1. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისთვის ჩამორთმეული საგნები ან/და დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებებად სისხლის სამართლის საქმეზე, ეგზავნება ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
2. მატერიალური ღირებულების მქონე საგნები და დოკუმენტები, თუ ისინი არ ეკუთვნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს, უნდა გაიგზავნოს მათი შენახვისა და მესაკუთრისათვის დაბრუნების გარანტიის მიღების შემდეგ. გარანტიას იძლევა ორგანო, რომელიც მოითხოვს პირის ექსტრადიცია
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 21.07.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-47-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.11.2023
შუამდგომლობის 31-ე პუნქტში აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებით და 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძარცვის მცდელობა, ჩადენილი არსებული ან არსებულად აღქმული დანაშაულებრივი ჯგუფის საშიში ძალის გამოყენებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სასარგებლოდ) და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15 წლამდე.
- საქმე №2კ-25-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.05.2020
თ-უს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
- საქმე №2კ-23-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2019
ჯ-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით თურქეთის რესპუბლიკის ანკარის საქალაქო მე-4 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2016 წლის 2 მარტის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მკვლელობის მცდელობა), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება