1. სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მხოლოდ კანონით შეიძლება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთების ფარგლების დადგენა. გადასახადისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით. საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ კანონით განსაზღვრული საგადასახადო ორგანოები.
2. ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპები განისაზღვრება ორგანული კანონით. მაკროეკონომიკური პარამეტრების დადგენილი ზღვრების დარღვევისა და განსაკუთრებული აუცილებლობისას ზღვრებიდან გადაცდენის შემთხვევები, აგრეთვე პარამეტრების ზღვრებთან დაბრუნების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ბს-1208(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2026
საკასაციო პალატის განმარტებით, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებასა და მის ზოგად ჩარჩოს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით.
- საქმე №ბს-1175(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
…ნორმატიული აქტების მიმართ ( „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7.7 მუხ.). კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ ცვლის საგადასახადო კოდექსით რეგულირებადი ურთიერთობების მონაწილეთა ვალდებულებების შინაარსს. საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლიდან გამომდინარე გადასახადების ოდენობის დადგენა და გადასახადებისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ კანონით, შესაბამისად მეთოდური მითითებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების შეცვლა არ დაიშვება.
- საქმე №ბს-494(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.04.2025
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესაბამისად სავალდებულო იყო მხოლოდ კანონით დადგენილი გადასახადის გადახდა.
- საქმე №ბს-1142(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2025
საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 67.1 მუხლი (დღეს მოქმედი რედაქცია) სავალდებულოდ აცხადებს გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდას კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით და…
- საქმე №ბს-1109(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.02.2024
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლი, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ (სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) საქართველოს კანონის მე-3, მე-5…
- საქმე №ბს-1328(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.11.2023
- საქმე №ბს-355(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.06.2022
- საქმე №ბს-106(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2020
- საქმე №330310117002084106 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.05.2019
- საქმე №330310117001882612 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 23.07.2019
- საქმე №330310117001794870 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №330310019002805938 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.06.2019
- საქმე №330310018002496132 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.04.2019
- საქმე №330310017002027861 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 31.01.2019
- საქმე №330310117002084106 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.01.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება