1. შინაპატიმრობა ნიშნავს არასრულწლოვნისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას.
2. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ენიშნება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.
3. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა შეიძლება დაენიშნოს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
4. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ისე უნდა დაენიშნოს, რომ მისმა აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას ან სწავლის პროცესს.
5. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5396 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5396
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 69. შინაპატიმრობა 1. შინაპატიმრობა ნიშნავს არასრულწლოვნისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას. 2. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ენიშნება 6 თვიდან 1 წლამდე ვადით. 3. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა შეიძლება დაენიშნოს ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. 4. არასრულწლოვანს შინაპატიმრობა ისე უნდა დაენიშნოს, რომ მისმა აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას ან სწავლის პროცესს. 5. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ეროვნული სააგენტო.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(30)
- საქმე №2კ-800აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.02.2026
თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 9 იანვრის და 2025 წლის 10 იანვრის ეპიზოდები) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) - 8 თვით შინაპატიმრობა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (2025 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) - 8 თვით შინაპატიმრობა.
- საქმე №2კ-455აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.06.2024
რ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვით;
- საქმე №2კ-914აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2022
მ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - შინაპატიმრობა 6 თვით;
- საქმე №2კ-702აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2022
დ-ს ერთ შემთხვევაში – მინიმალური სასჯელი (რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით), მეორე შემთხვევაში – მინიმუმთან მიახლოებული სასჯელები, ხოლო სსკ-ის 120-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით – შინაპატიმრობა. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა მსჯავრად შერაცხულ ქმედებათა სანქციებით გათვალისწინებულ ფარგლებში შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობაზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
- საქმე №2კ-740აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.11.2021
საქართველოს სსკ-ის 139–ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად, შინაპატიმრობა - 10 (ათი) თვით; საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის პირველი ნაწილით – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად, შინაპატიმრობა - 6 (ექვსი) თვით;
- საქმე №2კ-383აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2019
- საქმე №2კ-200აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.09.2019
- საქმე №2კ-379აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.12.2018
- საქმე №2კ-521აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2018
- საქმე №172აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.10.2016
- საქმე №65აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.07.2016
- საქმე №2კ-296აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №330100117002132863 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 26.12.2018
- საქმე №010141318700061945 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №330100119002994512 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2019
- საქმე №330100118002257968 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.09.2019
- საქმე №110100119003180714 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 23.12.2019
- საქმე №110100119003274049 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 03.12.2019
- საქმე №110100119003033572 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 08.10.2019
- საქმე №110100119003168587 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 08.10.2019
- საქმე №140100119002813371 · გორის რაიონული სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №160100118002696844 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 06.03.2019
- საქმე №140100119002841904 · გორის რაიონული სასამართლო · 27.02.2019
- საქმე №140100119002817386 · გორის რაიონული სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №110100118002524552 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 20.11.2018
- საქმე №190100118002554856 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 17.08.2018
- საქმე №340100118002399542 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 15.08.2018
- საქმე №020100118002477674 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 03.08.2018
- საქმე №110100118002422024 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 21.06.2018
- საქმე №140100118002278244 · გორის რაიონული სასამართლო · 28.05.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება