თავი V — თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემა (გადმოცემა)
1. მსჯავრდებულის გადმოცემის საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ან უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა.
2. დაინტერესებული პირის განცხადებას/უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობას უნდა ერთოდეს:
ა) მსჯავრდებულის სრული საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები და სხვა ინფორმაცია);
ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსჯავრდებულის საქართველოს მოქალაქეობას ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს;
გ) განმცხადებლისათვის გადმოსაცემი მსჯავრდებულის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ განმცხადებელი ახლო ნათესავია – შესაბამისი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის ან დაინტერესებული პირის განცხადების მიღებისთანავე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.
4. თუ მსჯავრდებულის გადმოცემის პროცედურის დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინაშე ადგენს პირველად შუამდგომლობას მსჯავრდებულის გადმოცემის საკითხის განხილვის დაწყების თაობაზე. პირველადი შუამდგომლობა მოიცავს გადმოცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტების მოწოდების თხოვნას და არ წარმოადგენს შუამდგომლობას გადმოცემის შესახებ.
5. თუ მსჯავრდებულის გადმოცემის პროცედურა უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობით ხორციელდება და შუამდგომლობა არ შეიცავს ყველა საჭირო დოკუმენტსა და მონაცემებს ან/და მოწოდებული მასალა არ არის საკმარისი მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან გამოითხოვს საჭირო მასალებს.
6.
საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაინტერესებული პირისგან იღებს წერილობით დასტურს მსჯავრდებულის გადმოცემისათვის საჭირო ხარჯების გაღების თაობაზე, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად, მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეგზავნება პენიტენციურ სამსახურს.
7. მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადგენს დასკვნას მსჯავრდებულის გადმოცემის შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ უფლებამოსილი პირი.
8. უარყოფითი დასკვნის შედგენის შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით, 1 კვირის ვადაში ეცნობება დაინტერესებულ პირს/შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს.
9. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა დადებითია, მისი დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოში აღსასრულებელ განაჩენს მსჯავრდებულის გადმოცემასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უგზავნის შესაბამის სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოდან მიღებული განჩინების ასლი თარგმანთან ერთად ეგზავნება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. სასამართლოს განჩინების ასლს უნდა დაერთოს შუამდგომლობა გადმოცემის შესახებ.
11. თუ უცხო სახელმწიფო დაადასტურებს მსჯავრდებულის გადმოცემის სურვილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტს.
12.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ მინისტრის ბრძანებას გადმოცემის პროცედურების განხორციელებისათვის უგზავნის პენიტენციურ სამსახურს.
13. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გადმოცემული მსჯავრდებულის უცხო სახელმწიფოში ამნისტიის ან შეწყალების აქტით, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებით ან სხვა კანონიერი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან/და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართავს პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თხოვნით.
საქართველოს 2013 წლის
დეკემბრის კანონი №1798 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი №3138
–
ვებგვერდი, 11.07.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.07.2018 კანონი №3138
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45. უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა გადმოცემა 1. მსჯავრდებულის გადმოცემის საკითხის განხილვის დაწყების საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განცხადება ან უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა. 2. დაინტერესებული პირის განცხადებას/უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობას უნდა ერთოდეს: ა) მსჯავრდებულის სრული საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები და სხვა ინფორმაცია); ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსჯავრდებულის საქართველოს მოქალაქეობას ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს; გ) განმცხადებლისათვის გადმოსაცემი მსჯავრდებულის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ განმცხადებელი ახლო ნათესავია – შესაბამისი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის ან დაინტერესებული პირის განცხადების მიღებისთანავე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. 4. თუ მსჯავრდებულის გადმოცემის პროცედურის დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წინაშე ადგენს პირველად შუამდგომლობას მსჯავრდებულის გადმოცემის საკითხის განხილვის დაწყების თაობაზე. პირველადი შუამდგომლობა მოიცავს გადმოცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტების მოწოდების თხოვნას და არ წარმოადგენს შუამდგომლობას გადმოცემის შესახებ. 5. თუ მსჯავრდებულის გადმოცემის პროცედურა უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობით ხორციელდება და შუამდგომლობა არ შეიცავს ყველა საჭირო დოკუმენტსა და მონაცემებს ან/და მოწოდებული მასალა არ არის საკმარისი მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან გამოითხოვს საჭირო მასალებს. 6. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო დაინტერესებული პირისგან იღებს წერილობით დასტურს მსჯავრდებულის გადმოცემისათვის საჭირო ხარჯების გაღების თაობაზე, რომელიც სხვა დოკუმენტებთან ერთად, მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეგზავნება პენიტენციურ სამსახურს. 7. მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადგენს დასკვნას მსჯავრდებულის გადმოცემის შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ უფლებამოსილი პირი. 8. უარყოფითი დასკვნის შედგენის შემთხვევაში, შესაბამისი საფუძვლების მითითებით, 1 კვირის ვადაში ეცნობება დაინტერესებულ პირს/შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს. 9. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნა დადებითია, მისი დამტკიცებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოში აღსასრულებელ განაჩენს მსჯავრდებულის გადმოცემასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უგზავნის შესაბამის სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით. 10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოდან მიღებული განჩინების ასლი თარგმანთან ერთად ეგზავნება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. სასამართლოს განჩინების ასლს უნდა დაერთოს შუამდგომლობა გადმოცემის შესახებ. 11. თუ უცხო სახელმწიფო დაადასტურებს მსჯავრდებულის გადმოცემის სურვილს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტს. 12. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ მინისტრის ბრძანებას გადმოცემის პროცედურების განხორციელებისათვის უგზავნის პენიტენციურ სამსახურს. 13. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გადმოცემული მსჯავრდებულის უცხო სახელმწიფოში ამნისტიის ან შეწყალების აქტით, შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებით ან სხვა კანონიერი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან/და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსაგან ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართავს პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების თხოვნით. საქართველოს 2013 წლის დეკემბრის კანონი №1798 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №189აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2017
კ-ას სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანასთან დაკავშირებით, ”სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება.
- საქმე №2კ-31აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.04.2013
გ-ე საქართველოში ეტაპირებულია 2011 წლის 14 ივნისს, მისივე ინიციატივით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან წინასწარი თანხმობით „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის მე–9 პუნქტისა და საქართველოს სსსკ–ის 289–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში შემდგომი მოხდის მიზნით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება