საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა, რამაც არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა გამოიწვია, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №2კ-623აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.05.2018
წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;
- საქმე №2კ-484აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.02.2018
წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
- საქმე №69აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.12.2017
…„ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით, 223-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლით, 223-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით, 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით, 163-ე მუხლით - 3 წლით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით, 226-ე მუხლით - 2 წლით, ხოლო 153-ე მუხლით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №2კ-246აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2015
…განაჩენით მ. ლ-ე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 163-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით.
- საქმე №ბს-1278-1081-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2004
…ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა. აღწერილობითი ნაწილი: საქართველოს გენერალური პროკურატურის 2004წ. 10 მაისის დადგენილებით ტ. ხ.-ი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 162-ე და 163-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ ტ. ხ.-ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და არჩევნებში საზოგადოების ნების განხორციელებისთვის ხელშეშლა.
- საქმე №2კ-59დადგ.-2000 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2000
- საქმე №010100218700050683 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.11.2018
- საქმე №190100115793770 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2018
- საქმე №330310018002460627 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.03.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება