თავი XXIII — საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ სხვა თანამდებობის პირთა არჩევა
1. პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.
2. თუ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად დასახელებულმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისთვის საჭირო, საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული რაოდენობის ხმები, პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 14/05/2025.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება