1. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო.
2. ექსტრადიცია არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც, პირის არასრულწლოვანებიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან ან პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ქმედების ბუნების და ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს ინტერესების მხედველობაში მიღებით ითვლება, რომ ექსტრადიცია აშკარად არ შეესაბამება ადამიანური მოპყრობის ძირითად სტანდარტებს.
3. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან.
4. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი შეიძლება გასამართლებულ იქნეს ან პირს შეიძლება მიესაჯოს სასჯელი სპეციალური სასამართლოს ან ტრიბუნალის მიერ.
1. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ძირითად ინტერესებს.
5. ექსტრადიცია არ განხორციელდება აგრეთვე საქართველოსა და შესაბამის უცხო სახელმწიფოს შორის არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში.
საქართველოს 2013 წლის
მაისის
კანონი №
– ვებგვერდი, 24.0
.2013
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 21.07.2010).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები 1. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოითხოვება იმ მიზნით, რომ შემდგომ იგი პასუხისგებაში იქნეს მიცემული ან დაისაჯოს მისი რასის, ეროვნების, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა მსგავს გარემოებათა გამო. 2. ექსტრადიცია არ განხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც, პირის არასრულწლოვანებიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან ან პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ქმედების ბუნების და ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს ინტერესების მხედველობაში მიღებით ითვლება, რომ ექსტრადიცია აშკარად არ შეესაბამება ადამიანური მოპყრობის ძირითად სტანდარტებს. 3. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან. 4. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი შეიძლება გასამართლებულ იქნეს ან პირს შეიძლება მიესაჯოს სასჯელი სპეციალური სასამართლოს ან ტრიბუნალის მიერ. 41.1. ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ძირითად ინტერესებს. 5. ექსტრადიცია არ განხორციელდება აგრეთვე საქართველოსა და შესაბამის უცხო სახელმწიფოს შორის არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ..2013
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(84)
- საქმე №2კ-42-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.07.2026
…ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები. 23. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
- საქმე №2კ-36-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.07.2026
ამასთან, აღნიშნული კანონის 34-ე მუხლის მე-15 პუნქტს თანახმად,,,საქართველოს იუსტიციის მინისტრი ითვალისწინებს ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას, ექსტრადიციის ამ კანონის 29-ე მუხლის 41 პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს.
- საქმე №2კ-27-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2026
კასატორის მეორე საკვანძო არგუმენტთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მასალებით, არ დგინდება ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1-ელი პუნქტითა (არ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია…
- საქმე №2კ-21-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2026
…ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები. 16. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
- საქმე №2კ-22-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.05.2026
…არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები. 15. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
- საქმე №2კ-4-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2026
- საქმე №2კ-131-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.12.2025
- საქმე №2კ-127-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.12.2025
- საქმე №2კ-128-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.12.2025
- საქმე №2კ-124-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.12.2025
- საქმე №2კ-123-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.12.2025
- საქმე №2კ-119-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2025
- საქმე №2კ-117-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.11.2025
- საქმე №2კ-115-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2025
- საქმე №2კ-111-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2025
- საქმე №2კ-107-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.10.2025
- საქმე №2კ-106-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.10.2025
- საქმე №2კ-99-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2025
- საქმე №2კ-100-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2025
- საქმე №2კ-96-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.07.2025
- საქმე №2კ-97-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.07.2025
- საქმე №2კ-92-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2025
- საქმე №2კ-93-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2025
- საქმე №2კ-90-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2025
- საქმე №2კ-91-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2025
- საქმე №2კ-84-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.06.2025
- საქმე №2კ-81-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.05.2025
- საქმე №2კ-73-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.05.2025
- საქმე №2კ-74-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.05.2025
- საქმე №2კ-69-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2025
- საქმე №2კ-58-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2025
- საქმე №2კ-56-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2025
- საქმე №2კ-54-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.03.2025
- საქმე №2კ-51-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.03.2025
- საქმე №2კ-40-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.03.2025
- საქმე №2კ-39-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.02.2025
- საქმე №2კ-35-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.02.2025
- საქმე №2კ-23-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.02.2025
- საქმე №2კ-3-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2025
- საქმე №2კ-1-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 84-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება