შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
733აპ 14 დეკემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ე. ბ-სა და დ. ი-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით გ. კ-ლს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 2033-ე მუხლით; საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 187-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებითა და 19,133-ე მუხლითა და ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 2033-ე მუხლით; 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 381-ე მუხლითა და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით; 236-ე მუხლის I ნაწილით; 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
1996 წლის 13 აგვისტოდან 2004 წლის 5 მაისამდე --- გ. კ-ლი მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ---ედ. საქართველოს ---ის ¹-- განკარგულებით გ. კ-ლს 2000 წლის 30 ნოემბერს მიენიჭა ---ის წოდება. გ. კ-ის სამსახურებრივი უფლებამოსილება განისაზღვრებოდა საქართველოს კანონით სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ, რომლის I და II მუხლის I პუნქტში მითითებულია, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი პრინციპია „კანონიერება“ და „ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა“. ამასთან ერთად‚ მოქმედი „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებით“, გ. კ-ლს სხვა სამსახურებრივ ფუნქციონალურ მოვალეობებთან ერთად ევალებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორის, შემდგომში დროებითი ყოფნის იზოლატორის კურატორობა. ამავდროულად, იგი ვალდებული იყო‚ გაეკონტროლებინა იზოლატორში მყოფი პატიმრების მოთავსების კანონიერება და სახელისუფლებო ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე განეხორციელებინა პირადი კონტროლი.
გ. კ-ის აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სასჯელს იხდიდნენ მსჯავრდებულები, რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 20 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავედ 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ით გათვალისწინებული მუხლებით, კერძოდ:
დ. ა-ძე _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 78-ე მუხლით და 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მას მიესაჯა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა, რაც შემდგომში შეეცვლა საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებით _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. სასჯელის მოხდა დაიწყო 1995 წლის 8 იანვრიდან.
აწ გარდაცვლილი თ. ა-ძე _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება _ სიკვდილით დასჯა, რაც საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებით შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1993 წლის 4 სექტემბრიდან;
მ. მ-ვა _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით. სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1995 წლის 8 იანვრიდან;
ი. შ-ვი _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაიწყო 1995 წლის 20 იანვრიდან;
თ. ჯ-ძე _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 78-ე მუხლით. სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან პირველი ოთხი წელი _ საპყრობილეში მოხდით. სასჯელის მოხდა დაიწყო 1995 წლის 8 იანვრიდან;
ჯ. ხ-ნი _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით. სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, აქედან პირველი ოთხი წელი _ საპყრობილეში მოხდით. სასჯელის მოხდა დაიწყო 1995 წლის 20 იანვრიდან;
დ. ჯ-უა _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით. სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქედან პირველი ხუთი წელი _ საპყრობილეში მოხდით, ხოლო დანარჩენი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაიწყო 1995 წლის 20 იანვრიდან;
ა. ზ-ია _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაიწყო 1995 წლის 8 იანვრიდან.
გარდა დასახელებული მსჯავრდებულებისა, აღნიშნულ იზოლატორში, ამავე დროს, კანონის დარღვევით სასჯელს იხდიდნენ სხვადასხვა სასამართლოების განაჩენებით დამნაშავედ ცნობილი შემდეგი პირები:
თ. ა-ძე _ მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 961-ე მუხლით, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით და სასჯელს იხდიდა 1993 წლის 4 ოქტომბრიდან;
ჯ. ბ-ძე _ მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით და სასჯელს იხდიდა 1999 წლის 1 თებერვლიდან.
მ. ც-ძე _ მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით და სასჯელს იხდიდა 1999 წლის 1 თებერვლიდან;
ე. მ-ძე _ მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2091-ე მუხლით, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით და სასჯელს იხდიდა 1998 წლის 7 აგვისტოდან.
მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირისათვის _ გ. კუპრეიშვილისათვის ცნობილი იყო აღნიშნული სასამართლოების გადაწყვეტილებების შესახებ, მან, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველმა მოადგილემ, იმ დროს მოქმედი საქართველოს შრომა-გასწორების კოდექსის მე-14 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სისტემატურად, პირადი მოტივითა და განსაკუთრებით მძიმე შედეგის გამოწვევით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, განზრახ არ შეასრულა სასამართლოების გადაწყვეტილებები და არ გააკონტროლა დასახელებული მსჯავრდებულების სასჯელის მოსახდელად განაჩენით განსაზღვრული შესაბამისი რეჟიმის კოლონიებში გადაყვანა და დატოვა ისინი საპყრობილის რეჟიმში მანამ, სანამ აწგარდაცვლილი თ. ა-ძე 1999 წლის დეკემბერში არ გაათავისუფლეს ვადამდე, მძიმე ავადმყოფობის საფუძველზე, ჯ. ბ-ძე 1999 წლის დეკემბერში და მ. ც-ძე 2000 წლის თებერვალში არ გაათავისუფლეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ვადამდე პირობითად, ხოლო დ. ა-ძე, მ. მ-ვა, თ. ჯ-ძე, დ. ჯ-უა, ჯ. ხ-ნი, ე. მ-ძე, ა. ზ-ია, ი. შ-ვი და თ. ა-ძე კი დატოვა პატიმრობაში წლების განმავლობაში. ამასთანავე, ასეთი განზრახი მოქმედებებით, რომლებიც აშკარად გასცილდა გ. კ-სათვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, შეურაცხყო დ. ა-ის, მ. მ-ას, თ. ჯ-ის, დ. ჯ-ას, ჯ. ხ-ის, ა. ზ-ას, აწ გარდაცვლილ თ. ა-ის, ე. მ-ის, მ. ც-ის, ჯ. ბ-ის, ი. შ-სა და თ. ა-ის პირადი ღირსება და არსებითი ზიანი მიაყენა როგორც მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე, სახელმწიფო ინტერესებს.
საქართველოს ---მა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ პუნქტის საფუძველზე 1999 წლის -- ოქტომბრის ¹-- განკარგულებით შეიწყალა 1757 მსჯავრდებული, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოყვანილიყო სისრულეში. მსჯავრდებულთაგან ერთი პირი _ თ. ა-ძე, როგორც ცნობილი იყო, სასჯელს იხდიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორში. აღნიშნული შეწყალების განკარგულების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირისათვის, გ. კ-სათვის ცნობილი იყო თ. ა-ის შეწყალების შესახებ, მან, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ---ემ, სისტემატურად, პირადი მოტივითა და განსაკუთრებით მძიმე შედეგის გამოწვევით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და თ. ა-ძე დატოვა პატიმრობაში. ასეთი განზრახი მოქმედებით, რომელიც აშკარად გასცილდა გ. კ-სათვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, შეურაცხყო თ. ა-ის პირადი ღირსება და არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ინტერესებს და ცალკეული მოქალაქის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ამავდროულად, გ. კ-მა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ---თან _ ი. გ-სთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დაარღვია იმ დროს მოქმედი საქართველოს შრომა-გასწორების კოდექსის 106-ე და 109-ე მუხლების მოთხოვნები, რითაც თ. ა-ეს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 1999 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით.
1999 წლის 6 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ შეაჩერა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის -- ოქტომბრის ¹-- განკარგულების მოქმედება მსჯავრდებულ თ. ა-ის შეწყალების შესახებ, ხოლო 1999 წლის 11 ნოემბერს კი ამავე სასამართლომ ბათილად ცნო აღნიშნული განკარგულება და თ. ა-ძე დატოვებულ იქნა პატიმრობაში სასჯელის მოხდამდე.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის შეწყალების შეუსრულებლობის ფაქტზე 1999 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აღიძრა და წარმოებაში იქნა მიღებული ¹-- სისხლის სამართლის საქმე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორის თანამდებობის პირთა და სხვათა მიმართ. 1999 წლის 18 ოქტომბერს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ხსენებული იზოლატორის უფროსი ვ. მ-ლი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
1999 წლის 20 ოქტომბერს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები და გასცა ბრძანებები ბრალდებულ ვ. მ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენებისა და თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. აღნიშნული ბრძანებები 1999 წლის 22 ოქტომბერს დაუყოვნებლივ შესასრულებლად გადაეგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირისათვის, გ. კ-სათვის, რომელიც კურატორობას უწევდა აღნიშნული სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორს, ცნობილი იყო ზემოხსენებული გადაწყვეტილებების შესახებ, პირადი მოტივით და სისტემატურად გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილებები, არ დააპატიმრა ვ. მ-ლი და დატოვა იგი თავის თანამდებობაზე. ასეთი განზრახი მოქმედებით, რომელიც აშკარად გასცილდა გ. კ-სათვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, ამ უკანასკნელმა არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ინტერესებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში 1999 წლის 6 დეკემბერს თ. ა-ის მიმართ აღიძრა ¹--/-- სისხლის სამართლის საქმე და 1999 წლის 11 დეკემბერს იგი მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სსკ-ის მე-19,133-ე და 19,78-ე მუხლებით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა დაპატიმრება. 2000 წლის 7 მარტს აღნიშნული საქმე საბრალდებო დასკვნით განსახილველად წარიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში.
2000 წლის იანვრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო იზოლატორს ეწოდა დროებითი ყოფნის იზოლატორი.
2000 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით თ. ა-ძე ცნობილი იქნა დამნაშავედ 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 78-ე მუხლით და ამჟამად მოქმედი 24-ე, 143-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. 2001 წლის 29 იანვარს საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განჩინებით გააუქმა აღნიშნული განაჩენი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოებით შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო და განჩინებაში კატეგორიულად მიუთითა თ. ა-ის დაუყოვნებლივ განთავისუფლების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების დროებითი ყოფნის იზოლატორიდან. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მოხელისათვის, გ. კ-სათვის, ცნობილი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, მან, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ---ემ, რომელიც კურატორობას უწევდა აღნიშნულ იზოლატორს, კვლავ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას არაერთგზის და არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც შეურაცხყო თ. ა-ის პირადი ღირსება და გამოიწვია მისი უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა.
ამავდროულად, გ. კ-მა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ---თან _ ი. გ-სთან და ამავე სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორის უფროსთან _ ვ. მ-თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დაარღვია 2000 წლის 1 იანვრიდან მოქმედებაში შესული „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლი, თ. ა-ძე კვლავ დატოვა პატიმრობაში, რითაც ამ უკანასკნელს არაერთგზის უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება სამ წელზე მეტი ხანგრძლივობით, ვიდრე თ. ა-ძე 2004 წლის 9 აპრილს არ იქნა გათავისუფლებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე.
სახელმწიფო მოხელე გ. კ-მა, რომელსაც ადრე ჩადენილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, კვლავ არაერთგზის გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და აგრეთვე არაერთგზის, მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაარღვია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ: 2001 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ---თან _ ი. გ-სთან შეთანხმების შესაბამისად, გ. კ-ის დავალებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილების სამსახურმა, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, მოსასმენი აპარატის გამოყენებით, განახორციელა ქ. ბათუმის სხვადასხვა აბონენტთა კერძო სატელეფონო საუბრებისა და ფაქსების გზავნილების ჩაწერა და მიყურადება. მიღებული ჩანაწერები სათანადო ტექნიკური საშუალებით, კომპიუტერული ე.წ. „დისკეტის“ სახით გადაეცემოდა გ. კ-ლს. კერძოდ, 2001 წლის სექტემბრში გ. კ-ის დავალებით განხორციელდა ქ. ბათუმში, --- ¹8-ში განლაგებულ გაზეთ „---“-ის რედაქციის საქალაქო ტელეფონების უკანონო მიყურადება და ამ გაზეთის --- ლ. ბ-ის ორი კერძო სატელეფონო საუბრის, კერძოდ: ერთი გამოძიებით დაუდგენელ პირთან და მეორე ქ. ბათუმის მაცხოვრებელთან ს. ნ-სთან, აგრეთვე ამავე გაზეთის --- ჯ. კ-ის ერთი კერძო სატელეფონო საუბრის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და საინფორმაციო-სააგენტო „---ის“ -- დ. ტ-სთან, უკანონო ჩაწერა. ამასთანავე, 2001 წლის განმავლობაში განხორციელდა ჯ. კ-სა და დ. ტ-ის მიერ ამავე რედაქციიდან ქ. თბილისში დანიშნულებისამებრ გაგზავნილი ფაქსების უკანონოდ ჩაწერა და მიყურადება. გარდა ამისა, აღნიშნულ თვეში აგრეთვე განხორციელდა ქ. ბათუმში, -- ¹110-ში განლაგებული იმ დროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში კანდიდატად მონაწილე მოქ. ლ. ქ-ის საინიციატივო ჯგუფის საქალაქო ტელეფონის უკანონო მიყურადება და კერძო სატელეფონო ერთი საუბრის, კერძოდ, ნ. ბ-ის, ზ.ბ-სა და ლ. ქ-ის შორის, უკანონო ჩაწერა. აღნიშნული ქმედებით გ. კ-მა შეურაცხყო ზემოთ დასახელებული პირების ღირსება და გამოიწვია მათი უფლებების და სახელმწიფო კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა.
2004 წლის 9 მაისს სამხედრო პროკურატურის თანამშრომლებმა ჩაატარეს ჩხრეკა აბაშის რაიონის სოფ. --- მდებარე გ. კ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. მითითებული სახლის მესამე სართულზე მდებარე აღმოსავლეთ ოთახში, საწოლთან არსებული რკინის სეიფიდან ამოღებულ იქნა ფეთქებადი ნივთიერება „---ლი“, კერძოდ: „---ის“ 2 ცალი კოჭა, წონით _ 400 გრამი და 2 ცალი, წონით _ 150 გრამი, ე.ი. სულ 550 გრამი, დამზადებული ქარხნული წესით, რაც გ. კ-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.
2004 წლის 10 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ---ის _ გ. კ-ის სამუშაო კაბინეტში, ქ. ბათუმში, --- მდებარე შენობის მე-4 სართულზე, სამხედრო პროკურატურის თანამშრომლებმა ჩაატარეს ჩხრეკა, რის შედეგად აღნიშნული კაბინეტის მოსასვენებელ ოთახში მოთავსებული რკინის კარადიდან ამოღებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღი: „სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტი, ამავე მოსასვენებელი ოთახიდან ამოღებულ იქნა „აკ“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ¹--. დასახელებული ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო განპიროვნებული გ. კ-ზე სათანადო წესით და შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. გარდა ამისა, ამოღებულ იქნა „აკ-74“, „აკს-74-ის“, „აკმ-ის» და „აკმ-ის“ სისტემის ავტომატური იარაღებისათვის განკუთვნილი ასაფეთქებელი მოწყობილობა-ყუმბარმტყორცნი _ 25 „---“ და მისთვის განკუთვნილი ასაფეთქებელი მოწყობილობა _ 10 ცალი „ჟU-25“ ტიპის ყუმბარა, აგრეთვე, საბრძოლო მასალა _ 150 ცალი 5, 45 მმ კალიბრიანი ავტომატური იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნა, 16 ცალი 7, 62 მმ კალიბრიანი „ნაგანის“ სისტემის რევოლვერებისათვის განკუთვნილი ვაზნა, 5 ცალი 9 მმ კალიბრიანი „ბორხად-ლუგერის“ სისტემის («პარაბელუმ პ-08“) და ანალოგიური კალიბრიანი და კონსტრუქციის იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნა და 475 ცალი 7, 65 მმ კალიბრის „ბორხარდ-ლუგერის“ და „პარაბელუმის“ სისტემის იარაღებისათვის განკუთვნილი ვაზნები, რაც მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის განაჩენით გ. კ-ლი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ: პატიმარ თ. ა-ის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის -- ოქტომბრის ¹-- განკარგულების შეუსრულებლობის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაულში, გათვალისწინებული 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, ამავე კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 2033-ე მუხლით; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფროსის _ ვ. მ-ის თანამდებობიდან გადაყენებისა და დაპატიმრების შესახებ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 და 20 ოქტომბრის ბრძანებების შეუსრულებლობის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაულში, გათვალისწინებული 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 2033-ე მუხლით; აბაშის რაიონის სოფელ --- მდებარე მის საცხოვრებელ სახლში ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შენახვის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაულში, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და იგი ამ ბრალდებებში გამართლდა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
გ. კ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 187-ე მუხლის მეორე ნაწილითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2033-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 381-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 158-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ გ. კ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: გაუქმდა განაჩენი გ. კ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ პატიმარ თ. ა-ის შეწყალების თაობაზე ეპიზოდში. მსჯავრდებული გ. კ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ პატიმარ თ. ა-ის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შეუსრულებლობის ეპიზოდში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია). საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით გ. კ-ლს შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელები, როგორც ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ. კ-ლს მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმსა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ გ. კ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები _ ე. ბ-ია და დ. ი-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და გ. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ არასწორია განაჩენით დადგენილი კვალიფიკაცია; საქმეზე დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი; წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართალწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას; განაჩენი დაეყრდნო კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს; სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა საჩივრის მტკიცება იმის შესახებ, რომ გ. კ-ლს არ ჩაუდენია მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: 2004 წლის 10 მაისის ჩხრეკის ოქმით; გ. კ-ის მიერ 2001 წლის მარტსა და მაისში საქართველოს სახელმწიფო --- აპარატის უფროსისა და ---ის სახელზე გაგზავნილი ¹-- და ¹-- წერილებით; 1998 წლის 24 და 28 ივლისის ¹-- და ¹-- წერილებით; საქართველოს გენერალური --- ა. ბ-ის 1999 წლის 30 ივლისის ¹--/-- წარდგინებითა და 1999 წლის 18 სექტემბრის ¹--/--/-- წერილით; 2001 წლის 24 აგვისტოს წერილით; 1999 წლის 23 დეკემბრის ¹-- წერილით საქართველოს --- ნ. გ-ის სახელზე; დაზარალებულების _ თ. ა-ის, ნ. ი-ის, ა. ზ-ას, დ. ჯ-სა და სხვათა ჩვენებებით; მოწმეების _ ზ. ა-ის, დ. ა-ის, გ. და ქ. ა-ებისა და სხვათა ჩვენებებით; სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით გ. კ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენა დადასტურებულია.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული ის გარემოება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების იზოლატორს 1996 წლიდან 2004 წლის 5 მაისამდე ხელმძღვანელობდა და კურატორობდა --- გ. კ-ლი.
საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, უტყუარადაა დადასტურებული, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების იზოლატორს 1996 წლიდან 2004 წლის 5 მაისამდე ხელმძღვანელობდა და კურატორობდა --- გ. კ-ლი, რომელმაც პატიმრები არ გადაიყვანა მათთვის განაჩენით განსაზღვრული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიებში და უკანონოდ ამყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების იზოლატორში, ასევე შეწყალების აქტისა და უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე არ გაათავისუფლა თ. ა-ძე პატიმრობიდან. კერძოდ, ის ფაქტი, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს დროებითი ყოფნის იზოლატორის კურატორობა გ. კ-ის ფუნქციონალური მოვალეობა იყო, დასტურდება: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის --- ო. თ-ის 2004 წლის 8 მაისის ¹-- ცნობით, 1998 წლის 24 და 28 ივლისის ¹-- და ¹-- წერილებით, რითაც გ. კ-ლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორ რ. ჯ-ეს აცნობებს იზოლატორში მოთავსებული პატიმრის _ დ. ა-ის მიერ მშრალი შიმშილობის გამოცხადების შესახებ; საქართველოს გენერალური --- ა. ბ-ის 1999 წლის 30 ივლისის ¹--/-- წარდგინებითა და 1999 წლის 18 სექტემბრის ¹--/--/--/-- წერილით, რომლებიც გაგზავნილია ი. გ-ის სახელზე და შეეხება აჭარის უშიშროების იზოლატორში უკანონოდ მოთავსებულ მსჯავრდებულთა შესაბამის კოლონიებში გადაყვანას. ორივე დოკუმენტზე თარიღებით _ 12.08.99 და 28.09.99 რეზოლუცია აქვს დადებული გ. კ-ლს და საკითხების გადაწყვეტას ავალებს ვ. ს-ნს; 1999 წლის 23 დეკემბრის ¹-- წერილით საქართველოს --- ნ. გ-ის სახელზე, რითაც გ. კ-ლი პასუხობს იმავე წლის 8 დეკემბრის ¹-- წერილს, რომლითაც იგი გაფრთხილებულ იქნა, რომ, თუ არ უზრუნველყოფდა პატიმრების გადაყვანას მათთვის განაჩენებით განსაზღვრული რეჟიმის კოლონიებში, მის მიმართ აღიძვრებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა; გ. კ-ის განმარტებით, პატიმრების ყოფნა უშიშროების იზოლატორში მიაჩნიათ მიზანშეწონილად და აუცილებლად; თვით გ. კ-ის მიერ 2001 წლის მარტსა და მაისში საქართველოს --- სამინისტროში ---ის _ ბ. ლ-სა და მინისტრის ---ის _ ნ. ბ-ს სახელზე გაგზავნილი ¹-- და ¹-- წერილებით; 2001 წლის 24 აგვისტოს წერილით, რითაც საქართველოს --- ნ. ბ-ძე, აჭარის --- ი. გ-ეს სთხოვს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობის მისაღებად კვალიფიციური გამომძიებლის მივლინებას, აღნიშნულ წერილს გადასაწყვეტად რეზოლუციით ი. გ-ძე აწერს გ. კ-ლს.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹1200 განკარგულება პატიმართა შეწყალების შესახებ გამოცემულ იქნა 1999 წლის 1 ოქტომბერს.
საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული განკარგულება 1999 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შტაბის უფროსმა ა. ტ-ემ პირადად ჩაიტანა ქ. ბათუმში და სათანადო აქტის შედგენით სპეციალური რეესტრით ჩააბარა ქ. ბათუმში ¹-- საგამოძიებო იზოლატორის უფროს ე. ჯ-ეს.
ბრალდებულის სახით დაკითხულ ე. ჯ-ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან 1999 წლის 2 ოქტომბერს ა. ტ-საგან ჩაიბარა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ¹-- საგამოძიებო იზოლატორში მყოფ პატიმართა შეწყალების შესახებ, რომელთა შორის იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის --- სამინისტროს ---ის _ თ. ა-ის შეწყალების დოკუმენტი. ა. ტ-ის თხოვნით, მას პრეზიდენტის განკარგულება უნდა ჩაებარებინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს იზოლატორის უფროსისათვის, მაგრამ ოჯახური პირობების გამო ამის გაკეთება ვერ შეძლო, შემდეგ კი შეიტყო, რომ იგივე დოკუმენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს უკვე მიღებული ჰქონდა და საერთოდ აღარ გადაუცია.
მოწმე თ. ა-ის ჩვენებით, 1999 წლის 2-3 ოქტომბერს იგი მივიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს იზოლატორში და დაცვის უფროს ა. ა-ეს ხელმოწერით ჩააბარა შეწყალების დოკუმენტი, რის შემდეგაც ტელეფონით ესაუბრა გ. კ-ლს, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა შეწყალების დოკუმენტის მიღებასა და იზოლატორის თანამშრომლის მიერ ხელმოწერის ფაქტზე, რა დროსაც შეაგინა და დაემუქრა, რომ «კატოკივით გადაუვლიდა». მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, თ. ა-ძე არ იქნა გათავისუფლებული პატიმრობიდან.
გ. კ-ის მიერ 1999 წლის 1 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრამდე შეწყალების დოკუმენტის მიღების ფაქტი დასტურდება ასევე დ., გ. და ქ. ა-ების ჩვენებებით.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ ბუნებაში არ არსებობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის ბრძანება გ. კ-სათვის საგამოძიებო იზოლატორის კურატორობის დაკისრების თაობაზე, რის გამოც მას არ უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საგამოძიებო იზოლატორში არსებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით. თვით მსჯავრდებულ გ. კ-ის მიერ სასამართლო-სამსჯავრო გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ის, როგორც უშიშროების მინისტრის მოადგილე, მინისტრ ი. გ-ის სიტყვიერი ბრძანებით კოორდინაციას უწევდა სამინისტროს იმ ოპერატიული დანაყოფების მუშაობას, რომელთა ფუნქციონალურ მოვალეობას წარმოადგენდა საზღვარგარეთის ქვეყნების სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოვლენა უცხოელთა მიმოსვლის არხებზე, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის დაცვის ოპერატიული უზრუნველყოფა. აღნიშნული ჩვენებით დასტურდება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის ბრძანება მის მოადგილეებზე ფუნქციების განაწილების თაობაზე არ ყოფილა წერილობით გამოცემული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინისტრის მოადგილეები ცალკეულ დარგებს კურატორობდნენ მინისტრის სიტყვიერი ბრძანების შესაბამისად, ხოლო ის ფაქტი, რომ გ. კ-ლი კურატორობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორს, გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, დასტურდება ასევე სასამართლო-სამსჯავრო გამოძიების დროს მოწმის სახით დაკითხული პირების _ ვ. მ-სა და ვ. ს-ის ჩვენებებით. ვ. მ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ --- როცა დგებოდა რომელიმე პატიმრის გადაყვანის დრო, იგი ახსენებდა მის ხელმძღვანელ გ. კ-ლს, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებას პატიმრის გადაყვანისა თუUდატოვების შესახებ; იზოლატორსა და საგამოძიებო განყოფილებას ხელმძღვანელობდა მინისტრის პირველი მოადგილე გ. კ-ლი. ნებისმიერი საკითხი იზოლატორთან დაკავშირებით, პატიმრის მიღება, საკნებში გადაადგილება, ნახვის ნებართვა ხორციელდებოდა გ. კ-ის მიერ. მოწმე ვ. ს-ის ჩვენებით ირკვევა, რომ --- ოფიციალური დოკუმენტი, თუ ვინ იყო საგამოძიებო განყოფილების კურატორი, არ არსებობდა, მაგრამ იზოლატორთან დაკავშირებულ საკითხებს აგვარებდა უშუალოდ მის უფროსთან, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მიმართავდა გ. კ-ლს. იზოლატორიდან თ. ა-ის გათავისუფლებამდე მას დაურეკა გ. კ-მა, სთხოვა მისულიყო მასთან და დახმარებოდა პატიმრის გასათავისუფლებლად საჭირო დოკუმენტების მომზადებაში. დასვენების დღე იყო და იზოლატორის უფროსი ადგილზე არ იმყოფებოდა. იგი მივიდა გ. კ-თან, გაუწია კონსულტაცია და პატიმარი გაუშვეს.
ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულებაში მითითებულია: «მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას მინისტრის არყოფნისას». საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრ ი. გ-ის 2000 წლის 30 აპრილის ¹-- ბრძანებით 1-იდან 30 მაისამდე გ. კ-ლი, მინისტრის შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით, ასრულებდა მის მოვალეობას. ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის _ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის 2001 წლის 17 ივნისის ¹--, 2002 წლის 24 დეკემბრის ¹--, 2003 წლის ¹-- განკარგულებების საფუძველზე ი. გ-ის შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით გ. კ-ლი ასრულებდა მინისტრის მოვალეობას, რაც დადასტურებულია აღნიშნულ განკარგულებაზე მის მიერ შესრულებული ხელმოწერებით. იმავე განკარგულებებზე ხელს აწერენ სხვა მოადგილეებიც, რითაც ადასტურებენ გ. კ-ის მიერ მინისტრის მოვალეობის შესრულების ფაქტს და ამით ფაქტობრივად ვალდებულებას იღებენ, რომ მას დაემორჩილონ, როგორც მინისტრს. ამდენად, აღნიშნული დოკუმენტებით რეალურად დგინდება, რომ ი. გ-ძე რამდენჯერმე გასული იყო შვებულებაში და არ იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მინისტრის მოვალეობას ასრულებდა გ. კ-ლი, რომელიც ხელმძღვანელობდა მთელ სამინისტროს და შესაბამისად, მის ყველა დანაყოფს აკონტროლებდა.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია კერძო საუბრების საიდუმლოების დარღვევისა და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდების ნაწილში.
კერძო საუბრების მიყურადების ეპიზოდში, გარდა დაზარალებულების ჩვენებებისა, გ. კ-ის ბრალეულობა დადასტურებულია ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზ. ა-ის ჩვენებებით. აღნიშნული ჩვენებებით ირკვევა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც მოსმენებს ახორციელებდნენ უკანონოდ როგორც --- ი. გ-ის, ასევე მისი --- გ. კ-ის სიტყვიერი დავალების საფუძველზე. გ. კ-ლი მას იბარებდა თავის სამუშაო ოთახში, სადაც აძლევდა ტელეფონის ნომრებს და ავალებდა, უკანონოდ ჩაერთო აღნიშნული ნომრები ფარულ მოსმენებზე, ფარულ ჩანაწერებს კი გ. კ-ლი უსმენდა თავის სამუშაო ოთახში კომპიუტერის _ ნოუთბუქის საშუალებით. მან 2004 წლის სექტემბრის ბოლოს თავის საცხოვრებელ ბინაში, მუსიკალურ დისკებთან ერთად, შემთხვევით ნახა დისკი, რომელზეც აღმოჩნდა გ. კ-ის სიტყვიერი დავალების საფუძველზე «---სა» და ლ. ქ-ის სატელეფონო საუბრების უკანონო მოსმენების ჩანაწერი. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით იგი მიცემული იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მის მიმართ გამოტანილია განაჩენი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილების ---ის _ ს. კ-ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ გ. კ-ის დავალების საფუძველზე «---ის» ტელეფონის ნომერზე ხორციელდებოდა უკანონო ფარული მიყურადება. გ. კ-ლი ფარული მოსმენების შედეგად ჩაწერილ ინფორმაციას ისმენდა. აღნიშნული ეპიზოდი დადასტურებულია ასევე მოწმეების _ ვ. შ-სა და ე. ხ-ის ჩვენებებით, ზ. ა-ის განცხადებით თავის საცხოვრებელ სახლში სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით კომპიუტერის ლაზერული დისკის აღმოჩენის თაობაზე, 2004 წლის 5 ნოემბრის ოქმებით ფონოგრამის მოსმენის შესახებ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2004 წლის 15 ოქტომბრის დასკვნითა და მისი დანართებით.
ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ გ. კ-ის მიერ კერძო საუბრების საიდუმლოების დარღვევის ფაქტი უდავოდ არის დადგენილი დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ 2004 წლის 10 მაისს ბათუმის ---ის _ ო. დ-ას მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, გარდა წერილობითი დოკუმენტებისა, მოთავსებულ იქნა ოთხ პაკეტში და დაილუქა. კერძოდ, ჩხრეკის ოქმის მიხედვით, გ. კ-ის სამუშაო კაბინეტში, მოსასვენებელ ოთახში ნანახი და ამოღებულ იქნა «აკს»-ის სისტემის ავტომატი, ხუთი მჭიდით, «აკ-74» სისტემის ავტომატი, რომელზეც დამონტაჟებულია ყუმბარმტყორცნი «გპ-25» ¹-- მჭიდით, 150 ვაზნით, «გპ-25» ყუმბარმტყორცნის 10 ჭურვი «ვოზ-25», «სტეჩკინის» სისტემის ავტომატური პისტოლეტი ¹--, კაბურით, 1 ცარიელი მჭიდით, 16 ცალი ბარაბნიანი რევოლვერებისათვის განკუთვნილი ვაზნა, «გიანჩის»-ფირმის კაბურები პისტოლეტისა და მჭიდებისათვის, 1 ცალი მებრძოლის ინდივიდუალური აფთიაქი, «ლუგერის» სისტემის 5 ვაზნა, 10 კოლოფი _ 500 ცალი 7,65მმ კალიბრიანი «პარაბელუმის» ვაზნა, 6 ცალი ვიდეოკასეტა სხვადასხვა წარწერით და ასევე 1 ცალი კასეტა _ სულ შვიდი ვიდეოკასეტა, 4 კომპიუტერული დისკი, 2 ცალი ფოტოლენტა, მერაბ აბაშმაძის სახელზე გაცემული იარაღის ტარების ნებართვა ¹--, 12 ცალი ახალი კომპიუტერული დისკი, --- ე-ის პატაკი ი. გ-ის სახელზე, საქართველოს გენერალური ---ე ნ. გ-ის წერილი გ. კ-ის სახელზე თ. ა-ის უკანონო დაკავების შესახებ, გ. კ-ის წერილი ---ის _ გ. ა-ის სახელზე თ. ა-ის შეწყალების შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 29 იანვრის განჩინება მ. ტ-ას მომართვით უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორის სახელზე თ. ა-ის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ 3 ფურცელზე, 2001 წლის 31 იანვრის საქართველოს გენერალური პროკურორის, მისი მოადგილის, საქართველოს სახალხო დამცველის წერილები ი. გ-ის სახელზე თ. ა-ის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. საკასაციო პალატა არ ეთანხმება საჩივრის მოტივირებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ეცნო 2004 წლის 10 მაისს შედგენილი ჩხრეკის ოქმი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 2004 წლის 10 მაისს გ. კ-ის სამუშაო ოთახში ჩხრეკის ჩატარების დროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა. მოწმეთა სახით დაკითხული პირების _ თ. ნ-სა და თ. მ-ის ჩვენებებით ირკვევა, რომ ისინი დამსწრეთა სახით მონაწილეობდნენ 2004 წლის 10 მაისს გ. კ-ის სამუშაო ოთახში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედება _ ჩხრეკაში. მოწმე თ. მ-ის ჩვენებით, --- თანამშრომლების თხოვნას, რომ იგი დასწრებოდა ჩხრეკას, დაეთანხმა. ის აიყვანეს მეოთხე სართულზე, რის შემდეგ გააღეს კარები და შევიდნენ კაბინეტში. ჩხრეკის დროს მოსასვენებელ ოთახში მდგარი სეიფის გვერდზე იდო ავტომატი «კალაშნიკოვი», ხოლო სეიფში აღმოჩნდა «სტეჩკინი». ამოღებულ იქნა დოკუმენტები, კასეტები, შედგენილ იქნა ჩხრეკის ოქმი, რომელიც მან წაიკითხა და მოაწერა ხელი, მან გადაიკითხა ამოღებული დოკუმენტების უმეტესობა და ახსოვს, რომ ისინი შეეხებოდნენ თ. ა-ეს. მოწმე თ. ნ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2004 წლის მაისში, უშიშროების სამინისტროს შენობასთან გავლის დროს, სთხოვეს ჩხრეკაზე დასწრება. კაბინეტი, სადაც უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა, იყო დაკეტილი, ცოტა ხნის შემდეგ მოიტანეს გასაღები, გააღეს კაბინეტი და ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს სხვადასხვა სახის იარაღი და დოკუმენტები, შეადგინეს ოქმი, რომლის სისწორეც მან დაადასტურა ხელმოწერით. დოკუმენტები, რომლებიც ამოღებულ იქნა, ძირითადად შეეხებოდა თ. ა-ეს. ჩხრეკის დაწყების წინ როგორც კაბინეტის შესასვლელი, ისე მოსასვენებელი ოთახისა და სეიფის კარებიც იყო დაკეტილი გასაღებით. სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტები მიეკუთვნება ქარხნული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღების, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ---ე ო. თ-ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2004 წლის 6 მაისს, გვიან ღამით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროში მივიდა საქართველოს --- გ. უ-ვა, რომელმაც მოითხოვა გ. კ-ის ოთახის გასაღები, მან მოატანინა კაბინეტის გასაღები, რომელიც გადასცა გ. უ-ას. გ. კ-ის კაბინეტში არსებული სეიფების გასაღები მას გ. უ-სათვის არ გადაუცია. მოწმის სახით დაკითხული საქართველოს ---ე გ. უ-ას ჩვენებით კი ირკვევა, რომ მას ო. თ-ემ გადასცა გ. კ-ის სამუშაო კაბინეტის გასაღები. მან აღნიშნული ოთახით ისარგებლა რამდენჯერმე, სადაც რჩებოდა მხოლოდ რამდენიმე წუთის მანძილზე სამსახურებრივი საქმიანობისათვის. მას ჰქონდა მხოლოდ კაბინეტის შესასვლელი კარების გასაღები, მოსასვენებელი ოთახის კარები იყო დაკეტილი, მას არ უსარგებლია სამუშაო მაგიდით და არ უნახავს, თუ რა იყო მაგიდაში მოთავსებული. საქართველოს შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის წერილობითი მომართვით დადგენილია, რომ საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი გ. გ-ძე, რომელიც აღნიშნულ ჩხრეკას ესწრებოდა როგორც ამ დაწესებულების წარმომადგენელი, უფლებამოსილი იყო, მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში.
ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება განაჩენის მითითებას იმის შესახებ, რომ გამომძიებლის შუამდგომლობასა და მოსამართლის მიერ გაცემულ ბრძანებაში მითითებული თარიღი _ 9 მაისი არის ტექნიკური უზუსტობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჩხრეკა გ. კ-ის სამუშაო კაბინეტში მიმდინარეობდა 2004 წლის 10 მაისს.
ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ 2004 წლის 10 მაისს, გ. კ-ის სამუშაო ოთახში ჩხრეკის ჩატარების დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ჩხრეკის დროს ამოღებული, თანამდებობის პირების მიერ გ. კ-ის, ი. გ-ის სახელზე გაგზავნილი წერილები და ვიდეოკასეტები, თავის მხრივ, მეტყველებს ჩხრეკის ოქმის სარწმუნოობაზე, ვინაიდან შეუძლებელი იყო აღნიშნული დოკუმენტების, კასეტებისა თუ სხვა საგნების არსებობა მათი აღმოჩენის ადგილზე სხვაგავარად, თუ არა _ თვით მსჯავრდებულ გ. კ-ის მეშვეობით, რომელსაც პირადად ეკუთვნოდა აღნიშნული დოკუმენტები და კასეტები. სრულიად არადამაჯერებელია და არც რაიმე მტკიცებულება არსებობს საიმისოდ, რომ შესაძლებლად იქნეს მიჩნეული აღნიშნული საგნების სხვა პირების მიერ მოპოვება და შემდეგ გ. კ-ის სამუშაო ოთახში შეტანა.
რაც შეეხება აღნიშნულ ქმედებათა სამართლებრივ კვალიფიკაციას, საკასაციო პალატა არ ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულმა გ. კ-მა ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სისტემატურად, პირადი მოტივით, რამაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხმყოფელი მოქმედება შემდეგ ეპიზოდებში: 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ---ემ გ. კ-მა, რომელსაც, სხვა სამსახურებრივ ფუნქციონალურ მოვალეობებთან ერთად, ევალებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო იზოლატორის, შემდგომში დროებითი ყოფნის იზოლატორის კურატორობა, ასევე იგი ვალდებული იყო, გაეკონტროლებინა იზოლატორში მყოფი პატიმრების მოთავსების კანონიერება და სახელისუფლებო ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე განეხორციელებინა პირადი კონტროლი, განზრახ არ შეასრულა განაჩენში მითითებული მსჯავრდებულების, მათ შორის _ თ. ა-ის მიმართ, სასამართლოების გადაწყვეტილებები, არ გაუწია კონტროლი მსჯავრდებულების სასჯელის მოსახდელად განაჩენით განსაზღვრული შესაბამისი რეჟიმის კოლონიებში გადაყვანას და დატოვა ისინი საპყრობილის რეჟიმზე; 2. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის -- ოქტომბრის ¹-- შეწყალების შესახებ განკარგულების მიუხედავად, თანამდებობის პირისათვის _ გ. კ-სათვის ცნობილი იყო რა თ. ა-ის შეწყალების შესახებ, მან, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველმა მოადგილემ, სისტემატურად, პირადი მოტივითა და განსაკუთრებით მძიმე შედეგის გამოწვევით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და თ. ა-ძე დატოვა პატიმრობაში. ასეთმა განზრახმა მოქმედებამ, რომელიც აშკარად გასცილდა გ. კ-სათვის კანონით მინიჭებულ უფლებათა და რწმუნებათა ფარგლებს, შეურაცხყო თ. ა-ის პირადი ღირსება და გამოიწვია მისი უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. 3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2001 წლის 29 იანვრის განჩინებით გააუქმა აღნიშნული განაჩენი, თ. ა-ის მიმართ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო და განჩინებაში კატეგორიულად მიუთითა თ. ა-ის დაუყოვნებლივ განთავისუფლების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების დროებითი ყოფნის იზოლატორიდან. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მოხელისათვის _ გ. კ-სათვის ცნობილი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, მან, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომელიც კურატორობას უწევდა აღნიშნულ იზოლატორს, კვლავ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას არაერთგზის და არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც შეურაცხყო თ. ა-ის პირადი ღირსება. გ. კ-მა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, თ. ა-ძე კვლავ დატოვა პატიმრობაში, რითაც ამ უკანასკნელს არაერთგზის უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 3 წელზე მეტი ხანგრძლივობით, ვიდრე თ. ა-ძე 2004 წლის 9 აპრილს არ იქნა გათავისუფლებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების საფუძვლეზე.
პალატა თვლის, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ეპიზოდებში განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, რასაც ეთანხმება პალატა, მსჯავრდებულ გ. კ-ის მიერ ჩადენილ იქნა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება სამსახურებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებებით, გარდა მაკვალიფიცირებელი გარემოების _ დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფისა.
პალატა განმარტავს, რომ «დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა» არის მოქმედება, რომელიც უწესო ფორმით ამცირებს პირის ღირსებას ან ისეთი ფორმით, რომელიც შეურაცხყოფაში გამოიხატება. სახელდობრ _ დაზარალებულის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოთქმები საჯარო გამოსვლების დროს, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საქმის მასალებით არ დასტურდება. განაჩენში არ არის მითითებული, თუ რა კონკრეტულ მოქმედებაში გამოიხატა მისი ჩადენა. ღირსების შეურაცხყოფა განზრახი მოქმედებაა, რომელიც კონკრეტულად უნდა გამოიხატოს რაიმე ქმედებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება ზემოაღნიშნულ ეპიზოდებში, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილსა (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), ხოლო სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) შერაცხული ბრალდება მას უნდა მოეხსნას და ამ ნაწილში უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
განაჩენით მსჯავრდებულ გ. კ-ლს ასევე მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან, ადრე ჩადენილი ჰქონდა რა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, კვლავ არაერთგზის გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და არაერთგზის, პირების პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც გამოიწვია მათი უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა კერძო საუბრების უკანონო ჩაწერა-მიყურადება, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, არაერთგზის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტებითა და 158-ე მუხლის მესამე ნაწილის «ბ», «გ» და «დ» ქვეპუნქტებით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ლს კერძო საუბრების საიდუმლოების დარღვევის ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» (არაერთგზისობა) და «გ» (დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა) ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდება უნდა მოეხსნას და ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან მას ამ დანაშაულამდე ჩადენილი ჰქონდა არა უფლებამოსილების გადამეტება, არამედ _ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; ხოლო მაკვალიფიცირებელი გარემოება _ «დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფა» საქმის მასალებით არ დასტურდება.
რაც შეეხება მოცემულ ეპიზოდში მსჯავრდებულ გ. კუპრეიშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ხსენებული მაკვალიფიცირებელი გარემოებების გარეშე, აღნიშნულს მოიცავს 158-ე მუხლის მესამე ნაწილის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაკვალიფიცირებელი გარემოება _ «დანაშაულის ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით», რის გამოც ამ ქმედების დამატებით, ცალკე საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება საჭირო არ არის.
საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზოგად შემადგენლობასთან ერთად პირის ქმედებაში არსებობს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული სპეციალური ნორმით განსაზღვრული შემადგენლობაც, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ ნორმით გათვალისწინებული კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისათვის და რომელსაც ასევე მოიცავს ზოგადი ნორმის შემადგენლობა, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ სპეციალური ნორმით.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული გ. კ-ლი დაკავებულ იქნა 2004 წლის 8 მაისს.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ. კ-ლი 2004 წლის 8 მაისს გამოცხადდა საქართველოს უშიშროების სამინისტროში, სადაც სისხლის სამართლის საპროცესო ნორმათა დაცვით გამოტანილ იქნა დადგენილება გ. კ-ის დაკავების შესახებ, შედგენილ იქნა დაკავების ოქმი და იგი მოთავსდა საქართველოს უშიშროების სამინისტროს იზოლატორში. აღნიშნული დადგენილება და ოქმი ხელმოწერილია თვით გ. კ-ის მიერ, რა დროსაც მას არანაირი პრეტენზია უკანონო პატიმრობაში ყოფნის თაობაზე არ განუცხადებია და არ გაუკეთებია შენიშვნები ოქმზე. გ. კ-ის 2004 წლის 8 მაისს დაკავებისა და უშიშროების სამინისტროს იზოლატორში მოთავსების ფაქტი დადასტურებულია როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული _ გ. ს-ის, ვ. ი-სა და ვ. მ-ის ჩვენებებით; ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იზოლატორის აღრიცხვის ჟურნალის დათვალიერების ოქმით. ის საკითხი, გ. კ-ლი 2004 წლის 8 მაისამდე იყო თუ არა უკანონოდ დაკავებული, საჭიროებს დამოუკიდებელ გამოკვლევას, რისი კომპეტენციაც საკასაციო ინსტანციას არ გააჩნია, ხოლო საქმეში არსებული მასალა არ იძლევა სათანადო საფუძველს აღნიშნულ საკითხზე უტყუარი და დასაბუთებული სამართლებრივი შეფასებებისა და შესაბამისი დასკვნების გამოსატანად.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ საქმეზე დარღვეულია პატიმრობისა და წინასწარი გამოძიების ვადები.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სისხლის სამართლის ¹-- საქმე გ. კ-ის მიმართ საქართველოს უზენაეს სასამართლოში არსებითად განსახილველად შევიდა 2004 წლის 31 დეკემბერს. საქართველოს უზენაესი სასამართლოდან აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადაეგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოს, სადაც შევიდა 2005 წლის 10 მაისს. საქართველოს სსსკ-ის 6804-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას განსასჯელის პატიმრობის ვადა, განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმის სასამართლოსათვის გადაცემის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის საქმის გადაცემიდან განაჩენის გამოტანამდე _ 2006 წლის 16 იანვრამდე 12 თვე არ იყო გასული. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოში საქმის სააპელაციო წესით განხილვისას განსასჯელის პატიმრობის საერთო ვადა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. აღნიშნული ვადა კი საქმეზე ამოიწურებოდა 2006 წლის 31 დეკემბერს. საქართველოს სსსკ-ის 6804-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 2006 წლის 1 იანვრამდე პირველი ინსტანციის სასამართლოში შესული სისხლის სამართლის საქმის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში განხილვისას ამ კოდექსის 6804-ე მუხლით გათვალისწინებული განსასჯელის პატიმრობის დროებითი ვადები მოქმედებს მათ ამოწურვამდე. ამდენად, საქმეზე გ. კ-ის საპატიმრო ვადები არ არის დარღვეული.
საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უკანონოა 2004 წლის 25 აპრილის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ვადის გაგრძელების შუამდგომლობის აღძვრის თაობაზე, რომელიც 2004 წლის 25 აპრილს დაამტკიცა ---ე პ. ჯ-მა. კასატორის განმარტებით, არაუფლებამოსილმა პირმა გააგრძელა საგამოძიებო ვადა 2004 წლის 1 ივლისამდე, რადგან ამ დროისათვის საგამოძიებო ვადა გადაცილებული იყო 12 თვეს და თანახმად სსსკ-ის 271-ე მუხლის მეოთხე ნაწილის «დ» ქვეპუნქტისა, საგამოძიებო ვადა უნდა გაეგრძელებინა გენერალურ პროკურორს.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. კ-ის ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიების ვადა არ არის დარღვეული. კერძოდ, დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და გამომძიებელთა ჯგუფის შექმნის შესახებ გამოტანილია 1999 წლის 11 ოქტომბერს, საქმე აღიძრა სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 194-ე მუხლის მეორე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო ¹--.
2000 წლის 6 იანვარს საქმეზე ¹-- წინასწარი გამოძიების ვადა 2000 წლის 11 აპრილამდე გააგრძელა --- მოადგილე ნ. გ-ემ.
2000 წლის 11 აპრილის დადგენილებით სისხლის სამართლის ¹-- საქმეზე შეჩერდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება. ამ დროისათვის გასულია გამოძიების 6-თვიანი ვადა.
2000 წლის 29 ივნისს სისხლის სამართლის ¹-- საქმეზე განახლდა წინასწარი გამოიძება. 2000 წლის 29 ივნისს საქმეზე ¹-- წინასწარი გამოძიების ვადა 2000 წლის 29 ოქტომბრამდე გააგრძელა --- მოადგილემ ა. ბ-მა.
2000 წლის 29 ივნისის დადგენილებით ერთ წარმოებად გაერთიანდა სისხლის სამართლის ¹-- (სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არიან ე. ჯ-ძე და ი. დ-ნი) და ¹- (1999 წლის 11 დეკემბერს აღიძრა სს ¹-- საქმე მოქ. ა. კ-ის უკანონო პატიმრობისა და ქ. ბათუმის მესამე საპყრობილის თანამდებობის პირთა დაუდევრობის ფაქტზე სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 194-ე მუხლის პირველი ნაწილით) საქმეები. გაერთიანებულ სს საქმეს მიეცა სარეგისტრაციო ¹--.
2000 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით ისევ შეჩერდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება ¹-- საქმეზე. ამ დროისათვის გასულია 9 თვე და 12 დღე.
2001 წლის 13 აგვისტოს დადგენილებით განახლდა სისხლის სამართლის ¹-- საქმეზე გამოძიება.
2001 წლის 13 აგვისტოს საქმეზე ¹-- წინასწარი გამოძიების ვადა 2001 წლის 13 სექტემბრამდე გააგრძელა გენერალური პროკურორის მოადგილე შ. ა-მა.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და წარმოებაში მიღების შესახებ 2001 წლის 3 სექტემბრის დადგენილებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორის თანამდებობის პირთა მიმართ, თ. ა-ის უკანონო პატიმრობაში ყოფნის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 381-ე მუხლით. საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო ¹--.
2001 წლის 5 სექტემბრის დადგენილებით ერთ წარმოებად გაერთიანდა სს ¹-- და ¹-- საქმეები და მიეცა სარეგისტრაციო ¹--. ამ დროისათვის გასულია 10 თვე და 12 დღე. ვადა კი გაგრძელებულია 2001 წლის 13 სექტემბრამდე.
2001 წლის 8 სექტემბრის დადგენილებით სს ¹-- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ¹-- სს საქმე, სხვა პირთა მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არ არიან გამოსაძიებელი საქმის ბრალდებასთან.
სსსკ-ის 246-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, «გამოყოფილი საქმის წინასწარი გამოძიების ვადა იწყება გამოყოფის შესახებ დადგენილების გამოტანის დღიდან». აქედან გამომდინარე, ¹-- საქმის გამოძიების ვადა აითვლება 2001 წლის 8 სექტემბრიდან, ამ ნომრის საქმეში გაერთიანებულია სისხლის სამართლის ¹-- (სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული არიან ე. ჯ-ძე და ი. დ-ნი) და ¹- (1999 წლის 11 დეკემბერს აღიძრა სს ¹- საქმე მოქ. ა. კ-ის უკანონო პატიმრობისა და ქ. ბათუმის მესამე საპყრობილის თანამდებობის პირთა დაუდევრობის ფაქტზე სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 194-ე მუხლის პირველი ნაწილით) საქმეები, ხოლო საქმეზე ¹-- (სს საქმე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორის თანამდებობის პირთა მიმართ, თ. ა-ის უკანონო პატიმრობაში ყოფნის ფაქტზე) გამოძიების ვადა აითვლება ამ საქმის აღძვრის დღიდან _ ე.ი. 2001 წლის 3 სექტემბრიდან.
2001 წლის 3 დეკემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე ¹-- შეჩერდა წინასწარი გამოძიება.
2002 წლის 27 სექტემბრის დადგენილებით განახლდა გამოძიება და ვადა 2002 წლის 27 ოქტომბრამდე გააგრძელა --- მოადგილე გ. ჯ-ამ.
2002 წლის 27 ოქტომბრის დადგენილებით შეჩერდა სს საქმეზე ¹-- გამოძიება.
2003 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებით განახლდა სს ¹-- საქმეზე გამოძიება და წინასწარი გამოძიების ვადა 2003 წლის 28 ნოემბრამდე _ ე.ი. 5 თვემდე გააგრძელა ---ე გ. ჯ-ამ.
2003 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით შეჩერდა სს საქმეზე ¹-- წარმოება.
2004 წლის 1 აპრილის დადგენილებით განახლდა გამოძიება საქმეზე ¹-- და ვადა გაგრძელდა 2004 წლის 1 მაისამდე ე.ი. 6 თვემდე გაგრძელდა უფლებამოსილი პირის _ ---ე პ. ჯ-ის მიერ.
2004 წლის 25 აპრილის დადგენილებით წინასწარი გამოძიების ვადა საქმე ¹--ზე 2004 წლის 1 ივლისამდე _ ე.ი. 8 თვემდე გაგრძელდა უფლებამოსილი პირის _ გენერალური პროკურორის მოადგილე პ. ჯ-ის მიერ. სწორედ ამ წინასწარი გამოძიების ვადის დროს მოხდა გ. კ-ის დაკავება, ეჭვმიტანილად ცნობა, ბრალის წაყენება, დაპატიმრება და ა.შ.
ამდენად, მსჯავრდებულ გ. კ-ის ბრალდების სისხლის სამართლის ¹-- საქმეზე არ არის დარღვეული წინასწარი გამოძიების ვადა, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ უკანონოა ზემოთ მითითებული საპროცესო აქტები და ასევე _ ყველა საპროცესო მოქმედება, რომელიც ამ პერიოდში ჩატარდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მასალებს არ შეესაბამება გასაჩივრებულ განაჩენში არსებული მითითება იმის შესახებ, რომ საქმეზე დაირღვა საგამოძიებო ვადა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და დაუნიშნა მისი ქმედებისა და პიროვნების შესაბამისი სამართლიანი სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ გ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები შემდეგ ეპიზოდებში: ა) სასამართლოების განაჩენების შესაბამისად, თ. ა-სა და სხვა მსჯავრდებულების სასჯელის მოსახდელად განაჩენით განსაზღვრულ შესაბამისი რეჟიმის კოლონიებში გადაყვანის შესახებ განაჩენების შეუსრულებლობის ფაქტთან დაკავშირებით; ბ) პატიმარ თ. ა-ის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის ¹-- განკარგულების შეუსრულებლობის ფაქტთან დაკავშირებით; გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ, თ. ა-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, 2001 წლის 29 იანვარს გამოტანილი განჩინების შეუსრულებლობის ფაქტთან დაკავშირებით _ დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილსა (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე (2000 წლის 5 მაისის რედაქცია);
იმავე ეპიზოდებში მსჯავრდებულ გ. კ-ლს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) შერაცხული ბრალდება მოეხსნას და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;
კერძო საუბრების საიდუმლოების დარღვევის ეპიზოდში მსჯავრდებულ გ. კ-ლს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდება მოეხსნას და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;
განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.