თავი V — თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემა (გადმოცემა)
1. უცხო სახელმწიფოს მიერ მესამე სახელმწიფოსთვის გადასაცემი მსჯავრდებულის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
2. მსჯავრდებულის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანის თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს მსჯავრდებულის გადამყვანი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო.
3. საქართველოსთვის გადმოსაცემი მსჯავრდებულის სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანის თაობაზე შუამდგომლობით ამ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 21.07.2010).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 48, 09/08/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება