თავი IV — სისხლის სამართლის საქმის მასალების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების გადაგზავნა
1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებს ან მათ სათანადოდ დამოწმებულ ასლებს საქართველოს პროკურატურა უგზავნის საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს მასზე სამართალწარმოების შემდგომი გაგრძელების მიზნით.
2. გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმეზე უცხო სახელმწიფოს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა.
3. გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით სამართალწარმოება გრძელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პროკურატურის მეშვეობით ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2018 კანონი №3803
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ან მათ სათანადოდ დამოწმებულ ასლებთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე პროცედურები 1. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებს ან მათ სათანადოდ დამოწმებულ ასლებს საქართველოს იუსტიციისპროკურატურა სამინისტრო უგზავნის საქართველოს კომპეტენტურ ორგანოს მასზე სამართალწარმოების შემდგომი გაგრძელების მიზნით. 2. გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმეზე უცხო სახელმწიფოს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა. 3. გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით სამართალწარმოება გრძელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს იუსტიციისპროკურატურის სამინისტროს მეშვეობით ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. თავი V. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემა (გადმოცემა)
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-532აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2022
…დარღვევით მოპოვებული კომპიუტერული მონაცემები და შემდგომ მათზე ჩატარებული ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია, რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და მართებულად მიუთითა, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმეზე უცხო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება