კარი IV — არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესი საქმის სასამართლოში განხილვამდეთავი VIარასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლ
განრიდების გამოყენება შესაძლებელია შემდეგ გარემოებათა ერთობლიობისას:
ა) არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა;
ბ) არასრულწლოვანი ნასამართლევი არ არის;
გ) არასრულწლოვანი განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართული არ ყოფილა;
დ) არასრულწლოვანი დანაშაულს აღიარებს;
ე) პროკურორის/სასამართლოს შინაგანი რწმენით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი არ არსებობს;
ვ) არასრულწლოვანი და მისი კანონიერი წარმომადგენელი განრიდების გამოყენებაზე წერილობით ინფორმირებულ თანხმობას გამოხატავე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 12.06.2015).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №2კ-558აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2017
ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილება საუკეთესო ინტერესის შეფასების ეტაპზე, შეზღუდულია საერთაშორისო სამართლითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი ზოგადი პრინციპებით, კერძოდ, ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3, 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, კანონდამრღვევი ბავშვის მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილების ორგანო ვალდებულია, პირველ რიგში, ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვას,…
- საქმე №2კ-338აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2016
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ განრიდების ღონისძიების გამოსაყენებლად, სხვა პირობებთან ერთად, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი აღიარებდეს ჩადენილ დანაშაულს.
- საქმე №010100119003110393 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 25.10.2019
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14 და მე-40 მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-17, 29-ე მუხლის…
- საქმე №340100119002810926 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 04.06.2019
სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3, 14-ე და 40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესები) მე-11 მუხლით, 45-ე, 55- 57-ე, 59-ე, 65-ე, 71-ე, 77-ე მუხლებით, საქართველოს…
- საქმე №010100118002770194 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.02.2019
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14 და მე-40 მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე- 1-, 29-ე მუხლის…
- საქმე №020100118002408518 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 19.06.2018
- საქმე №020100118002278228 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 20.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება