1. კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისათვის „კომპიუტერული მონაცემი“, „კომპიუტერული სისტემა“ და „უნებართვო“ განიმარტება ამ კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული განმარტებების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
საქართველოს 2014
წლის 2
მაისის კანონი №2378 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.05.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.05.2014 კანონი №2378
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 158. კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა 1. კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ანგარებით; ბ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მიზნებისათვის „კომპიუტერული მონაცემი“, „კომპიუტერული სისტემა“ და „უნებართვო“ განიმარტება ამ კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული განმარტებების შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(35)
- საქმე №2კ-42-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.07.2026
…ფაქტობრივი გარემოებები: 1.1. 2021 წლის 15 სექტემბრის თურქეთის რესპუბლიკის ქ. ჩანაკკალეს 1-ლი მძიმე სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს N........... განაჩენით, ი. ქ.დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N... სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი საინფორმაციო სისტემების გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 1 თვის ვადით.
- საქმე №2კ-107-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.10.2025
…სისხლისსამართლებრივი პროცედურები: 1.1. 2023 წლის 31 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის ანადოლუს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-4 სასამართლოს განაჩენით ე. თ–ი (E. T.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „c” და „h“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი პირის შეზღუდული შესაძლებლობების გამოყენებით) და 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი მეწარმეების ან კომპანიის მენეჯერების, კოოპერატივების მენეჯერების ან თვითდასაქმებული პირების მიერ).
- საქმე №2კ-93-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2025
ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) და 204-ე მუხლით (ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება)…
- საქმე №2კ-59-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.04.2025
ქ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად…
- საქმე №ბს-223(2კ-23.) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
…მოქმედი რედაქცია) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2033-ე მუხლით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილის,,ბ“,,,გ“,,,დ“ ქვეპუნქტებით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…
- საქმე №2კ-249-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №ბს-223(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №2კ-448აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2024
- საქმე №2კ-331აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2024
- საქმე №2კ-519აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.06.2024
- საქმე №2კ-41-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.07.2023
- საქმე №2კ-38-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2022
- საქმე №2კ-634აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.11.2021
- საქმე №2კ-434-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2021
- საქმე №2კ-52-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.12.2020
- საქმე №2კ-586აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.09.2020
- საქმე №2კ-18-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.05.2019
- საქმე №2კ-28-I-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.11.2017
- საქმე №189აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.03.2017
- საქმე №2კ-718აპ.-08 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.10.2008
- საქმე №ა-306-შ-40-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.09.2007
- საქმე №2კ-733აპ.-06 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2006
- საქმე №ა-611-შ-44-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2005
- საქმე №ა-855-შ-33-04 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.06.2004
- საქმე №2კ-176დად.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.09.2002
- საქმე №2კ-39აპ.-2001 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2001
- საქმე №330310019002852601 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.09.2019
- საქმე №010100107216100 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2019
- საქმე №140100118002347788 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.10.2018
- საქმე №330100118002336089 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.09.2018
- საქმე №330100119003076791 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.12.2019
- საქმე №330100119003053631 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.12.2019
- საქმე №330310018002445897 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
- საქმე №010100118002428228 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 09.11.2018
- საქმე №140100118002347788 · გორის რაიონული სასამართლო · 01.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება