კარი IV — არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი საქმის სასამართლოში განხილვამდეთავი VIარასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლ
1. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი ღონისძიებები:
ა) არასრულწლოვნის წერილობითი გაფრთხილება;
ბ) აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება, მათ შორის, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართვა;
გ) მიყენებული ზიანის სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურება;
დ) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა;
ე) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა;
ვ) არასრულწლოვნისთვის მოვალეობის დაკისრება;
ზ) არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება.
2. არასრულწლოვნის მიმართ ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს განრიდების რამდენიმე ღონისძიება. განრიდების ღონისძიებები განისაზღვრება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. განრიდების ღონისძიება გონივრული და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი უნდა იყოს. განრიდების პროცესში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც იწვევს მისი ღირსებისა და პატივის შელახვას, ნორმალური სასწავლო პროცესისაგან და ძირითადი სამუშაოსაგან მის მოწყვეტას, ზიანს აყენებს მის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
4. დაუშვებელია ჩადენილი ქმედებისათვის კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ სანქციაზე მკაცრი განრიდების ღონისძიების გამოყენებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 12.06.2015).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. განრიდების ღონისძიებები 1. განრიდების ან განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი ღონისძიებები: ა) არასრულწლოვნის წერილობითი გაფრთხილება; ბ) აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიება, მათ შორის, განრიდება-მედიაციისგანრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართვა; გ) მიყენებული ზიანის სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურება; დ) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა; ე) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის სახელმწიფოსთვის გადაცემა; ვ) არასრულწლოვნისთვის მოვალეობის დაკისრება; ზ) არასრულწლოვნის მინდობით აღსაზრდელად განთავსება. 2. არასრულწლოვნის მიმართ ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს განრიდების რამდენიმე ღონისძიება. განრიდების ღონისძიებები განისაზღვრება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. განრიდების ღონისძიება გონივრული და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი უნდა იყოს. განრიდების პროცესში დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც იწვევს მისი ღირსებისა და პატივის შელახვას, ნორმალური სასწავლო პროცესისაგან და ძირითადი სამუშაოსაგან მის მოწყვეტას, ზიანს აყენებს მის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. 4. დაუშვებელია ჩადენილი ქმედებისათვის კანონით გათვალისწინებულ მინიმალურ სანქციაზე მკაცრი განრიდების ღონისძიების გამოყენება.გამოყენებ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №080100118002690492 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.07.2019
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 42-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე, ს--- მ---------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს;
- საქმე №080100118002690492 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 28.06.2019
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 42-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე, ნ--- შ----------ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს;
- საქმე №080100118002557424 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 09.11.2018
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 42-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე, ნ--- შ---------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს;
- საქმე №080100118002326733 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 04.06.2018
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 42-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე, ლ-–- კ--–--ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება