1. საქართველოს პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.
2. პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი, რომელსაც 6 წლის ვადით საპროკურორო საბჭოს წარდგინებით ორგანული კანონით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.
3. პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საპროკურორო საბჭო, რომელიც შედგება ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისაგან. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით ირჩევს საპროკურორო საბჭო.
4. პროკურატურა ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტს თავისი საქმიანობის ანგარიშს.
5. პროკურატურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018წ.
თავი მეშვიდე. სახელმწიფო ფინანსები და კონტრო
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-274(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.07.2026
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 და მე-16 მუხლებზე, საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლზე, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 და მე-6 მუხლებზე, და განმარტა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების…
- საქმე №ბს-990(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.12.2019
ბ-ე ცნობილი იქნება პოლიტიკურ პატიმრად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.
- საქმე №080310017002191493 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.05.2019
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოსცეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--------------–--ე ცნობილი იქნება პოლიტიკურ პატიმრად, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 65.1-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.,,პროკურატურის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროკურატურა კანონით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
- საქმე №080310017002191493 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.02.2019
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოსცეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ------- ბ-----–--ე ცნობილი იქნება პოლიტიკურ პატიმრად, სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 65.1-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.,,პროკურატურის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროკურატურა კანონით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
- საქმე №080310017002191493 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 18.02.2019
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს დაევალოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოსცეს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--------------–--ე ცნობილი იქნება პოლიტიკურ პატიმრად, სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 65.1-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოს პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.,,პროკურატურის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროკურატურა კანონით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება