1. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერის ან ტელეგრაფით, კომპიუტერული სისტემით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების უკანონოდ მოპოვება, გახსნა, შინაარსის გაცნობა ან შენახვა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერის ან ტელეგრაფით, კომპიუტერული სისტემით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
საქართველოს 2014
წლის 2
მაისის კანონი №2378 - ვებგვერდი, 16.05.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.05.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.05.2014 კანონი №2378
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(24)
- საქმე №2კ-798აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.02.2026
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე, 151-ე, 178-ე და 159-ე მუხლებით ნასამართლევმა გ. ზ-მა, 2024 წლის 11 ივლისს, ქ.თ-ში, დ. თ-ის ქუჩის №.., ბინა №..-ში მდებარე ე. თ-ის საცხოვრებელ ბინაში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ე.
- საქმე №2კ-1072აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.11.2024
…„ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; 4. გ. თ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე;
- საქმე №15აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.06.2021
გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 17 დეკემბრიდან.
- საქმე №80აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.12.2020
ბ–ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ქრთამის აღება, ჩადენილი დიდი ოდენობით) და ამავე კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, რამაც გამოიწვია საცხოვრებელ ბინაზე დაზარალებულის უფლების დაკარგვა).
- საქმე №2კ-43-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.10.2020
ო–ს ბრალი დაედო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
- საქმე №2კ-31-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.07.2020
- საქმე №2კ-29-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2020
- საქმე №2კ-5-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.02.2020
- საქმე №2კ-8-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.02.2020
- საქმე №2კ-2-I-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.01.2020
- საქმე №2კ-23-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.09.2018
- საქმე №2კ-3-I-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.01.2018
- საქმე №2კ-1917-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.08.2013
- საქმე №2კ-387აპ.-11 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.10.2011
- საქმე №7I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2010
- საქმე №2კ-176დად.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.09.2002
- საქმე №2კ-138დად.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2002
- საქმე №330802218002575552 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 06.09.2018
- საქმე №330310019003043492 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2019
- საქმე №330310019002852601 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.09.2019
- საქმე №200100118002405195 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.12.2018
- საქმე №140100118002347788 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.10.2018
- საქმე №260100120003437382 · გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლო · 13.03.2020
- საქმე №200100118002405195 · თელავის რაიონული სასამართლო · 17.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება