დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.07.2026
საქმის ნომერი
2კ-42-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330802226012840776

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№42I-26 24 ივლისი, 2026 წელი

დ. ი. ქ., №42I-26 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ქ.(I. K.) დ–ის (D.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. ქ.(I. K.) დ–ის (D.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. 2021 წლის 15 სექტემბრის თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩანაკკალეს 1-ლი მძიმე სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს N........... განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N... სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 1 თვის ვადით.

ამ განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2018 წლის 5 თებერვალს, თ–ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ინტერნეტში ნანახი განცხადების საფუძველზე, დაზარალებული დაუკავშირდა განცხადების ავტორს, ი. ქ.დ–ს, ავტომობილის ნაწილის შესაძენად და გადაურიცხა 1250 თურქული ლირა, თუმცა სანაცვლოდ, შეძენილი ნივთი არ მიუღია.

1.2. 2022 წლის 10 თებერვლის თურქეთის რესპუბლიკის დენიზლის მე-7 მძიმე სისხლის სამართლის 1-ლი ინსტანციის სასამართლოს N2019/25-2022/100 განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 1840 თურქული ლირის ოდენობით. რაც თურქეთის რესპუბლიკის ქ.დენიზლის 1-ლი სააღსრულებო სასამართლოს N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეიცვალა 92 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იმავე განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 1000 თურქული ლირის ოდენობით. რაც თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის 1-ლი სააღსრულებო სასამართლოს N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეიცვალა 50 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იმავე განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 1100 თურქული ლირის ოდენობით. რაც თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის 1-ლი სააღსრულებო სასამართლოს N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეიცვალა 55 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იმავე განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2500 თურქული ლირის ოდენობით. რაც თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის 1-ლი სააღსრულებო სასამართლოს N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეიცვალა 125 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იმავე განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 1500 თურქული ლირის ოდენობით. რაც თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის 1-ლი სააღსრულებო სასამართლოს N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეიცვალა 75 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იმავე განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 1600 თურქული ლირის ოდენობით. რაც თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის 1-ლი სააღსრულებო სასამართლოს N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეიცვალა 80 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იმავე განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 620 თურქული ლირის ოდენობით. რაც თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის 1-ლი სააღსრულებო სასამართლოს N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეიცვალა 31 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იმავე განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2180 თურქული ლირის ოდენობით. რაც თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის 1-ლი სააღსრულებო სასამართლოს N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეიცვალა 109 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იმავე განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 1040 თურქული ლირის ოდენობით; რაც თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის 1-ლი სააღსრულებო სასამართლოს N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეიცვალა 52 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იმავე განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 4360 თურქული ლირის ოდენობით. რაც თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის 1-ლი სააღსრულებო სასამართლოს N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეიცვალა 218 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იმავე განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 1240 თურქული ლირის ოდენობით. რაც თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის 1-ლი სააღსრულებო სასამართლოს N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეიცვალა 62 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იმავე განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 თურქული ლირის ოდენობით. რაც თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის 1-ლი სააღსრულებო სასამართლოს N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეიცვალა 100 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იმავე განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 1100 თურქული ლირის ოდენობით. რაც თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის 1-ლი სააღსრულებო სასამართლოს N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეიცვალა 55 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იმავე განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 1860 თურქული ლირის ოდენობით. რაც თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის 1-ლი სააღსრულებო სასამართლოს N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეიცვალა 93 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ამ განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2018 წელს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ი. ქ.დ–მა, სხვა პირებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, შექმნა ვებ-საიტი, სადაც სხვადასხვა კომპანიის სახელით, ავრცელებდა განცხადებებს ავტომობილის ნაწილების გაყიდვის თაობაზე და დაზარალებულებისგან მოტყუებით იღებდა აღნიშნული ნაწილების შესაძენად განკუთვნილ თანხებს.

1.3. 2023 წლის 20 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანტალიის რეგიონალური სააპელაციო სასამართლოს N2022/3639-2023/862 გადაწყვეტილებით ზემოთ აღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში.

1.4. 2023 წლის 19 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ქ.კასტამონუს 1-ლი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს N2021/560-2023/38 განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 8 თვის ვადით. აღნიშნული განაჩენი ქ. ანტალიის რეგიონალური სააპელაციო სასამართლოს N2023/364-2023/1851 გადაწყვეტილებით კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 11 დეკემბერს.

ამ განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი: 2021 წელს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, დაზარალებულმა ი. ქ.დ–ს გადაურიცხა ავტომობილის ნაწილის შესაძენად განკუთვნილი თანხა 1600 თურქული ლირა, თუმცა, შეძენილი ნივთი არ მიუღია.

1.5. 2024 წლის 30 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ.დენიზლის 1-ლი სააღსრულებო სასამართლოს N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეიკრიბა ზემოთ აღნიშნული სასჯელები და ი. ქ.დ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 31 წლის 93 თვისა და 1197 დღის ვადით.

1.6. 2025 წლის 8 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის ქ. დენიზლის მთავარი პროკურატურის მიერ გამოიცა ი. ქ.დ–ის დაკავების ბრძანება ზემოთ აღნიშნული სასჯელების აღსრულების მიზნით.

2. ი. ქ.დ–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2026 წლის 5 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. ქ.დ–ი.

2.2. 2026 წლის 6 თებერვალს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ი. ქ.დ–ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2.3. 2026 წლის 27 თებერვალს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ი. ქ.დ–ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

2.4. 2026 წლის 31 მარტს და 14 აპრილს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, რაც მიღებულ იქნა, შესაბამისად, 2026 წლის 24 აპრილს და 9 ივნისს.

2.5. 2026 წლის 30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ი. ქ.დ–ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2026 წლის 5 აგვისტომდე.

2.6. ამჟამად ი. ქ.დ–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

2.7. 2026 წლის 23 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ი. ქ.დ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის ქ.დენიზალის N1 სააღსრულებო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით.

2.8. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მეგი გურჩიანმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ი. ქ.დ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ჯ–ე არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას.

2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 ივნისის განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორის მეგი გურჩიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

2.10. დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ქ.დ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის ქ.დენიზლის N1 სააღსრულებო სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის N2024/6960-2024/6998 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოუხდელი ნაწილის მოხდის მიზნით.

2.11. 2026 წლის 6 ივლისს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ქ.დ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჯ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმება.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორის პოზიციით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლების თანახმად მათ მიმართეს მიგრაციის დეპარტამენტს, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის თავშესაფრის და საქართველოდან არ გაძევების თაობაზე, რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. ი. ქ.დ–ი თაღლითობისთვის არის გასამართლებული და მას 31 წლის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული, რაც არის არაპროპორციული და უსამართლო სასჯელი. ამავე დროს სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება უზრუნვეყოს მისი დაცვა და შეაჩეროს ექსტრადიციის პროცედურები. ამასთან, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე სამი წელია ცხოვრობს ბ–ში, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, არ არის ნასამართლევი და მისი ექსტრადიცია გამოიწვევს მძიმე შედეგს ოჯახისთვის. ი. ქ.დ–ი წარმოშობის ქვეყანაში შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას, რის გამოც მის სიცოცხლეს და ჯანმრთლობას ემუქრება საფრთხე. შესაბამისად, საქართველოს აკისრია ვალდებულება მომთხოვნ სახელწიფოს არ გადასცეს პირი, რომელიც შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაჰუმანურ ან პიროვნების ღირსების შემლახველ მოპყრობას. კასატორი ითხოვს გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორმა მეგი გურჩიანმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ი. ქ.დ–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ ი. ქ.დ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია, რომლის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციის დებულებებს უპირატესი ძალა აქვს კონვენციის მხარეებს შორის არსებულ სხვა ხელშეკრულებებთან მიმართებით.

3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

4. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ი. ქ.დ–ი 2026 წლის 5 თებერვალს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ი. ქ.დ–ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ი. ქ.დ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

6. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულ პირთა შემთხვევაში კი, ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

7. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით) რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თვისუფლების აღკვეთა 4 წლამდე ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თვისუფლების აღკვეთა 7 წლამდე ვადით.

9. ამდენად, ი. ქ.დ–ის მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისთვის მას სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით.

10. გარდა ამისა, დაცულია ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.

11. ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით.

12. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ი. ქ. დ–ის ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.

13. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.

14. ი. ქ.დ–ის მიმართ გამოტანილი განაჩენების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გასული არ არის. ასევე, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და იწურება 2033 წელს. ამდენდად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე – მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

15. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით საქართველოში არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.

16. ასევე, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ი. ქ.დ–ი რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. ამასთან წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. გასათვალისწინებელია, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო და ეროვნული პრევენციის მექანიზმები, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

17. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ი. ქ. დ–ის უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი. მათ შორის მოიცავს გარანტიას იმის თაობაზე, რომ დანაშაული არ არის პოლიტიკური და სამხედრო მნიშვნელობის. ამასთან, საერთაშორისო კონვენციების და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად დაცული იქნება მისი უფლებები.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსტრადიციის პროცესში ექსტრადიციის განმახორციელებელ სახელმწიფოს არა აქვს უფლებამოსილება, იმსჯელოს პირის ბრალეულობასა და სასჯელის კანონიერებაზე, ვინაიდან საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ექსტრადიციის მოქმედი საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას.

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ი. ქ. დ–ი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

21. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“

22. ი. ქ.დ–ი არ არის საქართველოს მოქალაქე, იგი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.

23. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

24. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში ი. ქ.დ–ის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.

25. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.

26. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ქ.დ–ი მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, მან თავი აარიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და მიიმალა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით მის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. გარდა ამისა, აღსანიშანვია, რომ თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენს საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოს, რომელთანაც მოქმედებს უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, საქართველოში მყოფ ი. ქ.დ–ის ახლობლებს და ოჯახის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა დაბრკოლებების გარეშე გადალახონ თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი და მოინახულონ იგი.

27. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ი. ქ.დ–ის საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მას შეეზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.

28. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ი. ქ.დ–ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

29. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ქ. დ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჯ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 ივნისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ქ.(I. K.) დ–ის (D.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 29 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე