1. საომარი მდგომარეობის დროს იქმნება სათათბირო ორგანო − ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული თავდაცვის საბჭოს წევრები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საბჭოს წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ პარლამენტისა და მთავრობის ცალკეული წევრები. ეროვნული თავდაცვის საბჭო მოქმედებს საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე.
2. ეროვნული თავდაცვის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
თავი მეცხრე. ადგილობრივი თვითმმართველო
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-58(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.04.2023
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის №02/10/01 განკარგულების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და „შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ა.
- საქმე №2კ-81აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.06.2018
ბ) შეწყალებული ა-ს პატიმრობაში დატოვების ეპიზოდი საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 1999 წლის 1 ოქტომბრის №... განკარგულებით შეიწყალა 1757 მსჯავრდებული, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოყვანილიყო სისრულეში.
- საქმე №010100107216100 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2019
საქართველოს პ------------მა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი ნაწი-ლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 1999 წლის 1 ოქტომბრის №---- განკარგულებით შე-იწყალა 1757 მსჯავრდებული, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოყვანილიყო სისრულეში.
- საქმე №ბს-187(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2020
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 ოქტომბრის სასჯელის და სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ №02/10/01 განკარგულებით დგინდება, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ო“ ქვეპუნქტისა და,,შეწყალების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის №277 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად შეწყალებული იქნა გ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება