1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას. პარლამენტი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას, დენონსირებას და გაუქმებას ახორციელებს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის უმრავლესობით.
2. იმ საერთაშორისო ხელშეკრულების გარდა, რომელიც ითვალისწინებს რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება, რომელიც:
ა) ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას;
ბ) სამხედრო ხასიათისაა;
გ) ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლას;
დ) დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასთან ან გაცემასთან;
ე) მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონების მიღებას.
3. პარლამენტს უნდა გადაეცეს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები.
4. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების შეტანის შემთხვევაში დაუშვებელია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი №1324 - ვებგვერდი, 19.10.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 23 მარტის კონსტიტუციური კანონი №2071 - ვებგვერდი, 02.04.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.03.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 23.03.2018 კონსტიტუციური კანონი №2071
- 13.10.2017 კონსტიტუციური კანონი №1324
რედაქციების შედარება
პრაქტიკა ძველი ნუმერაციით — ყოფილი მუხლი 65 (3)
23.03.2018-მდე ეს ნორმა იყო ამავე აქტის მუხლი 65; გადაწყვეტილებები მას ძველი ნომრით უთითებენ.
- საქმე №ბს-566-559(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2016
…გამოსაყენებლად, საფუძველს მოკლებული იყო, ვინაიდან, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იყო „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის და 24-ე მუხლები) და მისი სავალდებულოდ აღიარებისთვის არ იყო საჭირო რატიფიკაცია ( საქართველოს კონსტიტუცია 65-ე მუხლი, „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი 14-ე მუხლი). ამასვე ადასტურებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს…
- საქმე №ბს-1198-1025-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.03.2005
…შესახებ” კანონის მიხედვით, ტერმინები _ რატიფიკაცია, შეერთება და დამტკიცება, პრაქტიკულად, სინონიმებია და საქართველოს პარლამენტმა უამრავ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე თავისი თანხმობა გამოხატა შეერთების და არა რატიფიცირების გზით. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის, რომელშიც მოყვანილია ტერმინი “რატიფიკაცია” და არა “შეერთება”, ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ არ არსებობს…
- საქმე №3გ-ად-20-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.01.2000
…შეთანხმება „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა 1996 წლის 24 ივნისის ¹408 და 1996 წლის 10 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ¹4/322 ნოტა გაუგზავნა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, რატიფიკაციის, შესრულებისა და დენონსაციის შესახებ“…
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს კონსტიტუცია, კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2020.
გამოქვეყნება: საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება