1. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენება დასაშვებია შემდეგ გარემოებათა ერთობლიობისას:
ა) სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა;
ბ) პატიმრობა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმალვა, მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ან მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლა ან ახალი დანაშაულის ჩადენა;
გ) მიზანი, რომელსაც არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობა ემსახურება, აღემატება მისი თავისუფლების ინტერესს.
2. თუ არასრულწლოვანი ბრალდებული პატიმარია, წინასასამართლო სხდომამდე მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 40 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ არასრულწლოვანი ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. თუ აღნიშნულ ვადაში წინასასამართლო სხდომა ვერ ჩატარდა, ის ტარდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
3. თუ არასრულწლოვან ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია თავისი ინიციატივით, ყოველ 20 დღეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. პატიმრობის გაგრძელების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს ეკისრება.
4. არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
5. პატიმრობა არ გამოიყენება ბავშვის უფლებათა კოდექსის 26-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული არასრულწლოვნის მიმართ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5015 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5915 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
კარი VIარასრულწლოვნის სასჯელი
თავი Xარასრულწლოვნის სასჯელის მიზანი და სახეები, პირობითი მსჯავრი
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.05.2020 კანონი №5915
- 20.09.2019 კანონი №5015
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 64. პატიმრობა 1. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენება დასაშვებია შემდეგ გარემოებათა ერთობლიობისას: ა) სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა; ბ) პატიმრობა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმალვა, მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ან მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლა ან ახალი დანაშაულის ჩადენა; გ) მიზანი, რომელსაც არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობა ემსახურება, აღემატება მისი თავისუფლების ინტერესს. 2. თუ არასრულწლოვანი ბრალდებული პატიმარია, წინასასამართლო სხდომამდე მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 40 დღეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ არასრულწლოვანი ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. თუ აღნიშნულ ვადაში წინასასამართლო სხდომა ვერ ჩატარდა, ის ტარდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. 3. თუ არასრულწლოვან ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია თავისი ინიციატივით, ყოველ 20 დღეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. პატიმრობის გაგრძელების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეს ეკისრება. 4. არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 5. პატიმრობა არ გამოიყენება ბავშვის უფლებათა კოდექსის 26-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული არასრულწლოვნის მიმართ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კარი VIVIარასრულწლოვნის არასრულწლოვნის სასჯელი თავი XXარასრულწლოვნის არასრულწლოვნის სასჯელის მიზანი და სახეები, პირობითი მსჯავრი
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-338აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2016
ზ-ს საქმეზე დაინიშნა წინასასამართლო სხდომა, 2015 წლის 18 სექტემბერს, მართალია, ამოწურული იყო პატიმრობის მითითებული ვადა, მაგრამ ამ დროს არ მოქმედებდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, თუ არასრულწლოვანი ბრალდებული პატიმარია, წინასასამართლო სხდომამდე მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 40 დღეს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება