1. თუ პირი, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებამდე. თუ პირს, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, წაყენებული აქვს ბრალდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით გათავისუფლებამდე.
2. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია შეიძლება ასევე გადავადდეს ჰუმანიტარული მიზეზებით.
3. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
4. შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოსთვის დროებითი გადაცემა. დროებითი გადაცემის შესახებ შუამდგომლობა განიხილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განხილვისათვის დადგენილი წესით. დროებითი გადაცემა შეიძლება განხორციელდეს იმ პირობით, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოხდება ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოში დაბრუნება.
5. საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს პირის დროებითი გადმოცემის შესახებ შუამდგომლობით.
საქართველოს 2013 წლის
მაისის
კანონი №
– ვებგვერდი, 24.0
.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3803
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. გადავადებული ექსტრადიცია და დროებითი გადაცემა 1. თუ პირი, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებამდე. თუ პირს, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, წაყენებული აქვს ბრალდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით გათავისუფლებამდე. 2. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია შეიძლება ასევე გადავადდეს ჰუმანიტარული მიზეზებით. 3. პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 4. შესაბამისი თხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოსთვის დროებითი გადაცემა. დროებითი გადაცემის შესახებ შუამდგომლობა განიხილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განხილვისათვის დადგენილი წესით. დროებითი გადაცემა შეიძლება განხორციელდეს იმ პირობით, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოხდება ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოში დაბრუნება. 5. საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით დადგენილი წესების შესაბამისად მიმართოს უცხო სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს პირის დროებითი გადმოცემის შესახებ შუამდგომლობით. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №2კ-5-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2023
თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარე გამოძიებას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ პირს, რომლის მიმართაც შემოსულია…
- საქმე №2კ-4-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.02.2023
…ვალდებულებებს; საქართველოს იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილებას ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება; ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტს. 13. კასატორის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ვ. ბ–სის მიმართ მომთხოვნ სახელმწიფოში მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა…
- საქმე №2კ-445-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.11.2021
· ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ პირს, რომლის მიმართაც შემოსულია…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება