1. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება 40-დან 300 საათამდე ვადით. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.
2. თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის ან მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება უფრო მეტი ვადითაც დაინიშნოს. დამატებით სასჯელად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება უფრო ნაკლები ვადითაც დაინიშნოს.
3. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ისე უნდა დაენიშნოს, რომ მისმა აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას ან სწავლის პროცესს.
4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნისას სასურველია, არასრულწლოვანი მსჯავრდებული სამუშაოდ ისეთ ადგილზე გამწესდეს, სადაც იგი საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებისათვის საჭირო გამოცდილებასა და უნარებს შეიძენს.
5. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაენიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახედ გათვალისწინებული არ არი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 12.06.2015).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(33)
- საქმე №58აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.09.2016
იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ძირითად სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 საათით, რომლის ხანგრძლივობა ყოველდღიურად არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.
- საქმე №200100120003525543 · თელავის რაიონული სასამართლო · 15.04.2020
…სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. 8. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „რასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება 40-დან 300 საათამდე ვადით“.
- საქმე №120100119003177493 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 12.03.2020
მასვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 71-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ოდენობით.
- საქმე №010100119003336823 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 11.03.2020
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 45-ე, 55- 57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 76-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ…
- საქმე №120100119003354437 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 21.02.2020
…დაზარალებულს და აღარ ჩაიდინოს დანაშაული. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება 40-დან 300 საათამდე ვადით.
- საქმე №010100118002751989 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 22.01.2020
- საქმე №010100119003232008 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.12.2019
- საქმე №210100119003237608 · სიღნაღის რაიონული სასამართლო · 24.12.2019
- საქმე №010100119003267068 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 04.12.2019
- საქმე №010100119003245017 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №010100119003110393 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 25.10.2019
- საქმე №160100118002288125 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 24.10.2019
- საქმე №010100119003103296 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 30.09.2019
- საქმე №340100119003120363 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 23.09.2019
- საქმე №010100119002985689 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.06.2019
- საქმე №010100119002899726 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №340100119002810926 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №340100118002755929 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №010100118002676051 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 10.05.2019
- საქმე №010100118002488193 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №010100119002880286 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №010100118002571880 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №010100119002803919 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 27.03.2019
- საქმე №010100118002603311 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 26.03.2019
- საქმე №340100118002612306 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 18.03.2019
- საქმე №020100119002820924 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 13.03.2019
- საქმე №010100118002770194 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
- საქმე №010100118002603308 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 03.10.2018
- საქმე №020100118002477674 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 03.08.2018
- საქმე №020100118002406539 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 03.08.2018
- საქმე №110100118002422024 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 21.06.2018
- საქმე №010100118002308252 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 18.05.2018
- საქმე №010100116001525588 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება