1. ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №944
- ვებგვერდი, 20.06.2017
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 155. რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა 1. ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-39-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.10.2024
ქ-თა ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის #5237 სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნდობის ბოროტად გამოყენება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-1184აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.01.2023
მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 155-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
- საქმე №1041აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.03.2014
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 150–ე მუხლის მე-2, სსკ–ის 153–ე მუხლის მე-2 ნაწილებითა და სსკ-ის 155–ე მუხლით, რისთვისაც განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1999 წელს იგი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან;
- საქმე №2კ-140აპ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.06.2003
სსკ-ის 153-ე მუხლის მეორე ნაწილით, 155-ე მუხლით, მოქმედი სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “დ” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ”,…
- საქმე №330100119003148227 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.09.2019
…ნომერი: 0---------- მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------–--------------------- პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–- პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილი აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა დაკავების დრო: 11.07.2019წ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება