877
- 01.06.2017 კანონი №949
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 67. არასრულწლოვნის ძირითადი და დამატებითი სასჯელები 1. არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. 2. არასრულწლოვანს ჯარიმა, შინაპატიმრობა, საქმიანობის უფლების ჩამორთმევაჩამორთმევა, და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაშრომა, უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაენიშნოს როგორც ძირითად,ძირითად სასჯელად, ისე დამატებით სასჯელად. 3. ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება მხოლოდ 1 დამატებითი სასჯელის დანიშვნა. 4. არასრულწლოვანს სასჯელთან ერთად შეიძლება დაენიშნოს ამ კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 1 ან რამდენიმე ღონისძიება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-270აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2, მე-4, მე-13, 29-ე, 67-ე, 73-ე, 77-ე მუხლებით და საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის,, გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17…
- საქმე №210100119003237608 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 24.12.2019
ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 67-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არასრულწლოვანს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეიძლება დაენიშნოს როგორც ძირითად ისე დამატებით სასჯელად, ამავე კოდექსის 71- ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება 40-დან 300 საათამდე ვადით.
- საქმე №120100118002521365 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 16.10.2018
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 59-ე, 65-ე, 66-ე, 67-ე, 73-ე, 75-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა: 1.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება