დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№189აგ-16 17 მარტი, 2017 წელი
კ-ია მ, 189აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ი-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსკოვის ნაგატინსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განაჩენით მ. კ-ა, - დაბადებული 1977 წელს, ნასამართლევი (მოსკოვის კუზმინსკის რაიონული სასამართლოს მიერ 2007 წლის 19 თებერვალს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით შეეფარდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში მოხდით და 2007 წლის 18 ივნისს გათავისუფლდა სასჯელის მოხდის გამო, ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს კანონით დადგენილი წესით), - ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” პუნქტით, 158-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ვ” პუნქტით, 161-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” პუნქტით, 161-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” პუნქტით, 161-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”დ” პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და მიესაჯა: რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” პუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ვ” პუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” პუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” პუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”დ” პუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, საბოლოოდ მ. კ-ას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში მოხდით. მ. კ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2011 წლის 19 დეკემბრიდან.
2. მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის სააპელაციო განჩინებით მოსკოვის ნაგატინსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განაჩენი მ. კ-ას მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” პუნქტით, დაზარალებულ ლ.მ.რ-ის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ნაწილში გაუქმდა და საქმე ამ ნაწილში გადაეგზავნა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად წინასწარი მოსმენის დანიშვნის სტადიიდან. მ. კ-ა ჩაითვალა მსჯავრდებულად რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ვ” პუნქტით, 161-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” პუნქტით, 161-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” პუნქტით, 161-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ვ” და ”დ” პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებში, რომელთა ერთობლიობით, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში მოხდით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი მ. კ-ას მიმართ დარჩა უცვლელად, ხოლო სააპელაციო საჩივარი - დაუკმაყოფილებლად.
3. მოსკოვის ნაგატინსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის განაჩენით მ. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რასაც რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ დაემატა მის მიმართ მოსკოვის ნაგატინსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მ. კ-ას განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში მოხდით. მ. კ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 19 დეკემბრიდან, ე.ი. მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან.
4. 2014 წლის 17 ნოემბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ი. ჩ-მა და ითხოვა საქართველოს მოქალაქის მ. კ-ას სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანასთან დაკავშირებით, ”სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინებით მ. კ-ია სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, რუსეთის ფედერაციიდან გადმოყვანილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და შეასახლეს შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. მ. კ-ას სასჯელის – 8 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდა აეთვალა 2011 წლის 19 დეკემბრიდან.
6. ზემოაღნიშნული განჩინების მიხედვით, მ. კ-ას ქმედებებისთვის რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსთან დადგინდა შემდეგნაირად: რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტს (ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) _ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტს (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) _ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტს (ძარცვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) _ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტს (ძარცვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) _ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი; რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”დ” ქვეპუნქტებს (ძარცვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) _ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და მე-4 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტები.
7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. კ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ნაგატინსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის განაჩენით, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებითა და რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ნაგატინსკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის განაჩენით რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტით (შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტს) დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტს) დანიშნული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტს) დანიშნული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”დ” ქვეპუნქტებით (შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და მე-4 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტებს) დანიშნული სასჯელი _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; 158-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტს) დანიშნული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, საბოლოოდ მ. კ-ას მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2011 წლის 19 დეკემბრიდან.
8. 2016 წლის 25 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ მ. კ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. თ-ამ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) 2013 წლის 17 აპრილის კანონით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მოითხოვა მ. კ-ასთვის საბოლოო სასჯელის სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განსაზღვრა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ მ. კ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. თ-ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
10. მსჯავრდებული მ. კ-ია და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ი-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მისი მძიმე ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. კ-ას საბოლოო სასჯელი განსაზღვრული აქვს ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, ხოლო მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
4. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. კ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ი-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს განაჩენი მ. კ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე