თავი IV — სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა
1. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში ავტომატურად არ წყდება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ძირითად სისხლის სამართლის საქმეზე. იგი უნდა შეწყდეს გადაგზავნილ მასალებთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესახებ საქართველოს პროკურატურის ინფორმირების შემდეგ.
2. ამ კანონის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოები წყვეტენ სამართალწარმოებას გადაგზავნილ მასალებთან დაკავშირებით.
3. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოები არ წყვეტენ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებას. იგი უნდა გაგრძელდეს, თუ უცხო სახელმწიფო არ დააკმაყოფილებს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობას შემდეგი პირობებისა და შეზღუდვების გამო:
ა) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაულისათვის გასულია ხანდაზმულობის ვადა;
ბ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაული არ ექცევა ამ სახელმწიფოს იურისდიქციაში;
გ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო გამოსაძიებელ დანაშაულს მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად, პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად ან სამხედრო დანაშაულად;
დ) თუ გამოსაძიებელი დანაშაული შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით არ არის დასჯადი;
ე) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო საკუთარი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზეზით, საქართველოს შუამდგომლობის საფუძველზე არ დაიწყებს სისხლის სამართალწარმოებას.
საქართველოს 2018 წლის 20
ივლისის
კანონი №3156
–
ვებგვერდი, 06.08.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3803
- 20.07.2018 კანონი №3156
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 39. სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ეფექტი საქართველოში მიმდინარე სამართალწარმოებაზე 1. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში ავტომატურად არ წყდება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ძირითად სისხლის სამართლის საქმეზე. იგი უნდა შეწყდეს გადაგზავნილ მასალებთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თაობაზეშესახებ საქართველოს იუსტიციისპროკურატურის სამინისტროს ინფორმირების შემდეგ. 2. ამ კანონის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოები წყვეტენ სამართალწარმოებას გადაგზავნილ მასალებთან დაკავშირებით. 3. ამ კანონის 37-ე მუხლის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის მასალების სათანადოდ დამოწმებული ასლების უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოები არ წყვეტენ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოებას. იგი უნდა გაგრძელდეს, თუ უცხო სახელმწიფო არ დააკმაყოფილებს საქართველოს იუსტიციისპროკურატურის სამინისტროს შუამდგომლობას შემდეგი პირობებისა და შეზღუდვების გამო: ა) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაულისთვისდანაშაულისათვის გასულია ხანდაზმულობის ვადა; ბ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად გამოსაძიებელი დანაშაული არ ექცევა ამ სახელმწიფოს იურისდიქციაში; გ) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო გამოსაძიებელ დანაშაულს მიიჩნევს პოლიტიკურ დანაშაულად, პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებულ დანაშაულად ან სამხედრო დანაშაულადდანაშაულად; მიიჩნევს; დ) თუ გამოსაძიებელი დანაშაული შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით არ არის დასჯადი; ე) შუამდგომლობის მიმღები უცხო სახელმწიფო საკუთარი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზეზით, საქართველოს შუამდგომლობის საფუძველზე არ დაიწყებს სისხლის სამართალწარმოებას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება