დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330802220004186184
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№52I-20 ქ. თბილისი
ა–ი ე., 52I-20 28 დეკემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე. ა–ის მიმართ .........ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2009 წლის პირველ დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს რაიონული მეორე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს (2006/169-2009/598) განაჩენით, ე. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა საზღვარგარეთ უკანონო გაყვანის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 7 500 თურქული ლირის ოდენობით. 2012 წლის 20 დეკემბერს ზემოთხსენებული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში. აღნიშნული განაჩენის აღსრულების მიზნით, 2015 წლის 9 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს რაიონული მთავარი პროკურატურის მიერ გამოიცა ე. ა–ს დაკავების ბრძანება.
2012 წლის 14 ივნისს სილიფქეს რაიონული მეორე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს (N2012/114-2012/402) განაჩენით ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლთან ერთობლიობაში 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა საზღვარგარეთ უკანონო გაყვანა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლისა და 4 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 6 900 თურქული ლირის ოდენობით. 2014 წლის 17 აპრილს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში. განაჩენის აღსრულების მიზნით 2015 წლის 15 იანვარს და 2015 წლის 9 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს რაიონული მთავარი პროკურატურის მიერ გამოიცა ე. ა–ს დაკავების ბრძანებები.
2013 წლის 23 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ართვინის საქალაქო ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს (N2012/2-2013/11) განაჩენით, ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ დაჭრა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით) და 87-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ დაჭრა, რამაც გამოიწვია სახის წარუშლელი დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით. 2014 წლის 10 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში. ამასთან, 2014 წლის 11 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ართვინის საქალაქო რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ, ზემოაღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით, გამოიცა ე. ა–ის დაკავების ბრძანება.
2013 წლის 26 აპრილს სილიფქეს რაიონული მეორე ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს (N2009/396-2013/259) განაჩენით ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე და 37-ე მუხლებთან ერთობლიობაში 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა საზღვარგარეთ უკანონო გაყვანის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა და ფულადი ჯარიმა 12 500 თურქული ლირის ოდენობით. 2017 წლის 28 მარტს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში. განაჩენის აღსრულების მიზნით 2017 წლის 22 მაისს თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს რაიონული მთავარი პროკურატურის მიერ გამოიცა ე. ა–ს დაკავების ბრძანებები.
2015 წლის 10 მარტს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის სისხლის სამართლის საქმეთა მესამე მძიმე დანაშაულის სასამართლოს (2013/206-2015/60) განაჩენით, ე. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების, საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენების გზით) და 207-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. 2015 წლის 24 ივნისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში. 2015 წლის 6 ივლისს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ ზემოაღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით გამოიცა ე. ა–ის დაკავების ბრძანება.
2016 წლის 9 ივნისიდან ე. ა–ი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ე. ა–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2016 წლისს 30 ივნისს .................ს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ............ს ტერიტორიაზე დააკავეს .........ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ა.
2016 წლის 2 ივლისს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ე. ა–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 50000 ლარის ოდენობით, ხოლო გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის სრულად შეტანამდე ე. ა–ს მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა. გირაოს თანხა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ არ იქნა გადახდილი დადგენილ ვადაში, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა დარჩა ძალაში.
2016 წლის 14 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი პროკურორის საჩივარი ე. ა–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.
2016 წლის 27 ივლისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ე. ა–ს ექსტრადიციის თაობაზე ............ რესპუბლიკის შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალები.
2016 წლის 20 სექტემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, .......... რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ე. ა–ს .........ის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
2016 წლის 23 სექტემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ე. ა–ს ექსტრადიციის თაობაზე .........ის რესპუბლიკის დამატებითი შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2016 წლის 29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ე. ა–ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვის ვადით - 6 თვემდე, 2016 წლის 30 დეკემბრამდე.
2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ე. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებასთან დაკავშირებით.
2016 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ე. ა–ს ექსტრადიციის თაობაზე ..........ის რესპუბლიკის დამატებითი შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალები.
2016 წლის 24 ნოემბერს და 27 დეკემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ............ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ე. ა–ს .......ის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
2016 წლის 16 დეკემბერს და 22 დეკემბერს .......ის რესპუბლიკის საელჩოდან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა დამატებითი ინფორმაცია ე. ა–ს ..........ის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
2016 წლის 29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ე. ა–ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვის ვადით - 9 თვემდე, 2017 წლის 30 მარტამდე.
2017 წლის 5 იანვარს თბილისის საპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი ე. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 20016 წლის 29 დეკემბრის განჩინებასთან დაკავშირებით.
2017 წლის 27 იანვარს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, ............ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია ე. ა–ს ........ის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
2017 წლის 14 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, ე. ა–ს მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი, 10 000 ლარის ოდენობით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
.........ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ე. ა–ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა:
2009 წლის პირველი დეკემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2006 წლის 4 მარტს ი. ა. ტ........ს რაიონის სოფელ ........ში ავტომობილით მიიყვანა მიგრანტები, რა დროსაც გზაზე უსაფრთხო გადაადგილების მიზნით დაზვერვითი ღონისძიებების გატარებას უზრუნველყოფდნენ ჯგუფის სხვა წევრები. დანიშნულების ადგილას მისვლის შემდგომ, მიგრანტები, ........ის რესპუბლიკის საზღვარზე მათი უკანონოდ გადაყვანის მიზნით, ნავში განათავსეს ე. ა–მა და ქ. ქ–მ, რომლებმაც ნავის გამოყენებით მიგრანტები გაიყვანეს ზღვაში. ექსპლუატაციის პროცესში ნავი დაზიანდა, რის გამოც აღნიშნულ პირებს მოუწიათ სოფელში დაბრუნება ნავის შეკეთების მიზნით. ......ში ჩასვლის შემდგომ ე. ა–ი და მისი თანამზრახველები გამოვლენილ და დაკავებულ იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ.
2012 წლის 14 ივნისის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 29 მარტს ე. ა–მა და მისმა თანამზრახველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მიგრანტები, ჯამში 41 პირი, არალეგალურად, მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ნავის გამოყენებით გადაიყვანეს თ–ის რესპუბლიკის საზღვარზე.
2013 წლის 26 აპრილის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 26 მაისს, ე. ა–ი და მისი თანამზრახველები მივიდნენ ........ს რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებული ჰყავდათ მიგრანტები. აღნიშნულმა პირებმა მიგრანტები ჩასხეს ავტომობილებში და .......ის რესპუბლიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მიზნით წაიყვანეს ზღვის მიმართულებით, რათა ნავების მეშვეობით უზრუნველეყოთ მათი ტრანსპორტირება. სანაპიროსთან მისვლის შემდგომ, ე. ა–მა და ჯგუფის სხვა წევრებმა მიგრანტები გადაიყვანეს ნავებში, რის შემდგომაც ნავები გაემართნენ დანიშნულების ადგილისკენ. ე. ა–მა ავტომობილით დატოვა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იგი, ჯგუფის სხვა წევრები და მიგრანტები დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
2013 წლის 23 იანვრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 30 მარტს, ქ. .......ში, „....ის“ სახელობის რესტორანში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ე. ა–ს, ს. ფ–ს, ჯ. დ–ის და ქ. ო–ს შორის გაიმართა ხელჩართული ჩხუბი, რა დროსაც ე. ა–მა ს. ფ–ს სახეში ლუდის ჭიქა ესროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მარჯვენა ლოყაზე 4 სმ დიამეტრის ჭრილობა მიაყენა და კბილი ჩაუმტვრია. სამედიცინო დასკვნის თანახმად, ს. ფ–სთვის მიყენებული ჭრილობა არის წარუშლელი.
2015 წლის 10 მარტის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
ე. ა–მა ქ. .....ში, „.......“-ს ბანკის ....ის ფილიალში არსებულ ანგარიშთან დაკავშირებული, 10 500 თურქულ ლირის (......... ეროვნული ბანკის მონაცემებით იმ დროისათვის 10 421 ლარის ექვივალენტი) ოდენობის ჩეკი 2008 წლის 6 ნოემბერს, დავალიანების სანაცვლოდ რ. გ–ის გადასცა და ამ გზით სამოქალაქო ბრუნვაში ჩართო. როდესაც რ. გ–ის ქალიშვილმა - ბ. გ–მ აღნიშნული ჩეკი თანხის განაღდების მიზნით ბანკში წარადგინა, დადგინდა, რომ ხსენებული ჩეკი გაყალბებული იყო. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჩეკის უკანა მხარეს არსებული ხელმოწერა შესრულებულია ე. ა–ს მიერ, ხოლო ჩეკზე არსებული ტექსტი და ციფრები გაყალბებულია ფიზიკური ზემოქმედების გზით.
4. 2020 წლის 14 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორმა თემურ ცინდელიანმა დაითხოვა ე. ა–ს თ–ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მოცემული პირის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია:
· თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს რაიონული მეორე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2009 წლის პირველი დეკემბრის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა საზღვარგარეთ უკანონო გაყვანის მცდელობა);
· თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს რაიონული მეორე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლთან ერთობლიობაში 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა საზღვარგარეთ უკანონო გაყვანა, ჩადენილი ჯგუფურად);
· თურქეთის რესპუბლიკის ართვინის საქალაქო ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ დაჭრა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით) და 87-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ დაჭრა, რამაც გამოიწვია სახის წარუშლელი დაზიანება);
· თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს რაიონული მეორე ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე და 37-ე მუხლებთან ერთობლიობაში 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა საზღვარგარეთ უკანონო გაყვანის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);
· თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის სისხლის სამართლის საქმეთა მესამე მძიმე დანაშაულის სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების, საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენების გზით) და 207-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ა–ს ..........ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია:
1. თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს რაიონული მეორე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2009 წლის პირველი დეკემბრის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა საზღვარგარეთ უკანონო გაყვანის მცდელობა);
2. თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს რაიონული მეორე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2012 წლის 14 ივნისის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლთან ერთობლიობაში 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა საზღვარგარეთ უკანონო გაყვანა, ჩადენილი ჯგუფურად);
3. თურქეთის რესპუბლიკის ართვინის საქალაქო ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ დაჭრა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით) და 87-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ დაჭრა, რამაც გამოიწვია სახის წარუშლელი დაზიანება);
4. თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს რაიონული მეორე ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე და 37-ე მუხლებთან ერთობლიობაში 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა საზღვარგარეთ უკანონო გაყვანის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად);
5. თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის სისხლის სამართლის საქმეთა მესამე მძიმე დანაშაულის სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების, საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენების გზით) და 207-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება)
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის -ე. ა–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ა–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და ე. ა–ს ........ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ა–ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2016 წლის 30 ივნისს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ, როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ე. ა–ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის ........ის რესპუბლიკის მოქალაქე. ე. ა–ს 2017 წლის 24 იანვარს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. მან 2019 წლის 24 ივლისს კვლავ მიმართა საერთაშორისო დაცვის განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, მას 2019 წლის 9 აგვისტოს უარი ეთქვა საქმის ხელახალ განხილვაზე, ამჟამად იგი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად .........ში და შესაბამისად, არ არსებობს ზემომითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.
5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენები გამოტანილ იქნა ე. ა–ს დაუსწრებლად. იმის მიუხედავად, რომ ე. ა–ი მიმართ წარმართული სასამართლო სხდომების მნიშვნელოვან ნაწილში მონაწილეობდა, „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილია გარანტია, რომ ე. ა–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა ყველა შესაბამის განაჩენთან მიმართებით.
6. ადამიანის უფლებების შესახებ გარანტიების საფუძველზე ექსტრადიცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ცალკეული დებულებების დარღვევის პრევენციის მისაღებ პრაქტიკად იქნა მიჩნეული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188).
7. ე. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები დასჯადია: 1. თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა საზღვარგარეთ უკანონო გაყვანის მცდელობა), N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე და 37-ე მუხლებთან ერთობლიობაში 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა საზღვარგარეთ უკანონო გაყვანის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) დაN5237 სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლთან ერთობლიობაში 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა საზღვარგარეთ უკანონო გაყვანა, ჩადენილი ჯგუფურად). აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებენ თავისუფლების აღკვეთას 3-დან 8-წლამდე ვადით; 2. თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ დაჭრა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით) და 87-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ დაჭრა, რამაც გამოიწვია სახის წარუშლელი დაზიანება). აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით; 3. თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების, საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენების გზით) და 207-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება). აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 7-წლამდე ვადით.
8. ე. ა–ს მიერ საქართველოს იურისდიქციაში ქმედების ჩადენის შემთხვევაში, კვალიფიკაცია მოხდებოდა: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3441-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას; 3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით; 3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. ამრიგად, ე. ა–ის მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, ე. ა–სათვის ......ის რესპუბლიკაში სასჯელის სახით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის ვადები, ყველა ეპიზოდისათვის აკმაყოფილებს მინიმალური სასჯელის 4-თვიან კრიტერიუმს. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაშიც ე. ა–ი დამნაშავედ არის ცნობილი .......ის რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულდა 6 წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ე. ა–ის მიმართ გამოტანილი ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენთა კანონიერ ძალაში შესვლის თარიღების მხედველობაში მიღებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის.
9........ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული საექსტრადიციო მასალების თანახმად, არც ........ის რესპუბლიკაში არის გასული ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად კონკრეტულ საქმეში ხანდაზმულობა არ წარმოადგენს შემაფერხებელ ფაქტორს არც ......ის და არც .......ს კანონმდებლობის თანახმად.
10. ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ე. ა–ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე.
11. ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR).
12. საქართველოს პროკურატურის მიერ შეგროვებული მასალების (გასაუბრება ე. ა-სთან, შსს-ს მონაცემთა ბაზები) თანახმად, ე. ა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ცხოვრობს ქ. ...........ში მეუღლესთან ნ. ქ–თან და არასრულწლოვან შვილთან (2015) ერთად. ე. ა–ს ...........ში მცხოვრები ოჯახის წევრები არიან .........ის რესპუბლიკის მოქალაქეები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოში ჰყავს ოჯახის წევრები, რომლებიც არიან მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქეები, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხე, ვინაიდან აღნიშნული პირები ყოველგვარი შეზღუდვისა და დაბრკოლების გარეშე შეძლებენ მომთხოვნ სახელმწიფოში მის მონახულებას (მაგ.იხ.სუსგ.№391-20). ამდენად, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ე. ა–ს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ა–ს .........ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია: 1) თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს რაიონული მეორე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2009 წლის პირველი დეკემბრის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლთან ერთობლიობაში 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა საზღვარგარეთ უკანონო გაყვანის მცდელობა); 2) თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს რაიონული მეორე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს2012 წლის 14 ივნისის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლთან ერთობლიობაში 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა საზღვარგარეთ უკანონო გაყვანა, ჩადენილი ჯგუფურად); 3) თურქეთის რესპუბლიკის ართვინის საქალაქო ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ დაჭრა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით) და 87-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ დაჭრა, რამაც გამოიწვია სახის წარუშლელი დაზიანება); 4) თურქეთის რესპუბლიკის სილიფქეს რაიონული მეორე ძირითადი სისხლის სამართლის სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე და 37-ე მუხლებთან ერთობლიობაში 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მიგრანტთა საზღვარგარეთ უკანონო გაყვანის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 5) თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის სისხლის სამართლის საქმეთა მესამე მძიმე დანაშაულის სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განაჩენში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის N5237 სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების, საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენების გზით) და 207-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის -ე. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე